თავი 1 პართიაში არტაბანის მმართველობით უკმაყოფილო დიდებულებმა გადაწყვიტეს, რომ მის წინააღმდეგ გამოსულიყვნენ, მაგრამ არსებობდა ორი დაბრკოლება, ერთი ვინ უნდა ასულიყო ტახტზე მის ადგილზე, მეორე კი ვინ გაუწევდა მათ დახმარებას, პასუხები მალე იპოვეს, არჩევანი ტირიდატსა (ის რომში გაგზავნეს, როგორც მძევალი, სადაც მან განათლებაც მიიღო) და რომზე გააკეთეს.
ახლა მთავარი აქცენტი ტიბერიუსისკენ გადაიტანეს,ჩუმად შეიკრიბნენ და წერილის წერას შეუდგნენ, მოკლედ ჩაწერეს ყველა დეტალი თუ რა პრობლემა ჰქონდათ და რომისკენ გააგზავნეს შიკრიკი, თანაც დაავალეს ქვეყნის ბედი წყდება და სულ ფიდიპიდესობა მოგიწიოს არ გაჩერდეო.
მოგეხსენებათ იმ დროს ერთი ქალაქიდან მეორეში გადასვლასაც რამდენიმე დღე სჭირდებოდა, შესაბამისად ქვეყნებს შორის მოძრაობა კიდევ უფრო რთული იყო. შიკრიკი თითქმის შეუსვენებლად მიდიოდა, ჭამისას ცხენიდანაც არ ჩამოდიოდა და დაძინებითაც ორიოდე საათი თუ იძინებდა, თუმცა ყოველივე ამისა რომში მისასვლელად თვეები მოანდომა, ამას დამატებული მხოლოდ ჩასვლისას გაიგო, რომ იმპერატორი უკვე რამდენიმე წელი არ მისულიყო დედაქალაქში და წერილის გადაცემა სხვა პირისთვის მოუწია, რომელიც ტიბერიუსამდე მიიტანდა ამბავს.
ტიბერიუსამდე პართიელთა წერილი რამდენიმე კვირაში მიიტანეს, ზუსტად მაშინ, როცა ნადირობის შემდეგ ისვენებდა, სისხლიანი ხელებით გახსნა და წაიკითხა ახალი მიტანილი ცნობა, უკმეხად გაიღიმა და ამრეცად გადახედა გვერდით მყოფებს.
- პართია უკვე პრობლემებს გვიქმნის, გუშინ ცნობა მომივიდა, როგორ დასვა არტაბანმა მისი ძე სომხეთში,- განაცხადა მან,- საჭირო ზომები უნდა მივიღოთ, თანაც რაც შეიძლება მალე.
ამის თქმაზე აიშალნენ, ნანადირევი შეაგროვეს და ტყიდან წავიდნენ, საღამოხანს მრჩევლები მოიწვია და განხილვა დაიწყო თუ რა მოემოქმედებინა.
- პართიელ დიდებულებს გადაეცით დახმარებას გავუწევ და ტახტზე მათ მიერ შემოთავაზებულ პირს მივცემ ასვლის უფლებას,- თქვა ტიბერიუსმა.
- მაგრამ ერთი ფაქტორია გასათვალისწინებელი, დაგვემორჩილება თუ არა ტირიდატი და გამოგვიცხადებს თუ არა ერთგულებას?,- უთხრეს მას.
- უპირველესად არტაბანის მოშორებაა საჭირო, თანაც თუ გავითვალისწინებთ, რომმოკავშირის ძებნა აღარ გვჭირდება, რადგან ტირიდატი აქ გვყავს, ეს საქმეს უფრო გვიმარტივებს.
- სომხეთთან დაკავშირებით რას ვაპირებთ?,- კითხვის დასმამ სიჩუმე ჩამოაგდო დარბაზში, არც ერთს არ ჰქონდა პასუხი და იყურებოდნენ ისე თითქოს პირველად ხედავდნენ ერთანეთს.
ამ ამბიდან რამდენიმე თვეში რომაელები იბერიას მოადგნენ (როგორც აღმოჩნდა საბოლოო არჩევანი მათზე გააკეთეს) მაშინ იბერიაში მითრიდატე მეფობდა, მას სარფიანი შეთავაზება გაუკეთეს, თუკი სომხეთში გაილაშქრებდა მის ერთ-ერთ შვილს ტახტს აღუქვამდნენ.
მითრიდატეს დიდად მოეწონა ეს შეთავაზება, შვილები თავისთან დაიბარა და სიტუაცია აუხსნა, არჩევანი უნდა გაეკეთებინა ან ფარსმანი ან კიდევ მითრიდატე უნდა გაეშვა სომხეთში, თანაც ისე რომ მათ შორის რაიმე უთანხმოება არ ჩამოეგდო.
გეგმა ასე ჩამოყალიბდა, ფარსმანი გაუძღვებოდა ქართველებს სომხეთში, ხოლო ტახტი მითრიდატეს დარჩებოდა.