ყარსის ხელშეკრულება სომხეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის, აზერბაიჯანის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობებმა, ერთის მხრივ, და თურქეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობამ, მეორეს მხრივ, გაიზიარეს რა ერთა ძმობისა და თვითგამორკვევის უფლების პრინციპები, და არიან რა აძღრულნი სურვილით, დაამყარონ მათ შორის გულითადი ურთიერთობები და გულწრფელი მეგობრობა, დაფუძნებული მხარეთა საერთო ინტერესებზე, გადაწყვიტეს შეუდგნენ მოლაპარაკებებს რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მონაწილეობით, რაც მიზნად ისახავს ხელშეკრულების დადებას მეგობრობის შესახებ, და თავის უფლებამოსილ პირებად დანიშნეს:
სომხეთის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ: აქსანაზ მრავიანი, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი; პოღოს მაკინზიანი, შინაგან საქმეთა სახალხო კომისარი;
აზერბაიჯანის სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ: ბეჰბუდ შაჰტაჰტინსკი, სახელმწიფო კონტროლის სახალხო კომისარი;
საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ: შალვა ელიავა, სამხედრო და საზღვაო საქმეთა სახალხო კომისარი; ალექსანდრე სვანიძე, საგარეო საქმეთა სახალხო კომისარი და ფინანსთა სახალხო კომისარი;
თურქეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობამ: ქიაზიმ ქარა ბექირ ფაშა, დიდი ეროვნული კრების დეპუტატი ადრიანოპოლიდან და აღმოსავლეთის ფრონტის სარდალი; ველი ბეი, დიდი ეროვნული კრების დეპუტატი ბურდურიდან; მუჰტარ ბეი, საჯარო საქმეთა სახელმწიფო მდივნის ყოფილი თანაშემწე; მემდუჰ შევქეთ ბეი, თურქეთის სრულუფლებიანი წარმომადგენელი აზერბაიჯანში.
რუსეთის სოციალისტური ფედერაციული საბჭოთა რესპუბლიკის მთავრობამ: იაკობ განეცკი, სრულუფლებიანი წარმომადგენელი ლატვიაში,
რომლებიც, უფლებამოსილებათა გაცვლის შემდეგ, რაც სათანადოდ და კანონიერად იქნა მიჩნეული, შემდეგზე შეთანხმდნენ:
მუხლი 1
თურქეთის დიდი ეროვნული კრებისა და სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკების მთავრობები გაუქმებულად და ძალადაკარგულად აღიარებენ ხელშეკრულებებს, დადებულს სახელმწიფოებს შორის, რომლებიც თავის სუვერენულ უფლებებს ახორციელებდნენ ტერიტორიებზე, რომლებიც ამჟამად ხელშეკრულების მხარეთა შემადგენლობაში შედის და ზემოაღნიშნულ ტერიტორიებს ეხება, ისევე, როგორც ხელშეკრულებებს დადებულს მესამე სახელმწიფოებთან, რომლებიც ამიერკავკასიის რესპუბლიკებს ეხება.
დადგენილად ითვლება, რომ ნამდვილი მუხლი არ ეხება თურქეთ-რუსეთის ხელშეკრულებას, რომელიც გაფორმებულია მოსკოვში 1921 (1337) წლის 16 მარტს.
მუხლი 2
ხელშეკრულების მხარეები თანხმდებიან არ აღიარონ რაიმე სახის მშვიდობიანი ხელშეკრულებები ან სხვა საერთაშორისო აქტები, თავს მოხვეული ერთ-ერთი მხარის მიერ მეორისათვის მისი ნების საწინააღმდეგოდ.
აღნიშნულის ძალით სომხეთის, აზერბაიჯანის და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკები თანხმდებიან არ აღიარონ საერთაშორისო აქტები, რომლებიც ეხება თურქეთს და არ არის აღიარებული თურქეთის ეროვნული მთავრობის მიერ, რომელიც დღეს მისი დიდი ეროვნული კრებითაა წარმოდგენილი.
