დემოკრატია და პიროვნება I
ჩვენში დღეს იშვიათად მსჯელობენ საზოგადოებრივი ცხოვრების საფუძვლების შესახებ. გონება მიმართულია ელემენტარულ მოთხოვნილებათა დაკმაყოფილებისკენ, რომელთა მიღმა ვეღარას ვხედავთ. მაგრამ ჩვენ მოგვიწევს საზოგადოებრივი ცხოვრების ძირეული გარდაქმნა, მისთვის კი იდეურად მზად უნდა ვიყოთ. ჩვენი საზოგადოებრივი მოძრაობა ღარიბია იდეებით და მასში მრავალი რამ თავისთავად ნაგულისხმევად მიიჩნევა. რუსეთის ინტელიგენციისა და მოწინავე საზოგადოების ფართო წრეებში დემოკრატიული იდეები თავისთავად ცხად ჭეშმარიტებად იყო აღიარებული. დემოკრატიის იდეა არასოდეს ყოფილა წარმოდგენილი მისი მთელი სირთულით და არასოდეს გამხდარა კრიტიკის ობიექტი. ჩვენი საზოგადოებრივი და სახელმწიფო ცხოვრების ბოროტება და სიცრუე ჩვენს აზრს ელემენტარულად და მარტივად აქცევდა. შესაბამისად, სიკეთედ და სინათლედ გვეჩვენებოდა ყოველივე ის, რაც ჩვენი მწარე სინამდვილის საპირისპირო იყო. ყოველი მეტისმეტად რთული საზოგადოებრივი აზრი გაუგებრად და უადგილოდ მიგვაჩნდა და მას ეჭვის თვალით ვუმზერდით. ჩვენში მარტივი და სწორხაზოვანი გადაწყვეტილებები მოსწონთ. დასავლეთში დემოკრატიის პრობლემა პიროვნების პრობლემასთან მიმართებით უკვე დიდი ხანია სერიოზული მსჯელობის საგნად არის ქცეული. ცხოვრების ისტორიულმა პროცესმა მიიყვანა დასავლეთი ამ სირთულემდე. მან მრავალი რამ აქცია პრობლემურად. ჩვენ კი, რუსები, ძალადობის დიდი წნეხის ქვეშ ვარსებობდით და პოლიტიკური აღმშენებლობის საკმაოდ მწირი გამოცდილება გაგვაჩნია. იდეის დონეზე განცდილი გვაქვს ყველაზე უკიდურესი პოლიტიკური თუ სოციალური მოძღვრებანი და დროდადრო გვეჩვენებოდა, რომ ანარქიზმიც გამოვიარეთ. მაგრამ ამ უკიდურესი პოლიტიკური თუ სოციალური მოძღვრებების გააზრება რუსეთში ყოველთვის მარტივად და ელემენტარულად ხდებოდა. ასეთივე სიმარტივე და ელემენტარულობა იქნა გამოვლენილი დემოკრატიის იდეის მიღებასთან მიმართებითაც. მრავალი რუსისათვის, ვინც ჩაგვრასა და უსამართლობას იყო მიჩვეული, დემოკრატია წარმოადგენდა რაღაც კონკრეტულსა და გასაგებს, მას დიადი სიკეთე უნდა მოეტანა, უნდა გაეთავისუფლებინა პიროვნება. დემოკრატიის უდაო ჭეშმარიტებისათვის, რომელიც ჩვენი უმართლობის ჩასანაცვლებლად მოემართებოდა, მზად ვიყავით დაგვევიწყებინა, რომ დემოკრატიის რელიგია, როგორც იგი იქნა რუსოს მიერ ჩამოყალიბებული და რობესპიერის მიერ განხორციელებული, არა მხოლოდ არ ათავისუფლებს პიროვნებას და არ ამტკიცებს მის უფლებებს, არამედ სრულიად თრგუნავს მას და არ სურს მისი ავტონომიური ყოფის აღიარება. სახელმწიფოებრივი აბსოლუტიზმი ისევეა დემოკრატიის პირობებში შესაძლებელი, როგორც უკიდურესი თვითმმართველობის დროს. სახალხო მმართველობას ისევე შეუძლია ხელყოს პიროვნების უფლებები, როგორც თვითმმართველობას. ასეთი გახლავთ ბურჟუაზიული დემოკრატია მისი სახალხო მმართველობის ფორმალური აბსოლუტიზმის პრინციპით. მეორეს მხრივ, არც მარქსის სოციალური დემოკრატია ზრუნავს პიროვნების თავისუფლებაზე