იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
ვიკიპედია ქართულად
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
დოკუმენტური პროზა
/
ლაურეატები 2014
/
კრიტიკა
/
განსჯანი
განსჯანი
თამაზ კვაჭანტირაძე
2013 წელი |
ილიელი
დოკუმენტური პროზა
|
ლაურეატები 2014
|
კრიტიკა
10,372
ნახვა
5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
6
ყიდვა
ჩუქება
საბას ლაურეატი
ანოტაცია
არ გამიმართლა, გლახა დროსა და ადგილას დავიბადე, გაგანია ომის დროს თბილისის ძველ უბანში, ვერაზე, ხელმოკლე სამეურნეო მუშაკის ოჯახში. დრო - კი, ბატონო, მაგრამ ვერას რას უწუნებო, თუ მკითხავთ, ვერას შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ - ბიჭი რომ ოცდახუთკვადრატულმეტრიან ბინაში დაიბადები, სადაც ერთი ზიარი ფეხსადგილი ემსახურება ორი სხვადასხვა ოჯახის თერთმეტ წევრს, ენა ვერ მოგიბრუნდება კაცს თქვა, იღბლიან ადგილას გავჩნდიო. წერა-კითხვა ჩემს სამი წლით უფროს ძმასთან ერთად ვისწავლე, ოთხი წლისამ; აქედან მოკიდებული, კითხვა ანუ წიგნი მექცა ერთ-ერთ უძლიერეს ვნებად: სად იყო მაშინ ტელევიზორი და კომპიუტერი - ხალხს ლუკმა-პური ენატრებოდა - წიგნს კი გადავყავდი სხვა სამყაროში; წიგნი მამოგზაურებდა, წიგნი მწვრთნიდა და წიგნი მაცხოვრებდა. ვკითხულობდი ხარბად, ლამის ყველგან და ყოველთვის: ზეზეულა, მწოლიარე, ჭამის დროს, ტუალეტშიც კი... ომისშემდგომი მძიმე პერიოდი იდგა, შპალერად მაშინ კედლებზე გაზეთებსაც აკრავდნენ ხოლმე და, როდესაც მამაჩემმა ხუთი წლის ღლაპი კედელთან თავდაყირა მდგომი დამინახა, რათა უკუღმა გაკრული გაზეთი წამეკითხა, ასე “მიწინასწარმეტყველა”: “ეს ბიჭი ან აგვაშენებს, ან - დაგვაქცევს”... მარტო კითხვა - არა, თხრობაც მეხერხებოდა: მესამე კლასში, როცა გაკვეთილი გვიცდებოდა, ჩვენმა დამრიგებელმა თამარ ვაშალომიძემ კლასის “დასაჭერად” - რაც ბოლო ხანს წაიკითხე, ის მოგვიყევიო - დამავალა და მეც სიმონ ქვარიანის ხუთასგვერდიანი რომანის “დიდი მოურავის” თხრობა დავიწყე... მეორე დღეს თამარ-მასწავლებელს მთელმა კლასმა სთხოვა, “კვაჭუნიმ” (სკოლაში ასე მეძახდნენ) დაგვიმთავროს სააკაძის ამბავიო. ეტყობა, მასწავლებელიც ისე გაიტაცა ჩემმა მონათხრობმა, რომ მთელი სემესტრი თავისი გაკვეთილის ბოლო თხუთმეტ წუთს მე მითმობდა და წლის ბოლოს რომანიც ჩავამთავრე. თამარ ვაშალომიძემ პედსაბჭოს წინაშე იშუამდგომლა - ეს ბიჭი პირდაპირ მეხუთეში დავსვათო... მშობელთა კრებიდან დაბრუნებულმა ბედნიერმა დედაჩემმა ეს ამბავი მეც მახარა: - მეოთხეზე გადაგახტუნეს, პირდაპირ მეხუთე კლასში გსვამენ... - “კიკინო”? - ვიკითხე მე... “კიკინო” ჩემი მერხის მეგობარი იყო. - #”კიკინოს” ვინ გადაახტუნებს, მესამეში უპირებენ ჩატოვებას... - ჰოდა, მეც მესამეში დავრჩები. არ გაჭრა არც ხვეწნამ, არც მუქარამ - მე და “კიკინომ” ყოველგვარი “გადახტუნება”-”ჩატოვების” გარეშე ერთ მერხზე მოვამთავრეთ თერთმეტი წელი... ...კარგა ხანია, გადამიშუადღევდა... არ გამიმართლა-მეთქი, თავში დავიჩივლე, მაგრამ - თუ მე შენ, ჩემო მკითხველო, ისევ ისე დაგაბი ამ წიგნთან, როგორც ბავშვობისას სიტყვით ვაბამდი მერხებზე ჩემს აცვენილ თანაკლასელებს, ვიტყვი: გამმართლებია და მერე როგორ - იღბლიან ვარსკვლავზე დავბადებულვარ! თამაზ კვაჭანტირაძე
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
სიტყვა პუბლიცის...
