I
დღე, რომელიც კაცობრიობის ისტორიაში არასდროს არავის დაავიწყდება. დიდი მიწისძვრები და წყალდიდობა, რომელმაც მილიონობით ადამიანი უსახლკაროდ დატოვა, სხვადასხვა ქვეყნების ქალაქები წყალმა დაფარა, ბევრი ადამიანი დაიღუპა და ყველაზე მეტად მდგომარეობას ის ართულებდა, რომ რამდენიმე ქვეყნებში არსებული ლაბორატორიებიდან, მომწამლავმა ნივთიერებებმა გაჟონა და მოსახლეობა მოიწამლა. ბევრი მალევე გარდაიცვალა.
მფრინავი ავტომობილები, დამხმარე რობოტები, მოგზაურობა კოსმოსში, სამეცნიერო ცენტრები, ბიბლიოთეკები ეს ყველაფერი რამდენიმე დღეში მიწამ და წყალმა დაფარა. ამ დროისთვის კაცობრიობას საცხოვრებლად მარსის ათი პროცენტი აქვს ათვისებული, დედამიწაზე საკვებისა და წყლის დეფიციტის დროს ნახევარ მილიონამდე ადამიანმა ყველაზე დიდი ხომალდებით მოასწრეს და მარსზე გაემგზავრნენ. ამ დროისთვის მსურველი კიდევ ბევრია, თუმცა ხომალდები არა საკმარისი. მარსიდან ცდილობენ დახმარებას თუმცა ამ ყველაფერს წლები სჭირდება.
ამ მოვლენებმა ადამიანების ცხოვრება შეცვალა და ისინი გაჭირვებამ ერთმანეთს დააახლოვა, თუმცა მალევე წყლისა და საკვების ნაკლებობისას ეს ერთობა ნაწილობრივ დაირღვა, რადგან ადამიანებს შორის ისევ გაჩნდა უპატივცემულობა, ღალატი, სხვისი ქონების მიტაცება, გარყვნილება და სხვა ქმედებები რამაც გააუფასურა ადამიანური ღირებულებები და ადამიანის როგორც ქმნილების წოდება, სახელი ადამიანი. ამ ყველაფრის მიუხედავად ადამიანებში მაინც შემორჩა მარადიული ენერგია, სიყვარული.
- დილა მშვიდობის მაია. - მიმართა ბაჩომ კომპიუტერს. თავად კი თავის აგარაკზე მეორე სართულზე, ოთახში ლოგინში იწვა. მას „ჭკვიანი სახლის“ აპარატურა აქვს დამონტაჟებული, რომელსაც შეუძლია მფლობელის სურვილისებრ შეასრულოს სხვადასხვა ბრძანებები.
- დილა მშვიდობის ბაჩო. რით შემიძლია დაგეხმარო?
- რომელი საათია? როგორი ამინდია?
- შვიდი საათი და ოცდათხუთმეტი წუთი. ქალაქ თბილისში ამ დროის მონაცემებით თვრამეტი გრადუსია.
- მუსიკა ჩამირთე.
- სახელი მითხარით.
- რამე ჩართე.
- თქვენი რჩეული კატეგორიებიდან ვრთავ ორიათას ოცდარვა წლის ალბომს „ღამის სინათლე“ მუსიკის თანმიმდევრობა შერეული.
- მადლობა მაია.
მთელს სახლში კლუბური მუსიკის ხმა ისმოდა. ბაჩო ლოგინიდან წამოდგა და აბაზანაში შევიდა, შხაპი მიიღო, განყოფილებაში წასასვლელად გაემზადა, იარაღი მარჯვენა მხარეს, ქამარზე მიმაგრებულ სპეციალურ ჩასადებში მოათავსა, საჭმელი აღარ შეჭამა და სამსახურში წავიდა. როდესაც ბაჩო ეზოდან გავიდა კომპიუტერმა მუსიკა გათიშა, კარებები ჩაკეტა, სიგნალიზაცია ჩართო და ელექტრო ენერგიის დაზოგვის რეჟიმზე გადავიდა. ამ ყველაფრის შესახებ ბაჩომ ინფორმაცია ტელეფონის საშუალებით მიიღო. გზად მიმავალს საგანგაშო ხმებით ელექტრო სასწრაფო ავტომობილმა გადაუფრინა.
- რა კარგია, რომ ამ საფრენი მანქანების წარმოება განახლდა. - თქვა თავისთვის ბაჩომ.
ქალაქში ძირითადად სახელმწიფო და სასწრაფო დახმარების ავტომობილები დაფრინავენ, ასევე იყენებენ სხვადასხვა კომპანიები, რომელთაც სპეციალური ნებართვა აქვთ. მიწისძვრების შემდეგ კრიმინალები კრიმინალური საქმიანობებისთვის იყენებენ, ამიტომ სახელმწიფოსაგან სპეციალური ნებართვის გარეშე არავის აქვს უფლება საფრენი ავტომობილი იყოლიოს. მოსახლეობის ოთხმოცი პროცენტი მიწაზე სავალი ელექტრო ავტომობილებით მოძრაობენ.
ბაჩო მაღალტექნოლოგიურ ლაბორატორიულ სამეცნიერო ცენტრში ხშირად დადის და ცდილობს სამედიცინო სფერო კარგად შეისწავლოს. დღეს საღამოს თავის აგარაკზე თანამშრომლები და მეგობრები მიიწვია. იგი გემოვნებიანი ახალგაზრდაა. მაღალი, მუქი წაბლისფერი თმითა და ყავისფერი თვალებით. სახეზე ოდნავ მოშვებული წვერით. მისი შეყვარებული ქეთი თავის მეგობარ ემასთან ერთად იყო მისული. ქეთი მომხიბვლელი ახალგაზრდაა, მას მცირედ დაკულულებული მუქი ოქროსფერი თმები და ლურჯი თვალები აქვს. საღამო მხიარულად მიმდინარეობდა. სასტუმრო ოთახში მუსიკა დაბალ ხმაზე იყო ჩართული, კედელთან ახლოს გრძელი მაგიდა იდგა, რომელზეც სხვადასხვა კერძები, ტკბილეულობა და სასმელი ელაგა. მიმდებარე ოთახში ბილიარდის მაგიდა იდგა, სტუმრები სასმელს მიირთმევდნენ და სასიამოვნო მუსიკას უსმენდნენ, ბილიარდს თამაშობდნენ, იქვე ერთ კუთხეში ბაჩოს ბარი ჰქონდა გაკეთებული, სტუმრებს სხვადასხვა სასმელს უსხამდა და მათთან ერთად ერთობოდა. ერთმანეთს სხვადასხვა საკითხებზე ესაუბრებოდნენ, საკუთარ გამოცდილებებს უზიარებდნენ, სამომავლოდ განსახორციელებელ საქმეებზე საუბრობდნენ, განიხილავდნენ მიმდინარე პრობლემებსა და ერთმანეთს რჩევებსაც აძლევდნენ.
- საქმეები როგორ მიდის? - ეკითხებოდა ქეთის მაღალტექნოლოგიური ლაბორატორიული სამეცნიერო ცენტრის დირექტორი დავითი.
- კარგად ბატონო დავით, ვცდილობთ ყველას დავეხმაროთ.
- საკმაოდ ეფექტური გუნდი ხართ, მომწონს თქვენი მუშაობა და ყველანაირად მხარს გიჭერთ. - დავითი დადებითად იყო განწყობილი ქეთის გუნდის მიმართ, მისი თავდაჭერილი საუბარით უზიარებდა ქეთის თავის შეხედულებებს. სასტუმრო ოთახში ერთად იდგნენ და ხელში ლამაზ ფეხიანი სასმისი ეჭირათ, რომელშიც წითელი ღვინო ესხა. საუბრისას მათთან ექიმი ნოლანდი თავის მეუღლესთან ერთად მივიდა.
