პირველი საიდუმლო -
განთიადის ბატონ-პატრონები
1. პანორამული ხედი
შავი.
წელიწადმა გაიარა. აგვისტოს უმთვარო ღამეს ცაზე უამრავი ვარსკვლავი ციმციმებს. მერე წყვდიადი უკან იხევს. სინათლის ათინათი კიაფობს. ფონტენბლოს ტყის თავზე ნისლის ფთილები მიიზლაზნება. უზარმაზარი, მეწამული მზე მათ მალე ააორთქლებს. ყველაფერი დაცვარულია და მზეზე კაშკაშებს. აბლაბუდები ბარბაროსების კუთვნილ, ნარინჯისფერი მარგალიტების სუფრებს დამსგავსებია. სიცხე იქნება.
ტოტების ქვეშ შეყუჟულ პატარა არსებებს ჟრუანტელი უვლით. ასევე იმათაც, ვინც ბალახების, გვიმრების ქვეშაა. ყველგან. უთვალავი რაოდენობის, უამრავი სახეობისანი არიან. ცვარი, კამკამა სითხე ბანს ამ მიწას, სადაც სულ მალე მოხდება მეტად უცნაური მოვ...