თამაზ კვაჭანტირაძე
3
ყიდვა
მოგზაურობა შოთა...
თამაზ კვაჭანტირაძე
0
ყიდვა
მუჰამედის ცხოვრ...
გიორგი ლობჟანიძე
7
ყიდვა
ანტისაბჭოური სი...
უავტორო *
0
ყიდვა
მხატვრული თარგმ...
ვახუშტი კოტეტიშვილი
3.85
ყიდვა
ჩაკეტილი საზოგა...
გიორგი მაისურაძე
4.8
ყიდვა
ჩემი მეოცე საუკ...
რევაზ გაჩეჩილაძე
9
ყიდვა
ტუალეტში საკითხ...
დათო ქარდავა
4.8
ყიდვა
სოკრატე
ირაკლი ქასრაშვილი
3.5
ყიდვა
პირადი ბიბლიოთე...
მალხაზ ხარბედია
0
ყიდვა
წმინდა წყვდიადი
ლევან ბერძენიშვილი
10.4
ყიდვა
უცნობი წიგნები ...
გიგი თევზაძე
8.3
ყიდვა
ფრიდრიხ ჰიოლდერ...
ნაირა გელაშვილი
5
ყიდვა
თანამდევი სული ...
ნოდარ გრიგალაშვილი
10
ყიდვა
თანამდევი სული ...
ნოდარ გრიგალაშვილი
10
ყიდვა
პროზისა და საკუ...
დავით ქართველიშვილი
4.2
ყიდვა
ავტოპორტრეტი წი...
ზაალ სამადაშვილი
3.9
ყიდვა
მოგზაურობა "კაუ...
ლევან ბრეგაძე
5
ყიდვა
ილია სამეგრელოშ...
ზვიად კვარაცხელია
1.5
ყიდვა
ჩემი დავით კლდი...
მაკა ჯოხაძე
2.5
ყიდვა
პოლიტიკური ჭადრ...
ალექსანდრე ჩიკვაიძე
2.99
ყიდვა
მოგონებანი გალა...
აკაკი ხინთიბიძე
1.99
ყიდვა
განდი
მოჰანდას კარამჩანდ განდი
5
ყიდვა
ფრანკო
გაბრიელა ეშფორდ ჰოჯესი
5
ყიდვა
ჩერჩილი - ნაწილ...
როი ჯენკინსი
5
ყიდვა
მარკესი
რუბენ პელაიო
5
ყიდვა
ნაპოლეონი
ალექსანდრე დიუმა
5
ყიდვა
ვაჟა-ფშაველა
გიგი ხორნაული
5
ყიდვა
ჩარლი ჩაპლინი
სტივენ ვაისმენი
5
ყიდვა
ბიტლზი
ჰანტერ დეივისი
5
ყიდვა
რუზველტი
ელიოტ რუზველტი
5
ყიდვა
მარკო პოლო
ჰენრი ჰარტი
5
ყიდვა
სერვანტესი
ნიკა აგიაშვილი
5
ყიდვა
ათათურქი
ლორდი კინროსი
5
ყიდვა
ჩერჩილი ნაწილი ...