- მოგესალმებით! როგორ ბრძანდებით? ეს ჩემი მეუღლეა სესილი. - ნოლანდი და მისი მეუღლე დიდი პატივისცემით მიესალმნენ მათ.
- სასიამოვნოა. - უპასუხა ქეთიმ და ბატონმა დავითმა.
- ბატონო ნოლანდ, ბავშვები როგორ გყავთ? - მოიკითხა დავითმა.
- გმადლობთ კარგად არიან.
- თქვენი პაციენტი კრისტოფერი როგორ არის? - შეეკითხა ქეთი.
- კრისტოფერს მდგომარეობა კიდევ რთულად არის, ხშირად აგრესიულია.
- კიდე ამბობს, რომ ნიკა მქვიაო? - შეეკითხა ბატონი დავითი.
- კი და ჩვენც ნიკას ვეძახით. მისი მშობლები ნერვიულობენ.
- ეგ ოჯახი საიდან არის? - ჰკითხა დავითმა.
- მამა ინგლისელია დედა ქართველი და დიდი ხანია რაც საქართველოში ცხოვრობენ.
- ბატონო ნოლანდ წამალს გამოგიგზავნით, ის მიაღებინეთ წესით უნდა დაამშვიდოს. - შესთავაზა ქეთიმ. - საუბრის დროს მათთან ერეკლე მივიდა, ყველას მიესალმა საუბარში ჩაერთო. რამდენიმე წუთში ასევე სხვა თანამშრომლები და მეგობრები შეუერთდნენ. - ბაჩო სად არის? - შეეკითხა ქეთი ერეკლეს. - არ ვიცი. ემა ხომ არ დაგინახავს? - კი ბართან არის. - ერეკლეს ტელეფონმა დაურეკა და გარეთ გავიდა, ქეთი სხვადასხვა მიმართულებით იყურებოდა რამდენიმე წუთში ბაჩოც დაინახა. - სად იყავი? - ზემოთ ჩემს ოთახში.
სტუმრები ერთმანეთს სხვადასხვა ისტორიებს უყვებოდნენ, ბევრს იცინოდნენ ბაჩომ დრო იხელთა და ყველას სიტყვით მიმართა.
- მობრძანებისთვის ყველას მინდა, რომ დიდი მადლობა გადაგიხადოთ, რა თქმა უნდა წვეულება გრძელდება.
ბაჩომ მაგიდიდან სასმისი აიღო და საუბარი გააგრძელა. - უკვე ათ წელზე მეტია რაც საქართველოში სამეცნიერო ცენტრი არსებობს, ამ პერიოდში ყველა ქვეყნიდან უამრავი უცხოელი მეგობარი შევიძინეთ, ისინი ჩვენთან ერთად მუშაობენ და ცხოვრობენ თავისი ლამაზი ოჯახებით, როგორც იცით მედიცინით ვარ გატაცებული, ვიცი საინტერესოა როცა დეტექტივი ხარ და სურვილი გაქვს სამედიცინო სფეროში გააგრძელო მოღვაწეობა. ყველაფერი ხდება. ძალიან მეამაყება თქვენნაირ ადამიანებთან ურთიერთობა, ყველას დამსახურებაა, რომ მსოფლიოში პირველ წამყვან ცენტრად ვიქეცით, სამწუხაროა, რომ ამ ცენტრების შექმნის მიზეზი ის დიდი მიწისძვრა გახდა, რომელმაც არა მარტო მოსახლეობა შეიწირა არამედ სხვადასხვა ლაბორატორიები დააზიანა. ზოგის ლაბორატორია კატასტროფას გადაურჩა, მაგრამ ზოგ ქვეყანას არ გაუმართლა და მოსახლეობა მოიწამლა. ამ ხალხს დღემდე აწუხებთ სხვადასხვა დაავადებები, ბევრი გადაარჩინეთ და თქვენი პროფესიონალიზმით კიდევ ბევრს დავეხმარებით. მინდა სადღეგრძელო შემოგთავაზოთ! თითოეულ ჩვენთაგანს გაუმარჯოს, ვუსურვებ წარმატებებს როგორც პირად ცხოვრებაში ასევე კარიერულ გზაზე, ფიზიკურ ჯანმრთელობასა და სულიერ სიმტკიცეს.
- გაუმარჯოს!
ბაჩოს წარმოთქმულს ყველა შეუერთდა, ერთმანეთი ადღეგრძელეს და მხიარულება განაგრძეს.
- მალე ერთად დასასვენებლად წავალთ. - უთხრა ბაჩომ ქეთის. - ვიცი. - უპასუხა ქეთიმ და გაუღიმა. ბაჩომ ტუჩებში აკოცა. მათთან მეგობარი მარიამი მივიდა, რომელიც ასევე იმავე ცენტრში ქეთისთან ერთად მუშაობს.
- ბაჩო, დიდი მადლობა ასეთი მშვენიერი საღამოსთვის და ღვინოსთვის.
- არაფრის რა მადლობა. მიხარია, რომ მოგეწონა.
- მოგესალმებით! არაჩვეულებრივი საღამოა, მემგონი ხვალ სამსახურში დავაგვიანებთ. - ხუმრობით თქვა ირაკლიმ.
- ბაჩო ამ ყველაფრის მომზადებაში ვინ მოგეხმარა? - შეეკითხა მარიამი.
- ქეთი გემოვნებით მოეწყო ყველაფერი.
- ძალიან ლამაზია.
საუბრის დროს მათთან ბაჩოს მეგობარი დეტექტივი ანრი მივიდა და ყველას მიესალმა. ბაჩომ თანამშრომლები და მეგობრები გააცნო.
ირაკლი: - რთულია დეტექტივად მუშაობა?
ანრი: - საკმაოდ რთული და მძიმეა მაგრამ ამასთანავე ძალიან საინტერესო.
მარი: - რამე ისტორიას ხომ არ გაიხსენებდით?
ანრი: - ძირითადად მძიმე ფაქტები მაქვს გამოძიებული თუმცა მაქვს ერთი შედარებით სახალისო ისტორია, რომელიც ცოლ-ქმარს ეხება. -გაეღიმა ანრის და საუბარი განაგრძო. - მოკლედ გოგოს დაავიწყდა, რომ მეუღლე ჰყავდა და პოლიციაში რეკავდა მომიტაცესო.
ქეთი: - ესე რატომ დაემართა?
- წინა დღით ბევრი დაულევიათ და მერე როგორც გავარკვიე ნარკოტიკული საშუალებაც მიუღიათ, რამაც მეხსიერების დროებით დაკარგვა გამოიწვია.
ირაკლი: - ეს ნარკოტიკები თაობებს ანადგურებს.
მარი: - თქვენ და ბაჩო ერთად მუშაობთ?
ანრი: - კი, ზოგჯერ ერთ საქმეს ვიძებთ.
წვეულებაზე ყველა კარგად გაერთო ბაჩოს ყველამ მადლობა გადაუხადა, მეგობრები ცოტახნით მასთან დარჩნენ, სახლი დაალაგებინეს და ღამის თერთმეტ საათზე წავიდნენ. ქეთი ბაჩოსთან დარჩა და მეორე დღეს სამეცნიერო ცენტრში ერთად მივიდნენ, დილით ყველა სასადილოში შეიკრიბა. მაგიდასთან ისხდნენ ზოგი ყავას სვამდა, ზოგი ჩაის და ახალ გეგმებზე საუბრობდნენ.
