გემი ვარსკვლავეთის ოკეანეში პიესა ორ მოქმედებად
მოქმედი პირნი:
1 ბილი – – – – – ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქე
2 გლორია – – – – ბილის ყოფილი მეუღლე
3 მიშელი – – – – საფრანგეთის მოქალაქე
4 ჟანა – – – – – – – რუსეთის მოქალაქე
5 იგორი – – – – – ; – – ; ; – – ;
6 ანატოლი – – – ; – – ;; – – ;
7 ლენა – – – – – – ; – – ; ; – – ;
8 ისლამი – – – – – ლიბიის მოქალაქე
9 საიდი – – – – – ; – – ; ; – – ;
10 ნიჰათი – – – – ბარმენი
11 სილვია – – – – ბასკი, ესპანეთის მოქალაქე
12 გურამი – – – – საქართველოს მოქალაქე
13 იაკობი – – – – მოცეკვავე
14 სარა – – – – – ; – – ; ; – – ;
მოქმედება ვითარდება გემზე, რომელიც ევროპიდან ამერიკის კონტინენტისკენ მიემარვთება.
პირველი სურათი წარმოადგენს ბარს. ოთახის კუთხეში დგას თეთრად შეღებილი თემიდას ქანდაკება. იაკობი და სარა ასრულებენ მსუბუქ ცეკვას. იქვე არიან ბილი და ნიჰათი.
ბილი – – – – – დავიღალე. დავიღალე. მეტი აღარ შემიძლია. ამას ხომ გაძლება უნდა. კედელს ახალე თავი, თუ გინდა. კისერიც გიტეხია. ანდა, სულაც... კასრში ჩაჯექი და ყნოსე შიგა და შიგ, საკუთარი უკანალი!.. ნუთუ გინახავს ჩემზე უბედური ადამიანი?
ნიჰათი – – – რამდენიც გნებავთ. რამდენიც გნებავთ. ამიერიდან კი თქვენი ჩათვლითაც.
ბილი – – – ჰმ,..ჩემი ჩათვლითაც. ღმერთმანი, კარგი შეღავათია. ალბათ იმიტომაც ხარ ასეთი გულგრილი და ცივსისხლიანი.
ნიჰათი – – – და არა მხოლოდ თქვენდამი. ასეთია...მოცემულობა. გირჩევთ, ამგვარ წვრილმანებზე ნუ იჯავრებთ, ჩემო ბატონო. თქვენ არც პირველი ხართ და არც უკანასკნელი; არც სხვაზე უარესი და არც სხვაზე უკეთესი. სამაგიეროდ, იქ, ჭუჭყიან კასრში, კისერსაც უვნებლად შეინარჩუნებდით.
ბილი – – – ფუჰ, აბა, რას ამბობ?!.
ნიჰათი – – რატომაც არა?.. არც მყრალი სუნი შეგაწუხებდათ, მით უმეტეს, თუ იგი თქვენი უკანალისა იქნებოდა. კედელს ახალე თავი, თუ გინდა.
ბილი – – – – არა, არა. მე მშვიდი ცხოვრებისთვის არ ვარ დაბადებული. სიკვდილი თუა, ისიც ხმაურიანი უნდა იყოს. ასე სიცოცხლესთან განშორებაც უფრო იოლი ასატანი იქნებოდა.
ნიჰათი – – – ჭეშმარიტად. მაგრამ სურვილი მხოლოდ სურვილად რჩება ხოლმე.
ბილი – – – – – თავი. გასკდომაზე მაქვს თავი. ნეტა საერთოდ არ მქონოდა.
ნიჰათი – – – იქნებ წაბრძანებულიყავით დასაძინებლად?
ბილი – – – – რაო?!.
ნიჰათი – – – ნუ მიწყენთ, მაგრამ ვინც არ იღლება, ის ვერც ისვენებს.
ბილი – – – – გინდა, რომ ტახტზე წამოვწვე და ჭერს ვუცქირო? გიმეორებ: ფიქრმა დამღალა მეთქი, ფიქრმა!..
ნიჰათი – – – მე არც მიკითხავს, თუ რამ დაგღალათ. მე მხოლოდ გირჩევთ, რომ კარგსა და პოზიტიურზე იფიქროთ.
ბილი – – – – მაგ შენს რჩევებს, აჯობებდა, რომ აი, ეს ჭიქა შეგევსო. მიდი. დროზე ჰქენი!..
ნიჰათი – – – თქვენი ნებაა. მიბრძანეთ, რა გსურთ.
ბილი – – – – შხამი და საწამლავი. რაც კი ყველაზე საზიზღარი რამ გაბადია. /ნიჰათი კოქტეილის დამზადებას შეუდგება. ამასობაში სარა და იაკობი ცეკვას ასრულებენ. სარა ხსნის თემიდას ქანდაკებაზე გადაკიდულ ქურთუკს და ორივენი სცენიდან გადიან/ ეს ლამაზმანი გაზაფხულივით მშვენიერია. მხოლოდ მგზავრები არიან თუ