როი ჯენკინსი
5
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
არ გამიმართლა, გლახა დროსა და ადგილას დავიბადე, გაგანია ომის დროს თბილისის ძველ უბანში, ვერაზე, ხელმოკლე სამეურნეო მუშაკის ოჯახში. დრო - კი, ბატონო, მაგრამ ვერას რას უწუნებო, თუ მკითხავთ, ვერას შემოევლოს ჩემი თავი, მაგრამ - ბიჭი რომ ოცდახუთკვადრატულმეტრიან ბინაში დაიბადები, სადაც ერთი ზიარი ფეხსადგილი ემსახურება ორი სხვადასხვა ოჯახის თერთმეტ წევრს, ენა ვერ მოგიბრუნდება კაცს თქვა, იღბლიან ადგილას გავჩნდიო. წერა-კითხვა ჩემს სამი წლით უფროს ძმასთან ერთად ვისწავლე, ოთხი წლისამ; აქედან მოკიდებული, კითხვა ანუ წიგნი მექცა ერთ-ერთ უძლიერეს ვნებად: სად იყო მაშინ ტელევიზორი და კომპიუტერი - ხალხს ლუკმა-პური ენატრებოდა - წიგნს კი გადავყავდი სხვა სამყაროში; წიგნი მამოგზაურებდა, წიგნი მწვრთნიდა და წიგნი მაცხოვრებდა. ვკითხულობდი ხარბად, ლამის ყველგან და ყოველთვის: ზეზეულა, მწოლიარე, ჭამის დროს, ტუალეტშიც კი... ომისშემდგომი მძიმე პერიოდი იდგა, შპალერად მაშინ კედლებზე გაზეთებსაც აკრავდნენ ხოლმე და, როდესაც მამაჩემმა ხუთი წლის ღლაპი კედელთან თავდაყირა მდგომი დამინახა, რათა უკუღმა გაკრული გაზეთი წამეკითხა, ასე “მიწინასწარმეტყველა”: “ეს ბიჭი ან აგვაშენებს, ან - დაგვაქცევს”... მარტო კითხვა - არა, თხრობაც მეხერხებოდა: მესამე კლასში, როცა გაკვეთილი გვიცდებოდა, ჩვენმა დამრიგებელმა თამარ ვაშალომიძემ კლასის “დასაჭერად” - რაც ბოლო ხანს წაიკითხე, ის მოგვიყევიო - დამავალა და მეც სიმონ ქვარიანის ხუთასგვერდიანი რომანის “დიდი მოურავის” თხრობა დავიწყე... მეორე დღეს თამარ-მასწავლებელს მთელმა კლასმა სთხოვა, “კვაჭუნიმ” (სკოლაში ასე მეძახდნენ) დაგვიმთავროს სააკაძის ამბავიო. ეტყობა, მასწავლებელიც ისე გაიტაცა ჩემმა მონათხრობმა, რომ მთელი სემესტრი თავისი გაკვეთილის ბოლო თხუთმეტ წუთს მე მითმობდა და წლის ბოლოს რომანიც ჩავამთავრე. თამარ ვაშალომიძემ პედსაბჭოს წინაშე იშუამდგომლა - ეს ბიჭი პირდაპირ მეხუთეში დავსვათო... მშობელთა კრებიდან დაბრუნებულმა ბედნიერმა დედაჩემმა ეს ამბავი მეც მახარა: - მეოთხეზე გადაგახტუნეს, პირდაპირ მეხუთე კლასში გსვამენ... - “კიკინო”? - ვიკითხე მე... “კიკინო” ჩემი მერხის მეგობარი იყო. - #”კიკინოს” ვინ გადაახტუნებს, მესამეში უპირებენ ჩატოვებას... - ჰოდა, მეც მესამეში დავრჩები. არ გაჭრა არც ხვეწნამ, არც მუქარამ - მე და “კიკინომ” ყოველგვარი “გადახტუნება”-”ჩატოვების” გარეშე ერთ მერხზე მოვამთავრეთ თერთმეტი წელი... ...კარგა ხანია, გადამიშუადღევდა... არ გამიმართლა-მეთქი, თავში დავიჩივლე, მაგრამ - თუ მე შენ, ჩემო მკითხველო, ისევ ისე დაგაბი ამ წიგნთან, როგორც ბავშვობისას სიტყვით ვაბამდი მერხებზე ჩემს აცვენილ თანაკლასელებს, ვიტყვი: გამმართლებია და მერე როგორ - იღბლიან ვარსკვლავზე დავბადებულვარ! თამაზ კვაჭანტირაძე
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
განსჯანი
ავტორი:
თამაზ კვაჭანტირაძე
გამომცემელი:
ილიელი
გამოცემის თარიღი:
2013
საბას პრემია:
ლაურეატი
გვერდები:
498
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
10372
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
5
[2]
4
[0]
3
[0]
2
[0]
1
[0]
წიგნის შესახებ
განსჯანი
თამაზ კვაჭანტირაძე
10372
ნახვა
წასაკითხი
რჩეული
6
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
ვითომ ესეც წინასიტყვაობაა?!
