მხიარული ეტიუდები
ხანძარი
საბჭოთა კავშირის მოქალაქეები ტურისტული საგზურით ჩეხოსლოვაკიაში მივემგზავრებით. თბილისის აეროპორტშივე ვეცნობით ერთმანეთს. თვითმფრინავში ჩასხდომისთანავე კი უკვე აკრძალულ თემებზე ვსაუბრობთ. როგორც ირკვევა, ყველას ერთნაირად გვაიენტერებეს, თუ ვინ არის ის, ვინც "კგბ" – დანაა შემოგდებული ჩვენს ჯგუფში. არადა, მაშინ მართლაც ასე ხდებოდა ხოლმე. უცხოეთში გამგზავრებულ ნებისმიერ ტურისტულ თუ არატურისტულ ჯგუფში ერთი აუცილებლად უნდა ყოფილიყო...იქიდან.
თბილისიდან კიევში ჩაფრენილებმა ღამე უკრაინის დედაქალაქში გავათიეთ. მეორე დილით კი პრესტიჟული მატარებლით გავემგზავრეთ პრაღისკენ. ასეთი კომფორტული მატარებლით მანამდე ბევრ ჩვენთაგანს არასოდეს უმგზავრია. მთელი შემადგენლობა სარკესავით ბზინავს. კუპეები ვარდყვავილებითაა მორთული.
კუპეში მე ვარ, დალი გამეზარდაშვილი და ჩვენი ჯგუფის კიდევ ორი ახალგაზრდა მანდილოსანი. მე იმათ ბარგის ალაგება – ჩალაგებაში ვეხმარები და მერე "აივანზე" გავდივარ. იქ ჩვენი ბიჭები უკვე ვაგონის გამცილებელს ებაზრებიან. გამცილებელი კაცია, ასე, ორმოცი წლის. ის მგზავრებთან ხანგრძლივ საუბარს თავს არიდებს და სამოსამსახურო კუპისკენ მიემართება.
– – სულ მცირე, ეს ტიპი..."კგბ" – ს მაიორი მაინც იქნება. – – ხუმრობს ერთ – ერთი ჩვენთაგანი.
– – მაშ, იმას რა ჩინი ექნება,.. – – ამბობს მეორე, – – ამას რომ წეღან ჭკუას არიგებდა?..
მოკლედ, მოვეწყეთ. დილის რვა – ცხრა საათია. მატარებელი დათოვლილ მინდორზე მიჰქრის. ცხელ ჩაის ნამცხვარი დავაყოლეთ. მერე, კუპის კარი შიგნიდან ჩავკეტეთ და სიგარეტი გავაბოლეთ. და აი, სწორედ მაშინ მოხდა საშინელება.
ეტყობა, რომელიღაც ჩვენთაგანმა უხერხულად მოისროლა სიგარეტის ნამწვავი, ოდნავ შეღებულ ფანჯარაში. იგი კუპეში დარჩა და ჯერ საზიზღარი სუნი, შემდგომ კი ბოლიც დააყენა. იმის გამო, რაკი სუნიც და, მოგვიანებით კი, – – ბოლიც იატაკიდან, კერძოდ, პატარა მაგიდის ქვემოდან ამოდიოდა, სწორედ იმ არემარეში დავიწყეთ "ცხელი წერტილის" ძებნა. თუმცა, კვალს ვერა და ვერ მივაგენით. ამასობაში სუნმაც და ბოლმაც იმატა. გოგოები უკვე აკანკალდნენ შიშისგან. რა დასამალია, მეც გვარიანად მემცხეთა. გავვარდი ტუალეტში, შემოვიტანე იქიდან წყალი ვეებერთელა კასრით და ფანჯრის ქვედა რაფას დავასხი. კიდევ ერთი კასრი, მესამე, მეოთხე...თქვენც არ მომიკვდეთ. კუპეში უკვე აღარ დაიდგომებოდა. იმაზე ფიქრიც კი მზარავს, თუ რა მოყვება ყოველივე ამას. ხანძარი. თანაც,..სად? არა თუ "თბილისი – ვალეს", არამედ..."მოსკოვი – ბერლინის" მატარებელში. ამასთან, თუ კი ხანძარს გადავურჩით, მიზეზი ამ ხანძრისა მე ვიქნები. ღმერთო, დიდებულო. ცალკე სირცხვილი, ცალკე სამსახური!..