ირაკლი: - ძალიან ბევრი რამ ამოვხსენით, მაგრამ რა თქმა უნდა ეს საკმარისი არ არის. ჯერ რაც გავარკვიეთ, უნდა დავრწმუნდეთ, რომ ასი პროცენტით ვიცით.
ბაჩო და ქეთი გვერდიგვერდ ისხდნენ, საუბარში არ ერთვებოდნენ, ერთმანეთს ყურში ჩასჩურჩულებდნენ, შემდეგ იღიმებოდნენ, ხან ბაჩო კოცნიდა ლოყაზე ქეთის, ხან ქეთი ბაჩოს.
ირაკლი: - გუშინ ემილი გაჩნდა, ჯერჯერობით ყველაფერი კარგად არის.
ერეკლე: - დედას რა პრეპარატები გაუკეთეთ?
ირაკლი: - მეცხრე განყოფილებამ რაც მოგვაწოდა B2-ი და C7-ი, ცხრა თვის განმავლობაში სხვებსაც ვუკეთებდით, ახალშობილებს, რომ რამე ანომალია არ განვითარებოდათ.
მარი: - რაც მთავარია, მშობლების თანხმობით ხდება ყველაფერი.
- იმ ქალაქში ლაბორატორიის აფეთქების შემდეგ ბევრმა ადამიანმა მიიღო ჯანმრთელობისთვის საშიში დაზიანება და ყველას ეშინია ბავშვის გაჩენის.
ქეთი: - საშინელება იყო, დაახლოებით ათასამდე ადამიანი მოიწამლა და მათ შორის ფეხმძიმეებიც.
ირაკლი: - ეს ბავშვები თუ ჯანსაღები იქნებიან, მაშინ ყველას შეგვიძლია დავეხმაროთ. ასევე კარგი იქნება კვერცხუჯრედშივე თუ მოხდება იმ გენის გამოსწორება რომელი სხვადასხვა დაავადებებს წარმოშობს.
ქეთი: - კარგი იდეაა, თუმცა GC112 გამოყენება უკიდურეს შემთხვევაშია შესაძლებელი, ისიც მსოფლიო ორგანიზაციის ნებართვით. წინდა შემთხვევაში სერიოზულ გენეტიკურ შემთხვევასთან გვქონდა საქმე და მაგიტომაც მოხდა მისი გამოყენება რათა რამე ვირუსი არ გავრცელებულიყო რაც გენეტიკაზე მოახდენდა ზეგავლენას.
ირაკლი: - მესმის მაგრამ აქ მარტო ერთ ან ორ ადამიანზე არ არის საუბარი, წარმოიდგინე მათი შვილებს რამდენი პრობლემები ექნებათ ამას ეხლა თუ არ გავაკეთებთ მერე გვიანი იქნება. ამასთან დაკავშირებით ბატონ დავითს მე გავესაუბრები.
ქეთი: - კარგი ირაკლი.
ერეკლე: - კიდევ ერთი პრობლემა ის არის, რომ ბავშვების ძვლები სუსტდება.
ირაკლი: - ვიცი. მაგას მეხუთე განყოფილება იკვლევს და იმ ნაწილზე მუშაობს, რომლებიც ძვლის ჩამოყალიბებასა და მის სიმაგრეს უზრუნველყოფს. ეს დაავადება ძირითადად უფრო მოზარდებს აღენიშნებათ.
ერეკლე: - აუცილებელია პათოგენეზური და პათოფსიქოლოგიური შესწავლა, ბევრს ფსიქიკასთან დაკავშირებით პრობლემა აქვს.
- გეთანხმები ერეკლე. ამასთან ერთად, მიუხედავად იმისა, რომ სხეულის აგებულება თითქმის ერთნაირი გვაქვს, მაინც ინდივიდუალურად არის საჭირო, ორგანიზმის შესწავლა და დიაგნოზის დასმა.
- მათ ქცევებს შეისწავლიან? - იკითხა ბაჩომ.
- მე როგორც ვიცი, აკვირდებიან, მაგრამ არ ვიცი ზუსტად, რა წესებს იყენებენ და როგორ შეისწავლიან, შეიძლება, ვივარაუდოთ, რომ ბიჰევიორიზმის ან სხვა, თავიანთი ქცევათა მეცნიერება აქვთ. - უპასუხა ერეკლემ.
- ყველაზე მნიშვნელოვანი ის არის, რომ თავიანთი სურვილით იტარებენ გამოკვლევებს, განსაკუთრებით შეყვარებული წყვილები, რადგან იციან, რომ თუ არ გამოიკვლევენ და არ გამოასწორებენ ხარვეზებს, ბავშვი არასრულფასოვანი ეყოლებათ და, აქედან გამომდინარე, გენეტიკას დიდ ყურადღებას აქცევენ, თუმცა არ ვიცი ეს რამდენად რეალურია. - თქვა მარიმ და ჩაი მოსვა.
ირაკლი: - კრისტოფერი როგორ არის?
ქეთი: - კრისტოფერთან დაკავშირებით ბატონ ნოლანდს გუშინ ვესაუბრე დღეს წამლებს გავუგზავნი დააკვირდება როგორ იმოქმედებს.
მეგობრები სხვადასხვა საკითხზე მსჯელობდნენ, ახალ აღმოჩენებს განიხილავდნენ და სამომავლო გეგმებზე საუბრობდნენ, ბაჩო და ქეთი ლაბორატორიიდან ადრიანად გავიდნენ, რათა მეორე დღისთვის გასამგზავრებლად მომზადებულიყვნენ, ისინი საზღვარგარეთ ზღვისპირეთში მიემგზავრებოდნენ, ერეკლე შეყვარებულს ემას შეხვდა, რესტორანში ავტომობილით მივიდნენ, სასურველი კერძები და სასმელი შეუკვეთეს, მომავალზე ისაუბრეს. ერეკლეს სურდა, რომ ურთიერთობა უფრო სერიოზულ ეტაპზე გადასულიყო რაც მისთვის ოჯახის შექმნას გულისხმობს.
- ემა, ვფიქრობ ერთმანეთს საკმაოდ კარგად ვიცნობთ, მშობლები მინდა გაგაცნო.
სრული სერიოზულობით უთხრა ერეკლემ. ეს ემასთვის მოულოდნელი იყო.
- არაფერს მეტყვი?
- არ ვიცი. - დაბნეულად უპასუხა ემამ.
- რატომ დაიბენი? უბრალოდ მინდა, რომ ჩვენი ურთიერთობა სხვა ეტაპზე გადავიდეს.
- გასაგებია, მაგრამ ჯერ უნდა დავფიქრდე.
- აქ რა არის დასაფიქრებელი? - გაკვირვებული შეეკითხა ერეკლე.
- არაფერი უბრალოდ მოვიფიქრებ.
ერეკლეს არ ესიამოვნა და განაწყენდა. ემამ შეამჩნია.
- ვხედავ, რომ გეწყინა.
- მეგონა სერიოზული ურთიერთობა გვქონდა, ექვსი თვეა ერთად ვართ რა თქმა უნდა სერიოზული ურთიერთობა გვაქვს უბრალოდ არ მინდა, რომ ვიჩქაროთ.
- კარგი გასაგებია. - განაწყენებულად უპასუხა ერეკლემ.