ორიოდე ცხოვრებისეული შტრიხი:
ხმადაბალი ფიქრები ეროვნებაზე, „ენოვნებაზე“, ქუჯურ მენტალიტეტსა და ფეხშიშველა კაცზე
დედაენის ფრთებით
„კრულია მისი ხსენება, ვინც დაჰგმობს დედაენასა“
დედაენა ანუ მეექვსე გრძნობა
ენა -– დედა, ენა –- შვილი
დამემგზავრეთ სასიტყვეთში!
უხვი
მონაღვლეები
ოცნების მასწავლებლები
ერის თავი
ილიეთი
ყოფილა, დღეს ვეღარ არის, მაგრამ იქნება, ცხადია!
ვუსმინოთ ყაზბეგს
სავაჟაო
სინამდვილის მსახური
ანდერძი
„აღდეგ და ქართულად უბნობდი“
„მოეშხე“
ქიაჩის რაინდი
წყურვილი სულისა
სარანგი
საგოგლაო
ხასიათების მხატვარი
ღვაწლი სიმონ ჩიქოვანისა
შენშია სხვა, სხვაში ხარ შენ...
ცისფერყანწელები
რამ წარმოშვა სიმბოლიზმი?
თავისუფალი –- უფალი თავისა
თავისუფალი ვარ –- ესე იგი, პასუხს ვაგებ
საფლავი
გვირგვინი
დიდგორი
დიდი ილიელი
მაღლად მხედი
საქმიანი ქართველი, ესე იგი, ევროპელი
ცნობილი უცნობი
„„ლექსიდან გამოვიხედო“„„
სიმღერა
„მოგზაურობა სასიტყვეთში“– - სად დამთავრდება იგი?
თამაზ კვაჭანტირაძის განუყრელი „როლინგის“ საიდუმლო
ეკრანზე გამოსვლა ქვის კოდვაა
დღევანდელ საქართველოს, ვაგლახ, მართლაც ეჭირვება წამალი
მწერლობა -– დაფარულის გაცხადება
ახლა ჩვენში ფეხს იკიდებს კაცთა გადიაცება
„„რა ენაზეც ელაპარაკები უფალს, ისაა შენი დედაენა“
რა კურიოზები დაწერეს აბიტურიენტებმა ქართული ენისა და ლიტერატურის ტესტებში
დამარწმუნებ? – გამოგყვები! დაგარწმუნებ? – გამომყევი!
„სულიერი თავისუფლება გიჟის თავისუფლებას არ უნდა დაემსგავსოს“
დეპუტატთა მეტყველებაში პროგრესია
ძვირფასო მშობლებო, ჩაიხედეთ თქვენს გულებში, რამდენჯერ გიტაციათ თქვენი ბავშვისთვის ყურზე ხელი?
ათიანში
თამაზ კვაჭანტირაძე: „სულ მინდა ოჯახში პატარა იყოს“
„ოპოზიციაში მონოპოლიის დაჩემება არ შეიძლება“
ტერიტორიები კი არა, გულის ნაწილი ამოგვართვეს!
ილია II მეორე ილიაა საქართველოსთვის
„გადადექის“ საფუძვლად ხალხის ნება უძევს
თამაზ კვაჭანტირაძე: წიგნიერება ბრბოსა და ხელისუფლებისაგან დაფასებული არასდროს ყოფილა
როდის უჩნდება თამაზ კვაჭანტირაძეს გიჟმაჟური იდეები და რა არის მისთვის მთავარი ათასი სურვილისა და ვნებისაგან
„ენის კარიბჭესთან ჟარგონსა და სლენგს ცერბერს ვერ დავუყენებთ“!
„ხელში ჯაყვაც არ მჭერია, სამაგიეროდ უფრო საშიში იარაღი,– კალამი, მეჭირა და ამას არც ვნანობ“
სუნი
აქა ამბავი „„პოეტური „აგონიასი“
ხმით ნატირები
პირველობისკენ ლტოლვა სახიფათო ვნებაა
შეეძინა ერსა თვისსა
ვაი, რა ბოძი წაიქცა
ამაღლება
უკეთესი საქართველოს მაცნე
ნათელში...
