პალიმფსესტები
/პიესა ორ მოქმედებად/
მოქმედი პირნი:
1. პოტაპი /ანდრეი პოტაპი/ – – ტყვე /ყოფილი პატიმარი/
2. მამედ გუსეინოვი – – – – – – ტყვე /ყოფილი პატიმარი/
3. ვახო/ვახტანგ ჩლაიძე/ – – – ტყვე /ყოფილი პატიმარი/
4. კონსტანტინ ჟურავლიოვი – – ტყვე /ყოფილი პატიმარი/
5. ვლადიმერ შევცოვი – – – – – ტყვე
6. მანსურ მანსუროვი – – – – ტყვე
7. ივან არშავინი – – – – – – ტყვე.
8. სტეპან ბურცევი – – – – – – ტყვე.
9. იური დუდა – – – – – – ტყვე
10. ტარას მუტკო – – – – – – ბადრაგი.
მოვლენები ვითარდება რუსეთსა და უკრაინას შორის მიმდინარე ომის პარალელურად, უკრაინელების მიერ დატყვევებული რუსი მეომრების დროებით იზოლიატორში.
პირველი მოქმედება
სცენა წარმოადგენს კეთილმოწყობილ საკანს. ვლადიმერის და ივანეს გარდა ყველანი იქ არიან. ვინ ტელევიზორს უყურებს, რომლითაც საესტრადო სიმღერები გადაიცემა, ვინ გაზეთს კითხულობს. ვახო და მამედი ნარდს თამაშობენ. მოგვიანებით, კარი იღება და ტარასს ვლადიმერი შემოყავს.
ტარასი: შედი!../წიხლს კრავს და თითონ ტოვებს საკანს/
ვლადიმერი: სალამი, ძმებო.
სტეპანი: სალამი. ვინ ხარ?
ვლადიმერი: ვლადიმერ შევცოვი. რიგითი, ფეხოსანთა ბრიგადიდან.
სტეპანი: აგიყვანეს თუ...ჩაბარდი?
ვლადიმერი: ამიყვანეს, ამ...ახვრებმა!..
იური: აბა, აბა!..აქ ეგეთები არ იყოს!..
მამედი: ჰმ,..აიყვანეს, ბიჭი. ახვრებმა, არა?..გესმის, ბიჯო. /მიმართავს ვახოს/ ახვარი ხახოლებიო!../თავისთვის/გოთვერნებიც და ახვრებიც თქვენიანებში მოიკითხე.
ვახო: /მამედს/მიდი,..შენ ჩარ იაქი ითამაშე!..
ვლადიმერი: ვითომ და...რატომ? ეგ რას ნიშნავს?
სტეპანი: ნიშნავს იმას, რომ შენ ფრონტზე აღარ ხარ.
იური: ეგრეა, ეგრე. ასეა საჭირო.
ვლადიმერი: თქვენ რა, ყველანი უკვე იმათ მიეყიდეთ?!.
კოსტია: აქ ყველანი, შენსავით სულგაყიდულები ვართ.
ვლადიმერი: მე ჩემი სული არავისთვის მიმიყიდია.
კოსტია: გეგონოს, გეგონოს.
პოტაპი: შენი ძვირფასი დუნდულების მზემ!../ათვალიერებს უცნაურად/
ვლადიმერი: ყველამ თავის დუნდულებს მიხედოს. რას მომშტერებიხარ?!.
კოსტია: ეს პოტაპია. ჩვენი ანდრეი დანილიჩი.
მამედი: /ვახოს/ იუზგარ, მერამდენედ გეუბნები, ქვას თუ ხელს მოკიდებ, უნდა ითამაშო.
ვახო: ვთამაშობ, ვთამაშობ!..
მამედი: ვააა!..
პოტაპი: არ გვეტყვი, ვავუნჩიკ, სადაური კაცი ხარ?
ვლადიმერი: მე ვლადიმერი მქვია. ვლადიმერ იგორიჩი. შეგიძლიათ, რომ ვოვა დამიძახოთ და არა...
პოტაპი: დღეიდან ვავუნჩიკი იქნები. მიდი, აგე, იმ საწოლზე მოთავსდი.
ვლადიმერი: შენ რა, ამათი ატამანი ხარ?
პოტაპი: შენიც, უკვე შენიც.
ვლადიმერი: უფროსებისგან თავი იქაც მობეზრებული მქონდა./ალაგებს თავის საწოლს/
იური: შენ, ეი,..ვლადიმერ იგორიჩ, მოგვიყევი, სად და როგორ აგიყვანეს?
ვლადიმერი: სოფელ მარინკის მახლობლად. ბლინდაჟში ხელყუმბარები შემოგვიყარეს. სხვები გაორასდნენ. მარტო მე გადავრჩი.
მანსური: ბედი გქონია, ძმაო. მე მანსური ვარ. /ხელს ჩამოართმევენ ერთმანეთს/ ელისტა, კალმიკეთი.
სტეპანი: სტიოპა, სმოლენშჩინიდან.
კოსტია: კონსტანტინე,..ძველი კოსტრომა.
იური: ირკუტსკი, ბაიკალის ტბა. იური დუდა.
ვლადიმერი: როგორ ხართ? როგორ გექცევიან?
მანსური: