სასჯელი
/პიესა ორ მოქმედებად/
მოქმედი პირნი:
თენგიზ კვაშალი – – – – იგივე „ ქართველო „
ანასტასია /იგივე ანიუტა/ – – – – მძევალი
თამაზ ტორონჯაძე – – – – იგივე „ ტარზო „ /ქართველოს ბავშვობის მეგობარი/
გიგი – – – – ტარზოს თანამზრახველი
დიტო – – – „ – – „ – – „ – – – „
ლადო – – – „ – – – „ – – – „ – – „
ბადრი ებრალიძე – – – – რუსეთში მოღვაწე ქართველი ბიზნესმენი
ბორისი – – – – ანიუტას მამინაცვალი
სერგეი – – – – მოსკოველი რუსი. კონსპირაციული ბინის მეპატრონე
უცნობი – – – ასაკში შესული რუსი მამაკაცი
მოქმედება ვითარდება მოსკოვის ერთ – ერთ გარეუბანში.
პირველი მოქმედება
სცენა წარმოადგენს ხალვათად მოწყობილ ბინას, სადაც გამოსაჩენ ადგილზე ჰკიდია სტალინის დიდი პორტრეტი. ოთახის ქვემოთ არის სარდაფი. სამ ნიღბიან მამაკაცს შემოყავთ ხელფეხშეკრული გოგო /ანიუტა/. ვიწრო კიბის მეშვეობით ჩაყავთ სარდაფში. აწვენენ საწოლზე და უხსნიან ხელებს. ანიუტა სამაგრს იხნის პირიდან. ლადო ანიუტას ცალ ხელზე ერთ ბორკილს აბნევს, მეორეს კი საწოლის თავზე ამაგრებს.
ლადო – – – – – გაფრთხილებ, არ იყვირო. არ გაბრიყვდე და რომელიმე ჩვენთაგანს ნიღაბი არ ჩამოხსნა. გესმის?!.
ანიუტა – – – – – ჰო. მესმის, მესმის. ოღონდ, პირს ნუ ამიკრავთ. მეშინია. ვიხრჩობი.
ლადო – – – – – დამშვიდდი. წყნარად თუ იქნები, ხელს არავინ გახლებს. ხომ გესმის, რასაც გეუბნები?
ანიუტა – – – – – დიახ. მესმის. მესმის.
ლადო – – – – – ხომ არ გაგვაბრაზებ?
ანიუტა – – – – – ჰო. არა. ყველაფერს დაგიჯერებთ. ოღონდ...ოღონდ...
ლადო – – – – – – რა...ოღონდ? მითხარი?
ანიუტა – – – – – მეშინია. სიბნელის მეშინია.
ლადო – – – – – – შუქი ჩართეთ!../თენგო შუქს რთავს/ ხომ იცი, რატომაც ხარ აქ?
ანიუტა – – – – – – ვიცი. ვიცი.
ლადო – – – – – – ჰოდა, ძალიან კარგი. სანამ აქ ხარ, არც ეს მოგაკლდება. /აჩვენებს მცირე ზომის ფლაკონს/ ხვდები, რასაც გეუბნები?
ანიუტა – – – – – ვხვდები. ვხვდები.
ლადო – – – – – – ესე იგი, მოვილაპარაკეთ.
ანიუტა – – – – – – ჰო. მოვილაპარაკეთ.
ლადო – – – – – – – შენ აქ დარჩები. ჩვენ კი მაღლა ავალთ. ახლა რამე ხომ არ გინდა?
ანიუტა – – – – – არა. არაფერი.
ლადო – – – – – ჰოდა, ეგრე. დროებით. /სამივენი ზედა სართულზე ადიან და იხსნიან ნიღბებს/
გიგი – – – – – – – – მაგარი წაკლა ჩანს, ეგ ნაბიჭვარი. ხედავთ, როგორ მოისაწყლა თავი?..რაც უფრო უხეშად მოექცევი /მიმართავს თენგოს/, მოვლა მით უფრო გაგიიოლდება.
ლადო – – – – – – –