მეორე დღეს ქეთი და ბაჩო დასასვენებლად გაემგზავრნენ, როდესაც ჩაფრინდნენ დაჯავშნულ სასტუმროში დაბინავდნენ, შუადღის სამის ნახევარი იქნებოდა, გარეთ გავიდნენ და ქალაქი დაათვალიერეს.
- ქეთი, ეს ქალაქი მიწისძვრის შემდეგ ძალიან შეიცვალა, ოთხმოცი პროცენტი თავიდან გააკეთეს და ახალი სახელიც დაარქვეს „ Nuova vita ” ახალი სიცოცხლე.
- კი მსმენია და მოლოდინს გადააჭარბა, ძალიან ფერადი და ლამაზია, ყვითელი, ცისფერი, ფორთოხლის ფერი, წითელი ფერი, შენობებს საოცრად უხდება. იცოდი, რომ აქ მხოლოდ ელექტრო მანქანით შეგიძლია სიარული, სხვა სამგზავრო საშუალება აკრძალულია.
- არ ვიცოდი.
მგზავრობისაგან გადაღლილები რესტორანში წავიდნენ, ქალაქის ლამაზ და ფერად ნახატებიან ბილიკებს მიუყვებოდნენ, ქუჩის მხატვრების მიერ ორიგინალური ნახატებით ყველა დამსვენებელი აღფრთოვანებული რჩებოდა, სხვადასხვა კაფეებიდან და ბარებიდან მუსიკის ხმები გამოდიოდა, ბაჩომ ქეთი უეცრად ხელში აიტაცა და მასთან ერთად დატრიალდა, ქეთიმ ემოციურად დაიყვირა და ხმამაღლა გაიცინა, ქეთი დაიხარა და ბაჩოს აკოცა. რესტორანში მივიდნენ, ივახშმეს და სასტუმროში გვიან დაბრუნდნენ.
- ლამაზი ქალაქია. - აღფრთოვანებით თქვა ქეთიმ.
- ნამდვილად ლამაზი და მოწესრიგებული, შენობებიც ლამაზად არის შეღებილი და დიზაინიც უხდება ქალაქს.
- ინფრასტრუქტურა ძალიან კარგად არის მოწესრიგებული.
- ხვალ კაფე-ბარები დავათვალიეროთ.
- კარგი, ახლა მოდი ჩემთან, უნდა ჩაგეხუტო. - მგზავრობისგან დაღლილებს მალე დაეძინათ.
მეორე დილით ზღვაზე გავიდნენ, კარგახანს ცურავდნენ. შუადღისას იქვე, ფანჩატურაში დასხდნენ. იქაური კერძები დააგემოვნეს, ცოტა შავი ღვინოც დააყოლეს. შემდეგ ზღვის ნაპირას აშენებულ ლამაზ შენობაში შევიდნენ, მეორე სართულზე ავიდნენ, შენობას ზღვის მხარეს შუშის მოაჯირები ჰქონდა და ახლომახლო ბევრი დასაჯდომ- წამოსაწოლი სკამი იყო. თბილი ნიავი სასიამოვნო გარემოს ქმნიდა და ამასთან ერთად ზღვის ფონზე მზის ჩასვლა ლამაზად მოჩანდა, მზე ჰორიზონტს რბილად ეხებოდა, მისი სხივები მთელს ზეცას ანათებდა, ღრუბლები მსუბუქად შეწითლებულიყვნენ, და ზღვა ამ ყოველივეს თვალწარმტაცად ირეკლავს. ბუნებრივი სილამაზის ამგვარი გამოვლინების ყურება, ადამიანს გულს უთბობს, ფიქრებისაგან ათავისუფლებს და ამშვიდებს.
- ცოტა ხნით აქ დავსხდეთ, მზის ჩასვლას ვუყუროთ. თქვა ქეთიმ
ქეთი ბაჩოს კალთაზე დაჯდა, ბაჩო თბილად მოეხვია და აკოცა, მზის ჩასვლას უყურებდნენ და ხმას არ იღებდნენ. რამდენიმე წუთის შემდეგ სხვადასხვა კაფე-ბარშიც შეიარეს, სასმელები დააგემოვნეს და საღამოს საბილიარდოში შევიდნენ, შიგნით არა მარტო საბილიარდო სივრცე დახვდათ, არამედ მიწის ქვემოთ კლუბიც იყო სადაც ლიფტის საშუალებით მოხვდებოდი.
- ლამაზი ადგილია.
- მოგებულს რა ხვდება? - ღიმილით თქვა ბაჩომ.
- თუ მოიგებ, ნამდვილ ვნებიან ცეკვას შემოგთავაზებთ და მე თუ მოვიგებ, შენ იცეკვებ.
ეშმაკური ღიმილითა და გამოხედვით უპასუხა ქეთიმ. თამაში დაიწყეს. სხვადასხვა სასმელმა ბაჩოზე იმოქმედა, ქეთიმ მოუგო და სიცილით უთხრა. - საღამოსთვის მოემზადეეე...
- ბაჩომ ქეთის ხელები წელზე მოხვია. - ესე იგი ყველაფერი წინასწარ მომიწყვე სხვადასხვა სასმელი დამალევინე იმაზე მეტი ვიდრე შენ სვამდი და...
- რა ჩემი ბრალია, შენ თუ დათვერი.
ქეთიმ ეშმაკურად მოჭუტა თვალები და გაიღიმა, ბაჩომ ტუჩებში აკოცა. შემდეგ კლუბში ჩავიდნენ. მუსიკა, ფერადი ლაზერული განათებები, ყველა ერთობოდა, სვამდა, ერთმანეთს კოცნიდნენ, ეხვეოდნენ. ქეთიმ და ბაჩომაც იცეკვა, რამდენჯერმე ერთმანეთს აკოცეს. ღამის ორი საათ იქნებოდა, როდესაც კლუბიდან წავიდნენ. სასტუმროსკენ ფერად ბილიკებს მიუყვებოდნენ, ბაჩომ ხელი გადახვია და ლოყაზე აკოცა. მალე სასტუმროსთან მივიდნენ და ნომერში ავიდნენ.
- მიდი, მოემზადე და კოსტიუმი ჩაიცვი.
- სერიოზულად ამბობ? კოსტიუმი არ მაქვს. - შენ წააგე, მაშინ რამე სხვა ჩაიცვი. მუსიკას ჩავრთავ და საძინებელში გელოდები. - ღიმილით უპასუხა ქეთიმ. რამდენიმე წუთში ბაჩო საძინებელში შევიდა, ქეთი საწოლზე იჯდა და სიცილს ვერ იკავებდა, ერთ ხელს სახეზე იფარებდა, მეორეს მუცელზე იდებდა. ბაჩოსაც ეღიმებოდა, ორივე ნასვამი იყო, რაც მათ ხასიათს ერთი-ორად ამაღლებდა. ბაჩო არ ჩერდებოდა, სხვადასხვა მოძრაობით ნელ- ნელა იხდიდა და ქეთის უახლოვდებოდა, შემდეგ ქეთისაც გახადა და აკოცა.
- შენთვის არ მითქვამს, რომ ძალიან რბილი და ტკბილი ტუჩები გაქვს? როცა გკოცნი ვერ ვჩერდები, როცა გეხვევი და შენი შიშველი მკერდი გულზე მედება, შენს ყოველ ვნებიან ამოსუნთქვას ვგრძნობ, შენი თვალები მამშვიდებს, თითქოს მზის ამოსვლას ვუყურებ. შენთან ერთად სიცოცხლე მსიამოვნებს.
- მეც მსიამოვნებს შენთან ერთად. - უთხრა ქეთიმ. ბაჩომ კოცნა განაგრძო მარჯვენა ხელი ქვემოთ წაიღო კისრიდან ქეთის შიშველ მკერდს გადაატარა.