(თურქეთის ქვეშ წინამდებარე ხელშეკრულებაში იგულისხმება ტერიტორია, მოქცეული თურქეთის ეროვნულ პაქტში (1920 (1336) წლის 28 იანვარი), შემუშავებული და გამოცხადებული ოსმალეთის დეპუტატთა პალატის მიერ კონსტანტინოპოლში და შეტყობინებული პრესისა და ყველა სახელმწიფოსთვის).
თავის მხრივ, თურქეთის დიდი ეროვნული კრების მთავრობა თანახმაა არ აღიაროს არანაირი საერთაშორისო აქტი, რომელიც ეხება სომხეთს, საქართველოსა და აზერბაიჯანს და არ არის აღიარებული ამ ქვეყნების შესაბამის მთავრობათა მიერ, რომლებიც ამჟამად წარმოდგენილნი არიან სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს საბჭოებით.
მუხლი 3
სომხეთის, აზერბაიჯანისა და საქართველოს სოციალისტური საბჭოთა რესპუბლიკების მთავრობები, აღიარებენ რა კაპიტულაციის რეჟიმს შეუთავსებლად ნებისმიერი ქვეყნის თავისუფალ განვითარებასთან, ისევე, როგორც მის სუვერენულ უფლებათა სრულ განხორციელებასთან, ძალადაკარგულად და გაუქმებულად მიიჩნევენ ყველა სახის ფუნქციასა და უფლებას, რომელსაც რაიმე დამოკიდებულება აქვს ამ რეჟიმთან.
მუხლი 4
თურქეთის ჩრდილო-აღმოსავლეთი საზღვარი (რუსეთის გენერალური შტაბის რუკის თანახმად, მასშტაბით 1:210000, 5 ვერსტი დიუიმში) განისაზღვრება ხაზით, რომელიც იწყება სოფელ სარფში, შავ ზღვაზე, გადის ქედის მთაზე, ყანადაღის მთის წყალგამყოფ ხაზზე; შემდეგ ის გრძელდება არდაღანისა და ყარსის სანჯაკების ძველ ჩრდილო ადმინისტრაციულ საზღვრებზე მდინარეების არპაჩაისა და არაქსის ტალვეგზე ქვედა ყარასუს შესართავამდე. (საზღვრების დეტალური აღწერა და მასთან დაკავშირებული საკითხები განსაზღვრულია I და II დანართებსა და თანდართულ რუკაზე, რომელიც ხელშეკრულების ორივე მხარის მიერ არის ხელმოწერილი. ხელშეკრულების ტექსტსა და რუკას შორის შეუსაბამობის შემთხვევაში გადამწყვეტი მნიშვნელობა ტექსტს ენიჭება).
საზღვრის დეტალური განსაზღვრა და გავლება ბუნებაში, ისევე, როგორც სასაზღვრო ნიშნების გათავსება, ხორციელდება შერეული სასაზღვრო კომისიის მიერ ხეშეკრულების მხარეთა წევრების თანაბარი რაოდენობით, რსფსრ-ის წარმომადგენლის მონაწილეობით.
დანართი IV: რუკა.
მუხლი 5
თურქეთის მთავრობა და საბჭოთა სომხეთისა და აზერბაიჯანის მთავრობები თანხმდებიან, რომ ნახიჩევანის ოლქი იმ საზღვრებში, როგორც ეს წინამდებარე ხელშეკრულების III დანართშია მითითებული, ქმნის ავტონომურ ტეტიტორიას აზერბაიჯანის მფარველობის ქვეშ.
მუხლი 6
თურქეთი თანახმაა დაუთმოს სიუზერენიტეტი ქალაქსა და პორტ ბათუმზე, და ტერიტორიაზე, რომელიც მდებარეობს ჩრდილოეთით საზღვრიდან, რომელიც