და უგულვებელყოფს მის ავტონომიურ ყოფას. სოციალ-დემოკრატთა ერთ-ერთ ყრილობაზე გამოთქმულ იქნა მოსაზრება, რომ პროლეტარიატს შეუძლია ჩამოართვას კიდეც პიროვნებას მისი ხელშეუვალი უფლებები, ვთქვათ, აზრის თავისუფლების უფლება, თუ ეს პროლეტარიატის არსებით ინტერესებში იქნება. როგორც ჩანს, ამ შემთხვევაში პროლეტარიატი გაიაზრება, როგორც აბსოლუტი, რომელსაც ყველაფერი უნდა შეეწიროს მსხვერპლად. ყველგან ვხვდებით საზოგადოებრივი და სახელმწიფო აბსოლუტიზმის მემკვიდრეობას. იგი არა მხოლოდ მაშინ ცოცხლობს, როდესაც ერთი მეფობს, არამედ მაშინაც, როდესაც მეფობს მრავალი. აბსოლუტიზმის ინსტინქტები და ჩვევები დემოკრატიამაც შეითვისა, ისინი მბრძანებლობდნენ ყველაზე დემოკრატიულ რევოლუციებში. დასავლეთს უკვე დიდი ხანია აწუხებს უმცირესობათა და პიროვნების უფლებების გარანტირების საკითხი დემოკრატიის აბსოლუტურ მისწრაფებებთან მიმართებით, რომელიც არ ზღუდავს საკუთარ თავს პიროვნული სულის აბსოლუტური ღირებულებებით. დემოკრატიული იდეის ფორმალური აბსოლუტიზმი ჩვენთვის მიუღებელია, ის სხვა იდეებით უნდა იქნას შეზღუდული. რაოდენობრივი მასა განუყოფლად ვერ იბატონებს ხარისხობრივ ინდივიდუალობათა ბედზე, ბედზე პიროვნებისა, ერის ბედზე. ერის ნება ინდივიდუალური თვისებების, ადამიანის სულის უსასრულო ბუნებისადმი განსაკუთრებული პატივისცემით უნდა იქნას აღზრდილი. ერის ნება არ შეიძლება მიღებულ იქნას ფორმალურად უშინაარსოდ, როგორც ხალხის ნების, უმრავლესობის ნების, მასობრივი რაოდენობის ნების ბატონობის აბსოლუტური უფლების დამკვიდრება რაგინდ მიმართულებით, ისე, რომ ნებისმიერი რამ სურდეს, და გასცემდეს და იხვეჭდეს იმას, რაც სურს. დემოკრატიაში არის ადამიანის თავისუფალი სტიქიის, თავად ადამიანისა და იმანენტური ნების დამკვიდრების მისეული სიმართლე. მაგრამ დემოკრატია გასულიერებულ უნდა იქნას, სულიერ ღირებულებებსა და მიზნებს უნდა დაუკავშირდეს.
II
დემოკრატიის იდეის გააზრება და ფორმულირება ისეთ ისტორიულ ეპოქაში მოხდა, როდესაც ევროპელთა მოწინავე ფენების რელიგიური და ფილოსოფიური ცნობიერება სიღრმეს მოწყდა და ზედაპირზე აღმოჩნდა ამოგდებული, მოწყდა ადამიანის სულიერ საწყისებს. ადამიანი საზოგადოება-დამოკიდებულ მდგომარეობაში ჩააყენეს, თავად საზოგადოება კი მოწყვეტილი იყო ადამიანის სულს, ადამიანის სულიერ ცხოვრებასა და მსოფლიო სულს, კოსმიურ სიცოცხლეს. ადამიანი აღიარებულ იქნა გარეგნულად საზოგადოებრივ არსებად, რომელიც სრულად გარემომცველი სამყაროთი განისაზღვრებოდა. მაგრამ ვინაიდან ადამიანის საზოგადოება იზოლირებული იყო სამყაროული მთლიანობისა და კოსმიური სიცოცხლისგან, ხოლო საზოგადოების დამოუკიდებელი მნიშვნელობა გადაჭარბებით იყო შეფასებული, წარმოიქმნა რაციონალისტური უტოპიზმი მისი რწმენით სრულყოფილი, საზოგადოებრივი ცხოვრების სასრულად რაციონალური მოწყობისა, დამოუკიდებლად სამყაროსა და ადამიანის სიცოცხლის სულიერი საფუძვლისგან. სულიერ-რელიგიური საფუძველი არა დემოკრატიას, არამედ ადამიანისა და