*** ძვირფასო მკითხველო,
ეს წიგნი რომანის - „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“ - გაგრძელებაა და იწყება იმ მომენტიდან, სადაც წინა წიგნი დასრულდა. თუ გსურთ, ამ წიგნისგან მეტი სიამოვნება მიიღოთ, ჯერ „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“ წაიკითხეთ.
„ყველაფერი მთავრდება ჩვენით“ რომ გამოვიდა, ვერ წარმოვიდგენდი, ერთ დღეს მის გაგრძელებას თუ დავწერდი. არც ის წარმომედგინა, რომ პირველ წიგნს ასე კარგად მიიღებდა მკითხველი. დიდ მადლობას გიხდით ყველას, ვინც ჩათვალეთ, რომ ლილის ისტორია ისეთივე შთამაგონებელია, როგორიც დედაჩემის.
მას შემდეგ, რაც რომანს „ყველაფერი მთავრდება ჩვენით“ „ტიკ-ტოკზე“ უამრავი გამოხმაურება მოჰყვა, ლილისა და ეტლესის ამბის გაგრძელების თხოვნებმაც წამლეკა. და როგორ ფიქრობთ, შემეძლო უარი მეთქვა მათთვის, ვინც ჩემი ცხოვრება შეცვალა? ეს რომანი თქვენი მხარდაჭერის სამადლობლად შეიქმნა და სწორედ ამიტომ მსურს, ის უფრო მსუბუქი საკითხავი იყოს.
ლილი და ეტლესი ამას იმსახურებენ.
იმედია, ისიამოვნებთ ამ მოგზაურობით!
სიყვარულით,
კოლინ ჰუვერი!