- ბაჩო, აააჰჰჰ... - ვნებიანად, ჩურჩულით წარმოსთქვა სიტყვები ქეთიმ და ბაჩოს კისერზე მოეხვია.
ერთმანეთს მთელი გულით ეფერებოდნენ, ისინი როგორც ფიზიკურად ასევე პიროვნულადაც საუკეთესოდ ეწყობიან და ამ ყველაფერს ორივე გააზრებულად გრძნობდა. მეორე დილით, კაფეში შევიდნენ, ყავა და კრუასანი მიირთვეს, შემდეგ ზღვაში ისევ იცურავეს, სხვადასხვა მაღაზიებში გაიარეს და ახალი სამოსი შეიძინეს.
- ბაჩო, გინდა დღეს თეატრში წავიდეთ? აფიშას თვალი მოვკარი.
- წავიდეთ, იმედია საინტერესო იქნება.
- თუ არ გინდა, შეგვიძლია, ისევ ბილიარდი ვითამაშოთ. - ღიმილით უთხრა ქეთიმ.
- ის ამბავი არ დამვიწყებია და მაგისთვის სამაგიეროს გადაგიხდი. - ღიმილითვე უპასუხა ბაჩომ და ლოყაზე აკოცა.
შემდეგ თეატრის სალაროსთან ბილეთების საყიდლად მივიდნენ.
- სახელი რა ჰქვია? - შეეკითხა ქეთი.
- სპექტაკლის სახელია სიყვარულის ავტორი. ინგლისიდან არიან, - უპასუხა ბაჩომ. - ძალიან საინტერესო სახელწოდება აქვს. - თქვა ქეთიმ.
ბაჩომ ორი ბილეთი შეიძინა, სპექტაკლის დაწყებამდე რამდენიმე საათი იყო დარჩენილი, მანამდე შეყვარებულებმა კაფეში შეიარეს და შემდეგ მზის ჩასვლა ისევ ნახეს.
- ბაჩო, ახალ პროექტებში ხომ არ ჩავერთოთ? და შენც შეისწავლი სხვადასხვა მიმართულებებს.
- კარგი იქნება თორემ დეტექტიური საქმიანობით დავიღალე. რთულია უყურო ამდენ გარდაცვლილ და უბედურებაში ჩავარდნილ ადამიანებს. თავიდანვე სამედიცინო სფერო მიტაცებდა, ყველაფერი გამომდიოდა. თერთმეტი წლის ვიყავი როცა მიწისძვრა მოხდა. ძალიან ცუდი დრო იყო. თექვსმეტი წლის ვიყავი ჩემს დას საავადმყოფოში დავყავდი. ბევრი რამ ვისწავლე. თვრამეტის ვიყავი როცა თაგვის კლონირება გავაკეთე. ძალიან მიხაროდა ამ ყველაფერში ჩემი და დამეხმარა. ჩემს დას სიმსივნე ჰქონდა მკურნალობა კარგად მიდიოდა. იმ პრეპარატებმა ბევრს უშველა და გადარჩა თუმცა ჩემს დას ვერ უშველა. ამ სფეროში მოღვაწეობა აღარ მინდოდა და დეტექტივით დავინტერესდი. დეტექტივის კურსებზე ამერიკაში გავემგზავრე. შეთავსებით იქ სამედიცინო საკითხებსაც გავდიოდი. ოცდაოთხი წლის ვიყავი როდესაც უკან დავბრუნდი, ოცდახუთი წლის ვიყავი, როდესაც პირველ მკვლელობის საქმესთან მქონდა შეხება. ძალიან ცუდი საქმე იყო. ნარკომანმა შვილმა მამა მოკლა. მეგონა ესეთი რამ აღარ ხდებოდა რადგან ამის სამკურნალო წამალი დიდი ხანია არსებობს, თუმცა როგორც აღმოჩნდა სამკურნალო ადამიანის აზროვნებაა და არა რაიმე დაავადება.
- შენს დაზე არასდროს არაფერი არ მოგიყოლია. ძალიან სამწუხაროა.
- მოდი, სიმსივნის საწინააღმდეგო ორგანიზაციას შევუერთდეთ და წამლების დამზადებაში დავეხმაროთ, მოწამვლის ფონზე ახალა ახალი სახის არის და მისი გამოკვლევა საინტერესო იქნება.
- სიამოვნებით.
ბაჩომ წელზე ხელი მოხვია და კისერში მაგრად აკოცა. რამდენიმე წუთში თეატრში ქალაქის ცენტრში ფეხით გაემართნენ, შესასვლელთან უამრავი ხალხი დახვდათ, მაგრამ ორგანიზატორებმა მაყურებელი რიგში დიდხან არ ალოდინა. ბაჩო და ქეთი თეატრში მალე შევიდნენ, დიდ სცენაზე დაშვებული შინდისფერი ფარდა თეთრად ყვავილის მსგავსი ფორმებით იყო მოქარგული, დარბაზის თეთრი კედლები სხვადასხვა ლამაზი ოქროსფერი ხვეული ფიგურებით იყო გაფორმებული. თეატრის სხვადასხვა ხის ნაწილები ოქროს ფერ მასალაში იყო ჩასმული და დარბაზის შუა გულში ჩამოკიდებული ჭაღის შუქს ირეკლავდნენ. მაყურებლის რბილი შინდისფერ ნაჭერიანი სკამები კი ოქროსფრად ყვავილის ფორმებით იყო მოქარგული, დარბაზი ერთიანად თვალმომჭრელად ანათებდა, მალე ადგილები შეივსო, დარბაზში შუქი ჩააქრეს და სპექტაკლიც დაიწყო.
შავად შემოსილი მსახიობები, რომლებსაც სახეზეც შავი ნიღბები ეკეთათ სპექტაკლის მიმდინარეობისას მთავარი გმირების ფიქრებსა და გრძნობებს სხვადასხვა მოძრაობებით გადმოსცემდნენ, სპექტაკლის შინაარსი ადამიანის გრძნობების სხვა კუთხით გამოხატვაა. ოცნებები, სიყვარული, დეპრესია, აგრესია, ტკივილი, სიხარული, ვნება, საკუთარ თავთან ბრძოლა, თავდაჯერებულობა, გაუკუღმართებული აზროვნება.
სპექტაკლის დაწყებიდან თხუთმეტი წუთის შემდეგ ქეთი მარჯვნივ ბაჩოს მიმართულებით გადაიწია და თავი მხარზე დაადო, ბაჩომ თავი ქეთისაკენ მიაბრუნა თვალებში ჩახედა, გაუღიმა და ტუჩებში აკოცა, შემდეგ კი სპექტაკლის ყურება განაგრძო.
- იცი აქვე პატარა წიგნის მაღაზია შევამჩნიე არ გინდა შევიდეთ? - გადაუჩურჩულა ქეთიმ ბაჩოს. - ბაჩომ თანხმობის ნიშნად თავი დაუქნია, თვალებით კი სპექტაკლს უყურებდა.
სცენაზე შეყვარებული წყვილი რომანტიკულ გარემოში, ბუნებაში დეკორაციული ხეებით, ხელოვნური ბალახითა და ფოთლებით ბუტაფორიულ ქვაზე გვერდი-გვერდ სახით მაყურებლისკენ ისხდნენ, ზედ პლედი ჰქონდათ გადაფარებული და საუბრობდნენ. შავებში შემოსილი ფიქრები კი სცენაზე დადიოდნენ და სხვადასხვა მოძრაობებით მათ ფიქრებს გამოხატავდნენ.
