მადლობა
ავტორი თავის ნაწარმოებში ხშირად მოიხსენიებს ჩინურ „გარდაქმნათა წიგნს“ („ი ძინი“) და იყენებს 1950 წლის, ბოლინგენის(ბოლინგენის ფონდი (Bollingen Foundation Iნც.) – 1945 წელს შვეიცარიაში, ბოლინგენში პოლ და მერი მელონების მიერ დაარსებული კერძო საგანმანათლებლო ფონდი მიზნად ისახავდა საუნივერსიტეტო განათლებისთვის აუცილებელი წიგნების გამოცემას. ფონდმა 1968 წლამდე, სანამ აქტიურ მოღვაწეობას შეწყვეტდა, 250 ტომის გამოცემა მოასწრო. დღეს მის ნაცვლად მოქმედებს ენდრიუ უილიამ მელონის ფონდი (ზემო, ისევე როგორც მომდევნო, სქოლიოებში ჩატანილი შენიშვნები ეკუთვნის მთარგმნელს).) ფონდისეულ ინგლისურენოვან, რიჩარდ უილჰელმის მიერ შესრულებულ თარგმანს (აღნიშნული წიგნი გამოსაცემად მოამზადა კერი ფ. ბეინსმა და 1950 წელს ნიუ-იორკის ბოლინგენის ფონდის დახმარებით დაბეჭდა გამომცემლობამ „პანთეონ ბუქს“ (Pantheon Books) „ბოლინგენის სერიის“ (Bollingen Series) XIX ტომად).
69-ე გვერდზე მითითებული ჰაიკუს ავტორია ესა ნო ბუსონი (1716-1784).
206-ე გვერდზე მოყვანილი ვაკას ავტორია ფუკუდა ტიე-ნი (1703‑1775).
რომანზე მუშაობისთვის გამოყენებულია შემდეგი ლიტერატურა: The Rise and Fall of the Third Reich, A History of Nazi Germany, by William L. Shirer, Simon and Schuster, 1960, New York; Hitler, a Study in Tyranny, by Alan Bullock, Harper, 1953, New York; The Goebbels Diaries, 1942-1943, edited and translated by Louis P. Lochner, Doubleday & Company, Iნც., 1948, ნეწ ყორკ; თჰე თიბეტან ბოოკ ოფ ტჰე დეად, ცომპილედ ანდ ედიტედ ბყ ჭ. ყ. ევანს-ჭენტზ, ოხფორდ უნივერსიტყ პრესს, 1960, ნეწ ყორკ; თჰე ფოხეს ოფ ტჰე დესერტ, ბყ პაულ ჩარელლ, ე.პ. დუტტონ & ჩომპანყ, Iნც., 1961, ნეწ ყორკ.
ავტორი განსაკუთრებული მადლიერებით მოიხსენიებს გამოჩენილ მწერალს, უილ კუკს(უილიამ ევერეტ კუკი (1921-1964) – ვესტერნებისა და დეტექტივების ჟანრის ამერიკელი მწერალი. მისი სხვა ფსევდონიმებია ფრენკ პისი, ჯეიმზ კინი, უეიდ ევერეტი. ), რომელიც დაეხმარა სათანადო არტეფაქტებისა და ველური დასავლეთის ათვისების პერიოდთან დაკავშირებული მასალების მოძიებაში.