ნახევარწუთიანი თათბირის შემდეგ ვწყვეტთ, რომ გვინდა თუ არ გვინდა, აუცილებელია კარს მომდგარი უბედურების გამხელა. პირველს, ცხადია, ჩვენი ჯგუფის ხელმძღვანელს ვაგებინებთ. ის ქალია. შემოყო თუ არა ცხვირი კუპეში, სასოწარკვეთილმა შეჰკივლა. გარბის, ჩვენს დაუკითხავად და ვაგონის გამცილებელი მოჰყავს. იმას ჩვენზე მეტად ეცვალა ფერი. როგორც ჩვენ, ისიც ეჭვობს, რომ ხანძრის კერა სადღაც მაგიდის ქვეშაა /არადა, ფიქრადაც არავის მოსვლია, რომ აიხედოს მაღლა, კარიდან მარცხნივ, ზედა საწოლზე/. მოაქვს რკინის ლომი და აშიშვლებს იატაკს. მაგრამ ამაოდ.
– – იცით, რა მოყვება ამას?!. – – ყვირის ხელმოცარული და თვალებს გვიბრიალებს.
– – ვიცით, ვიცით. – – მესმის აქეთიქიდან. – – შენ ოღონდ მოახერხე რამე. დანარჩენი ჩვენზე იყოს.
ბოლი კუპიდან უკვე ვაგონის დერეფანში გადის. პანიკამ უცხოელი მგზავრებიც ააფორიაქა.
– – მეტი გზა არ არის. – – ამბობს გამცილებელი და რაციით უკავშირდება ბრიგადირს. ბრიგადირი კი, თურმე, ის კაცია, რომელმაც კიევშივე დაცოფა ჩვენი ვაგონის გამცილოებელი.
– – ოჰ, ეს...ქართველები!..თქვენ რომ არა!.. – – აკაკანდა ბრიგადირი ჩვენს კუპეში შემოსვლისთანავე და ისე გვიყურებს, მზადაა, რომ ცოცხლადვე შეგვჭამოს. – – ვინ მოგცათ კუპეში სიგარეტის მოწევის უფლება?!.
– – მერე და, ვინ მოწია?.. – – ვამბობ ხმადაბლა.
– – ვინ მოწია და...ნიკულინმა!..
მორჩა. – – ვფიქრობთ ყველანი ერთად. – – დასრულდა ჩვენი გასეირნება. აქედან, ალბათ, პირდაპირ...მაგადანში გვიკრავენ თავს. მაგრამ მაგადანამდე ჯერ მოსალოდნელი ხანძარია გადასატანი.
ხალხი ზღვადაა მომდგარი ჩვენს კუპესთან. ყველა ცახცახით ელის, თუ რა მოხდება. ბრიგადირს შიშისგან ქვედა ყბა უკანკალებს. გამცილებელი კურდღელივით შესცქერის მას და, მგონი, აღარც კი სუნთქავს. გადის ასე, ორი – სამი წუთი. მერე, ვიღაც თავისთვის ბურდღუნებს, რომ შემადგენლობა აუცილებლად უნდა გაჩერდეს, ვინაიდან, თურმე, მოძრავი მატარებელი უფრო იოლად და სწრაფად იწვის.
– – მართალია!..ასკვნის მცირე ყოყმანის შემდეგ ბრიგადირი. გარბის ტამბურში და მცირე ხნის შემდეგ მატარებელი ისეთი სიძლიერით მუხრუჭდება, რომ ერთმანთს ვასკდებით. "მოსკოვი – ბერლინის" შემადგენლობა სადღაც სტეპშია გაჩერებული. ასეთი რამ, ალბათ, არ ახსოვს ისტორიას. ბრიგადირი კვლავ ჩვენს