Elma: - Love doesn't have form, gender or color.
Brain: - Not exactly because inside me I have my love form, gender and color.
Elma: - Very interesting…
Brain: - Her name is Elma.
ბრაიანმა ელმას ტუჩებზე აკოცა სამ წამში მოქმედების დასრულების შემდეგ ორივემ ზემოთ აიხედა, მთელს დარბაზში განათება ჩაქრა, თეატრში სპეციალური მოწყობილობით ვარსკვლავები ჰაერში ნელ-ნელა მოძრაობდნენ და ლურჯ ფერებში ანათებდნენ, მაყურებელი აღფრთოვანებული დარჩა უმრავლესობამ მობილური ტელეფონი ამოიღო და ამ ფაქტის დაფიქსირება დაიწყო. სპექტაკლი თხუთმეტ წუთში მხურვალე აპლოდისმენტებით დასრულდა. ქეთი და ბაჩო გარეთ გამოვიდნენ სხვადასხვა მომენტებს იხსენებდნენ და ერთმანეთს ემოციებს უზიარებდნენ. შემდეგ თეატრიდან მოშორებით გზის მეორე მხარეს პატარა წიგნების მაღაზიაში შევიდნენ.
- რას ეძებ? - ღიმილით ჰკითხა ბაჩომ.
- არ ვიცი რამე საინტერესოს, მოდი ყდის მიხედვით ავარჩიოთ, მის შესავალსაც არ წავიკითხავ.
- საინტერესო გადაწყვეტილებაა... - თქვა ბაჩომ.
ქეთიმ ერთ-ერთ თაროზე მცირე ზომის წიგნი დაინახა და აიღო, მასთან ბაჩო მივიდა. - იპოვე? - მემგონი კი.
წიგნი შავი ფერის იყო, წინიდან ჯამბაზის ფერადი ქუდით თეთრი გაღიმებული თეატრალური ნიღაბი იყო დახატული, ქუდი ფორთოხლის ფერით, ცისფერი ფერით, მწვანე ფერითა და წითელი ფერით იყო გაფორმებული.
ბაჩო: - უცნაური ნახატი აქვს.
ქეთი: - სახელიც საინტერესო აქვს მუზების თეატრი.
შეყვარებულებმა წიგნი იყიდეს და სასტუმროში წავიდნენ, გზად ერთი ბოთლი შავი ღვინოც გაიყოლეს. ნომერში ცოტა დალიეს ღვინის ბოთლი და ბროლის ლამაზ ფეხიანი სასმისები სასტუმროს ოთახის დიდ ფანჯრებთან მდგომ პატარა მაგიდაზე ედგათ. შეყვარებულები ფანჯრის წინ რბილ ხალიჩაზე ისხდნენ. ბაჩო ქეთის ზურგს უკან იჯდა, ხელები წელზე ჰქონდა შემოხვეული და კისერში კოცნიდა. ქეთი ქალაქის ლამაზი ხედითა და ბაჩოს კოცნით ტკბებოდა.
- ნახე მთვარე როგორ ვარსკვლავივით ანათებს. - უთხრა ქეთიმ.
- მართალი ხარ. დღეს უცნაურად დიდი და კაშკაშაა.
- ერთი წლის წინ ინგლისში სამეცნიერო ცენტრების საერთაშორისო შეხვედრაზე პირველად, რომ დაგინახე გავიფიქრე, რა ლამაზი გოგა. - ღიმილით უთხრა ბაჩომ. ქეთიმ ბაჩოს შეხედა. - მერე? - გაიღიმა ქეთიმ.
- შესვენებაზე ნოლანდს ვესაუბრებოდი. შენ საჭმელების მაგიდასთან იდექი და წყალს სვამდი. წავედი მეც წყალი ავიღე და შენთან მოვედი. - ბაჩომ ქეთის მარცხენა ლოყაზე აკოცა.
- ნოლანდი კარგი კაცია. - გააგრძელა ბაჩომ.
- საიდან არის?
- დედამისი ქართველი იყო მამამისი ინგლისელი, სახელი ნოლანდი მამის მხრიდან ბაბუის საპატივცემულოდ ჰქვია.
- მისი მეუღლე სესილიც ძალიან კარგი ადამიანია, ქართველია ხო? - ჰკითხა ქეთიმ.
- კი ქართველია.
- კიდევ ვინ იყო შეხვედრაზე? - ჰკითხა ქეთიმ.
- ირაკლი, ერეკლე, მარი შენი უფროსი ბატონი დავითი და კიდევ სხვა თანამშრომლებიც.
- ჩემი დაქალი ემაც.
- მართალი ხარ დამავიწყდა, ემა რა საქმეზე იყო?
- ემა მხოლოდ ტურისტული მიზნით იყო, ჩემთან ერთად უნდოდა წამოსვლა და ესე დაემთხვა.
- საერთაშორისო შეხვედრა ყოველ წელს ტარდება, მაგრამ წელს ვერ ხერხდება და მომავალ ზაფხულს შეიძლება გერმანიაში ჩატარდეს ამიტომ თუ მოვახერხებთ შეგვიძლია ეს ივნისი სხვადასხვა ადგილას გავატაროთ. - ქეთიმ ბაჩოს კიდევ ლოყაზე აკოცა.
- ემა როგორ არის?
- კარგად, ეგ და ერეკლე ერთად არიან ბოლოს ყველა ერთად ნოლანდმა თავის ბაბუის სახლში, რომ მიგვიპატიჟა ერთმანეთი მაშინ გაიცნეს.
- დედამისი ქალბატონი ლენა ძალიან კარგი ქალია. -თქვა ბაჩომ
- კი, ემა ერთადერთია მის ცხოვრებაში სამწუხაროდ ემას მამა ბატონი გიორგი გარდაცვლილია.
- ემა რატომ დაარქვეს?
- ქალბატონმა ლენამ დაარქვა, უთქვამს ეს სახელი მომწონსო, დედამისი რუსია მამა ქართველი ჰყავდა, კარგი კაცი იყო.
- გასაგებია. სასტუმროს ამ ნომრიდან ძალიან ლამაზი ხედია, ალბათ ოცდამეხუთე სართულის ბრალია, ლამაზად ჩანს სხვა შენობები, კერძო სახლები და წინ ზღვა რომელშიც არაერთი განათებული გემი დგას. - თქვა ბაჩომ.
- ხელზე ლამაზი საათი გიკეთია. სად იყიდე?
- თბილისში, თავისუფლების მოედანთან ერთი მაღაზიაა და იქ. ამ ბოლო დროს ცუდად მუშაობს არ ვიცი რა მიზეზით, სადაც ვიყიდე იმ ადგილას მივედი მაგრამ საათების მაღაზია საერთოდ დაკეტილა მის ადგილას ახლა ბანკია. - უპასუხა ბაჩომ.
- ძალიან საინტერესო ეპოქა დაიწყო, მიწისძვრების შემდეგ მსოფლიო შეიცვალა, კიდევ კარგი, რომ შავი ზღვა ძაან არ აღელდა.
- მართლაც, რომ საინტერესო ეპოქაში ვართ, ზოგი მარსზე გადადის საცხოვრებლად, ეშინიათ აქ დარჩენა ფიქრობენ, რომ კიდევ განმეორდება.
- არ ვიცი, მის მერე თვრამეტი წელი გავიდა და ახალი წელთაღრიცხვით მეთვრამეტე წელია, ძველით კი ორიათას ორმოცდათხუთმეტი.
- მფრინავ მანქანებს ისევ ისე რატომ აღარ იყენებენ?