სიმღერა გრძელდება
ვისთვის – საჭირო, ვისთვის – საშიში
ვალმოხდილი მოვალე
სულეთს შავიდეს ხმლიანი
შემოქმედი
ცხენდაცხენ
მომნადირებელი
მხედარი
მეკლიტე
ლელა
წერე წამება
მზეგულიანი
წინასწარული
ვითომ ესეც ბოლოსიტყვაობაა?!
ვითომ ესეც წინასიტყვაობაა?!
მშრალი
ბიოგრაფიული
ცნობებით
დავიწყებ:
დავიბადე
1940
წლის
7
ივნისს
თბილისში.
მამა
–
კასიანე
კვაჭანტირაძე,
სამეურნეო
მუშაკი
გახლდათ,
დედა,
ალექსანდრა
ქარსელაძე
–
დიასახლისი.
მყავდა
ძმა
–
სულიკო
კვაჭანტირაძე
(1937-1994),
რომლის
უმცროს
ძმად
ყოფნა
მუდამაც
მეამაყება,
რა
მდგომარეობასაც
უნდა
მივაღწიო.
მეუღლე
–
ნანა
კვარაცხელია,
ჟურნალისტია.
1958
წელს
მედალზე
დავამთავრე
თბილისის
მე-60
საშ.
სკოლა,
1962
წელს
წარჩინებით
–
თსუ
ფილოლოგიის
ფაკულტეტი.
1963-66
წლებში
ვსწავლობდი
თსუ
ასპირანტურაში;
ამავდროულად
ვიწყებ
პედაგოგიურ
საქმიანობას
ახალი
ქართული
ენის
კათედრაზე.
1967-2006
წლებში
ვმუშაობდი
თსუ
ახალი
ქართული
ენის
კათედრაზე
უფროს
მასწავლებლად,
დოცენტად,
პროფესორად.
1978-89
წლებში
ვრედაქტორობდი
ჟურნალ
„ბალავერს“
(„ქართული
ენა
და
ლიტერატურა
სკოლაში“).
1975-90
წლებში
საქართველოს
ტელევიზიით
ვკითხულობდი
ტელელექციათა
ციკლს
ქართულ
ენასა
და
ლიტერატურაში;
2002-04
წლებში
ვუძღვებოდი
საავტორო
ტელეპროგრამას
„მოგზაურობა
სასიტყვეთში“,
@
2010-11
წლებში
კი
–
ტელეციკლს
„თამაზ
კვაჭანტირაძის
სასიტყვეთი“.
ვარ
საქართველოს
განათლების
მეცნიერებათა
აკადემიის
აკადემიკოსი,
მწერალთა
კავშირის
წევრი,
ჟურნალისტთა
კავშირის
წევრი.
1989-90
წლებში
ვიყავი
რუსთაველის
საზოგადოების
თანაპრეზიდენტი,
1991-92
წლებში
–
საქართველოს
სახელმწიფო
საბჭოს
წევრი.
1993-98
წლებში
ვმუშაობდი
საქართველოს
განათლების
მინისტრად,
1998-2008
წლებში
–
საქართველოს
პარლამენტის
სასწავლო
ცენტრის
უფროსად.
2008-12
წლებში
არჩეული
გახლდით
საქართველოს
პარლამენტის
წევრად,
ვიყავი
ვაკის
რაიონის
მაჟორიტარი,
პარლამენტის
განათლების,
მეცნიერებისა
და
კულტურის
კომიტეტის
თავმჯდომარის
მოადგილე.
ავტორი
ვარ
ექვსი
წიგნისა
და
ასზე
მეტი
სამეცნიერო
და
კრიტიკულ-პუბლიცისტური
წერილისა.
2004
წელს
ჩემს
ექვსასგვერდიან
წიგნს
„სასიტყვეთი“
მიენიჭა
საქართველოს
სახელმწიფო
პრემია.
2011
წელს
მომანიჭეს
რუსთაველის
პრემია
ელექტრონული
სახელმძღვანელოსათვის
„მოგზაურობა
სასიტყვეთში“.
ვარ
ღირსების
ორდენის
კავალერი
(2000
წ.).
მყავს
მეუღლე,
სამი
ქალიშვილი,
ხუთი
შვილიშვილი
და
ერთი
შვილთაშვილი.