იტვირთება...

იოსები და ძმანი მისნი

თომას მანი

2025 წელი | ინტელექტი
148 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
32.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
თომას მანმა 1926 წელს მეტად გაბედული „გონებისმიერი ექსპერიმენტი“ წამოიწყო. მან გადაწყვიტა, იოსებ ეგვიპტელზე არსებული ბიბლიური ლეგენდის საფუძველზე შეექმნა. რომანების ციკლი – „იოსები და ძმანი მისნი“. ეს რომანი-ტეტრალოგია, რომელსაც თომას მანი თავის საუკეთესო ნაწარმოებად მიიჩნევდა, მწერლის შემოქმედებაში ყველაზე ვრცელი ტექსტია. ალბათ, უპირველესად, მანის სწორედ ამ ნაწარმოებს გულისხმობდა ენაკვიმატი ბერტოლდ ბრეხტი, როცა ირონიული ღიმილით აცხადებდა: „ყოველთვის მიყვარდა მისი მოკლე მოთხრობებიო“. თომას მანმა განავრცო და ხელახლა გადმოსცა იოსების ამბავი, რისთვისაც მის ხელთ არსებული ყველა თანამედროვე ლიტერატურული საშუალება მოიშველია – „იდეური არსენალიდან თხრობის ტექნიკამდე“. რაც მთავარია, ჰიტლერის ნაცისტური რეჟიმის ზეობის ხანაში სამშობლოდან გადახვეწილმა გერმანელმა მწერალმა მკითხველი „წარსულის“ უძირო „ჭაში“ ჩაახედა და ანტისემიტიზმის შხამით მოწამლულ თანამემამულეებს უძველეს იუდეურ ტრადიციასთან დაკავშირებული ბიბლიური ამბავი ახლებურად წააკითხა. ამიტომაც მანს განსაკუთრებით სწორედ ის ესახელებოდა, რომ ამ ნაწარმოებით „ფაშიზმს მითოსი ხელიდან“ გააგდებინა: მან ხომ რასობრივი უპირატესობის ბოდვითი იდეების ბრბოსათვის შეთითხნილ ფაშისტურ მითს „იუდეველთა სულიერ სამყაროზე“ დაწერილი რომანი დაუპირისპირა. ალბათ დიდწილად ამანაც განაპირობა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ ისრაელში თომას მანის დამსახურების უპირობოდ აღიარება. გასული საუკუნის 30-40-იან წლებში, ევროპის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე ტრაგიკულ პერიოდში, მანის რომანში გაცოცხლებული ძველაღთქმისეული ლეგენდები მკითხველთა მომდევნო თაობებისთვის ერთგვარი დროითი ხიდი გამოდგა უხსოვარ წარსულსა და მომავალს შორის; თავად ავტორის თქმით, ტექსტში „წინა პლანზე გადმოინაცვლებს დაინტერესება ტიპური, მარადსაკაცობრიო, მარადგანმეორებადი, დროის მიღმა არსებული მოვლენებით, ერთი სიტყვით, მითოსური ამბებით“. აქ მსოფლიოს ყველა მითოლოგია: ებრაული, ბაბილონური, ეგვიპტური თუ ბერძნული – ერთ „ჭრელ გორგლადაა დაგრაგნილი“. ასე აღმოჩნდება თანამედროვე მკითხველი არქაულ მითოსთან, როგორც ცხოვრების თავდაპირველ ნიმუშთან და ფორმასთან, დროის მიღმა არსებულ სქემასთან და ძველთაგანვე დადგენილ ფორმულასთან გაშინაურებული. ნინო ფირცხალავა
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
9789941318764
სათაური:
იოსები და ძმანი მისნი
ავტორი:
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2025
თარგმანი:
გერმანულიდან
მთარგმნელი:
ნანა გოგოლაშვილი
გვერდები:
952
კატეგორია:
თარგმანი
ნახვები:
148
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]