- როგორ არ იყენებენ, უბრალოდ ზოგ ქვეყანაში არაკომფორტულია ამ ქალაქშიც არაკომფორტულია მაღალი შენობებია, თან უკვე ნებართვაა საჭირო. კატასტროფის დროს ხალხის გადასარჩენად ხშირად გამოიყენებოდა, დღეს ძირითადად სახელმწიფო სტრუქტურები იყენებენ და კომპანიები ვისაც ნებართვა აქვს. პოლიციისთვის და საავადმყოფოების სასწრაფო დახმარების მანქანებისთვის კომფორტულია, ჩვენთანაც ხომ იყენებენ, განსაკუთრებით მთიან რეგიონებში გადასაადგილებლად. რომლებიც მიწაზე დაფრინავენ იმათზე ნებართვა არაა საჭირო. უბრალოდ სპეციალურ მართვის მოწმობას აიღებ და ეგ არის.
- კარგია მძიმე სამუშაოები რობოტებით, რომ ჩანაცვლდა, თორემ ბევრს ჯამრთელობის პრობლემა ექმნებოდა.
- ამ მიწისძვრამ, უკან დააბრუნა კაცობრიობა.
- ბაჩო, წიგნის გადაფურცვლას დავიწყებ შენ მითხარი როდის გავჩერდე და იმ ადგილიდან წამიკითხე. - შესთავაზა ქეთიმ.
- კარგი.
ქეთიმ გადაფურცვლა დაიწყო ბაჩომ მეორე წამზე გააჩერა, წიგნი გამოართვა, ერთი ხელი ქეთის წელზე ჰქონდა შემოხვეული მეორეთი წიგნი ეჭირა და ჩახუტებულმა კითხვა დაიწყო.
- Happy birthday to you.
- Thank you.
Lara thanked her love Tom with worm kiss, their relationship started not so long ago. Tom was screenwriter and actor, He wrote many good scenarios Scripts in the Theater, which were played not only in this theater but also in other cities and countries. He wrote about love for love. Their first meeting took place in the theater, Lara started acting career and her physiological beauty and knowledge never remained unnoticed.
- Let’s walk together this night. - Said Tom to Lara.
- Why so late? Let’s go earlier.
- I am working on the script you wrote and we are doing rehearsals.
- Which part do you like? - Tom asked with a smile.
- When the main character says: - „In this world immortal is only love and its creator.”- Lara answered also with a smile, Thomas hug her and kissed her.
ბაჩომ კითხვა დაასრულა და წიგნი დაკეცა, ქეთიმ წიგნი გამოართვა და პატარა მაგიდაზე დადო. - საინტერესო და ლამაზი იყო. - თქვა ქეთიმ.
- ნამდვილად საინტერესო წიგნი ჩანს. - თქვა ბაჩომ. სასმელი კიდევ მოსვეს ცოტა ხანს ჩუმად გაჰყურებდნენ ქალაქის ლამაზ ხედს, მთვარე კი ზეცაზე ვარსკვლავივით კაშკაშებდა. ბაჩომ ქეთი ზურგზე დააწვინა, და მისი მარჯვენა ხელი გულზე მიიდო.
- გრძნობ ჩემი გულის ფეთქვას..? იგი შენსას ჰყვება, რადგან სიყვარულით ფეთქავს და ეს მანამ იქნება, სანამ არსებობას არ შეწყვეტს და თუ ამის შემდეგ რამე არსებობს, ამ სიყვარულს იქაც შევიგრძნობ.
ამ სიტყვების შემდეგ ბაჩო ქეთის გვერდით წამოწვა თავის მარცხენა ხელს მარცხენა ლოყით დაეყრდნო. ქეთი ზურგზე იწვა თავი მარჯვნივ გადააბრუნა და ბაჩოს თვალებში შეხედა, ბაჩომ საუბარი განაგრძო.
- არის ერთ-ერთი ძალიან ძველი მოთხრობა სადაც ერთი კაცი ყვებოდა: როდესაც ღმერთმა ამ სამყაროს პირობებისთვის მისი სახის მსგავსის შექმნა დაიწყო კაცი გამოუვიდა შემდეგ მისი სრულყოფილი ცხოვრებისთვის ქალი შექმნა და ერთმანეთთან სიყვარულით დააკავშირა, მათი შექმნის მიზეზი კი მარადიულად სიყვარულით სიცოცხლის შექმნაა. თუ კარგად დაუფიქრდები აქ ის არ არის მთავარი რომელი შეიქმნა პირველი ან რომელია ყველაზე მნიშვნელოვანი, ქალი და მამაკაცი ნეტარებაში ერთმანეთის გარეშე ვერ იქნებიან. მნიშვნელოვანია მათი გულწრფელი ერთობა, რადგან ქალისა და მამაკაცის ერთობა მარადიული წრეა, ეს ერთი მთელი გრძნობაა.
- საინტერესოა... შენ რას ფიქრობ? -ჰკითხა ქეთიმ.
- მე ჩვენს სიყვარულზე ვფიქრობ. ნახე მთვარე როგორ გვიყურებს ეს სიყვარული შენი ჩემი და მთვარის საიდუმლოა, ღმერთს ყველასთვის ჰყავს შექმნილი ანგელოზი და მას მხოლოდ სიყვარულის ძალით თუ იცნობ. მე შენ გიცანი ჩემო ანგელოზო. - უპასუხა ბაჩომ და აკოცა.
- ასეთი რომანტიკული საიდან ხარ?
- უნივერსიტეტში სწავლის პერიოდში თეატრში ვთამაშობდი.
- შენ მსახიობო. - გაიცინა ქეთიმ.
- შექსპირის სონეტები მომწონდა, ეხლაც მომწონს რამდენიმე.
- ჩემი რომანტიკოსი. - უთხრა ქეთიმ ღიმილით.
- ჩემი მუზა ხარ. - უთხრა ბაჩომ ქეთის და ორივეს მაღალ ხმაზე გაეცინა.
- ბევრი გაქვს დალეული. - ყურადღება არ მომაქცია და საუბარი გააგრძელა.
- ყველაფერი ურთიერთობაა და მათ შორის საზღვრები. - აგრძელებდა გიგა. - ერთხელ ვარ ახალგაზრდა და ოდესღაც უნდა მოვკვდე ამიტომ ადამიანმა ვინც შესაყვარებელია უნდა შეიყვარო, რაც გასაკეთებელი გაქვს უნდა გააკეთო, არაფერი არ უნდა გადადო და ყოველი წუთი უნდა გამოიყენო. უნდა გაერთო, ზოგჯერ გაგიჟდე კიდეც მთავარია შენი ქცევით არავინ დააზიანო და თავი არ დაიზიანო. იყავი ადამიანი და იცხოვრე.
- მემგონი ჯობს წავიდე. - ყურადღებას არ მაქცევდა.
- ჩემი გატაცება მარტო ხატვა არაა. ასევე ისტორია მიყვარს და რაც უფრო მეტს ვკითხულობ მით უფრო მზიზღდება ადამიანი. ყველა ეპოქაში ადამიანი ჩვეულებრივი პირუტყვია, ის დღემდე არ გაზრდილა. არ ვიზრდებით! - დაიყვირა გიგამ და სასმელი კიდევ მოსვა. - სულ ომები გვაქვს. ფიზიკურად, ეკონომიკურად, ფსიქოლოგიურად, ერთმანეთს სულ ვებრძვით. ჩვეულებრივი ცხოველები ვართ, რომლებიც კბილებით ხორცის ნაჭერს არიან ჩაჭიდებულები და ღრიალით მას გლეჯენ. ერთადერთი რაც ამ ქვეყნად გვაძლებინებს ეს მხოლოდ სიყვარულია თუმცა აღარ ვიცი ეს ვინმეს თუ სჭირდება.
------------------
- ვინ არის გარდაცვლილი? - ჰკითხა ანრიმ გიორგის.
- ელენე ოცდაათი წლის, ბებიასთან და ბაბუასთან იყო ჩამოსული, დღეს დილას ათ საათზე თბილისში უნდა წასულიყო. ბებიამისმა როგორც გვითხრა დაახლოებით ათს, რომ აკლდა ოცი წუთი სახლიდან გავიდა და უკან არ დაბრუნებულა, ურეკავდნენ თუმცა არ პასუხობდა, გარეთ მის მოსაძებნად გავიდა და ამ ადგილას მათი საწყობის უკან მოკლული უნახავს. მას შუბლში მარჯვენა მხრიდან მძიმე რკინის ნაჭერი აქვს დარტყმული, რის შედეგადაც ადგილზე გარდაიცვალა. ხმაური არავის არ გაუგია. ადგილიდან მკვლელობის იარაღი ამოვიღეთ ეხლა ექსპერტიზა უტარდება.
- რამე ძალადობის ნიშნები ხომ არ ჰქონდა?
- არაფერი.
- მის შესახებ ყველაფერი უნდა გავიგოთ. სხვა გარდაცვლილებზეც მითხარი. - ვუთხარი გიორგის. მაინტერესებდა სხვებთან თუ ჰქონდა რაიმე საერთო.
- პირველი ლელა იყო. ორმოცი წლის ქალბატონი მეუღლე და ორი შვილი. ის მდინარეში მეთევზემ ნახა. კეფაში ბლაგვი საგანი ჰქონდა ჩარტყმული. ძველ ხალიჩაში იყო გახვეული, გარედან ძველი რკინის მავთულები ჰქონდა შემოხვეული. მას კისერზე ბაწრის კვალი აღენიშნებოდა, ხელები ძაღლის ყელსაბამით ჰქონდა შეკრული. ვფიქრობთ, რომ მკვლელმა გათიშა ხელები შეუკრა და დაახრჩო შემდეგ გვამი მოსაშორებლად მდინარეში გადააგდო. ყველა დავკითხეთ ხელჩასაჭიდი არაფერია. ერთი კვირის შემდეგ ოცდათხუთმეტი წლის მეგი დაიკარგა, დღემდე ვერ ვპოულობთ. მეუღლე და ერთი შვილი დარჩა. რა თქმა უნდა მას ვინც იცნობდა ყველა გამოვკითხეთ, მაგრამ მაინც ვერაფერი. ახლა კი ელენე, რომელიც მისი სახლიდან ოც მეტრში მოკლეს.
------------------
- დაკავების ოპერაციაზე ტექნიკური ჯგუფიდან ჩვენთან ერთად ვინ იქნება? - იკითხა ნიკამ.
- ჯონი წამოვა. - უპასუხა ანრიმ.
- ეხლა სად არის?
- სანამ შენთან მოვიდოდი კიბეებზე შემხვდა, სავარჯიშო დარბაზში მიდიოდა.
რამდენიმე წუთში ანრი და ნიკა სავარჯიშო დარბაზში ჩავიდა, დარბაზში ხალხმრავლობა იყო ჯონის სხვადასხვა მოსასმენ და ვიდეო მოწყობილობებზე გაესაუბრნენ.
- კამერა და ხმოვანი გადამცემი მზად მაქვს.
- ძალიან კარგი. - თქვა ანრიმ.
- გამარჯობა ნიკა. - მიესალმა დეტექტივი დიანა.
- გამარჯობა დიანა. როგორ მიდის შენი საქმეები?
- კარგად.
- შენი?
- ასევე კარგად.
- წარბზე პირსინგი გიხდება. - უთხრა ნიკამ.
- ვიცი. - უპასუხა დიანამ, მან იცოდა, რომ ნიკას მოსწონდა და ასევე მასაც მოსწონდა, მაგრამ არ იმჩნევდა. დიანამ ოქროსფერი თმები ზემოთ აიწია და შეიკრა, ხელზე კრივის ხელთათმანებს იკეთებდა. - მეორეს გაგიკეთებ. - უთხრა ნიკამ და მასთან მივიდა. - გინდა ვისპარინგოთ? - შესთავაზა დიანამ, ნიკამ თაფლისფერ თვალებში ჩახედა. - კარგი. - უპასუხა მან. - საინტერესოა. - უთხრა ჯონმა ანრის. - შენი აზრით რა მოხდება? - შეეკითხა ანრი. - ალბათ ნიკა დაუთმობს.
ნიკასა და დიანას თანამშრომლებმა ადგილი დაუთმეს და თავადაც ინტერესით უყურებდნენ მათ სპარინგს. დიანამ პირველი დარტყმა მარჯვნიდან განახორციელა, ნიკას მარცხენა ლოყაში მოხვედრის შემდეგ ცოტა წაბორძიკდა და წამოიძახა. - ეეე... ეს რა არის?! - აბა რა გეგონა?! უპასუხა დიანამ, თანამშრომლები ინტერესით უყურებდნენ და ერთობოდნენ.
- ეხლა ხომ არ შეგეცვალ მოსაზრება? - ღიმილით ჰკითხა ანრიმ ჯონის.
- ამას არ ველოდი. - თქვა ჯონმა.
- დიანა ამერიკაში სწავლობდა, ასევე მფრინავი იყო.
- ვაა... მაგარია.
- ასე, რომ დიანას სულ არ სჭირდება ვინმესგან რაიმის დათმობა, მას თავად შეუძლია მიზნის მიღწევა.
ნიკა თავს იცავდა, დიანა გვერდებში ხან მარჯვნიდან ხან მარცხნიდან სწრაფ-სწრაფად ურტყამდა. - დიანა! არ მინდა, რომ დაგარტყა! - აბა აქ რას ამოდიოდი! - დიანამ შეტევა გააგრძელა, ნიკამ ხელი ჰკრა, წელში ხელი მოხვია ჰაერში ასწია და ძირს დაანარცხა, დიანა სწრაფად წამოდგა. - ესე წესებს არღვევ!!! - მაპატიე ლამაზო! რეალურ ცხოვრებაში ზოგჯერ წესების გარეშე თუ გაიმარჯვებ! - დიანა გაბრაზდა, მისკენ გაიქცა, ფეხი ძლიერად ქუსლებში გაკრა, ბაჩო წაიქცა, დიანა ზემოდან დააჯდა და სახეში ურტყამდა, ნიკა თავს იცავდა. - გეყოფა!!! - მაპატიე!!! წესების დარღვევა მარტო შენ არ შეგიძლია!!! - ნიკამ თავის დაღწევა მოახერხა და დიანას მარჯვენა ხელი დაუჭირა. - დანებდი!!! - არა!!! - დაიყვირა დიანამ. - დანებდი!!! -არა!!! ნიკამ ხელი გაუშვა, და მუხლებზე დადგა, დიანა ნელ-ნელა წამოდგა, იგი ხელს იტკიებდა. - ძაან გატკინე? - დიანამ ხმა არ გასცა, - ჯანდაბა, გაბრაზდა. - ყოჩაღ კარგი იყო, ცოტახანი დააცადე გადაუვლის. - უთხრა ანრიმ, დიანა თანამშრომელთან მივიდა. - ანი, გთხოვ მომხსენი, ხელი მტკივა.