შ ე ს ა ვ ა ლ ი ჭადრაკი მკველვრების განყოფილი აზრით VI-VII საუკუნეებში გამოიგონეს ინდოეთში, ის თავდაპირველად ჩატურანგის სახელწოდებით იყო ცნობილი. მუსლიმურმა სამყარომ დიდი წვლილი შეიტანა მის გავრცელებაში მთელი მსოფლიოს მაშტაბით, დადიოდნენ ქვეყნების დასაპყრობად და ამით ვრცელდებოდა კიდეც სხვადასხვა აქტივობები მათ შორის ჭადრაკი , აქედან მომდინარეობს სიტყვა "შაჰ"(იგულისხმება მეფეზე დამუქრება). ჭადრაკს დიდი მნიშვნელობა აქვს ბავშვთა აღზრდის, სწავლების და განვითარების საქმეში, როგორც მომავალი ცხოვრებისეული სიტუაციებისადმი მათი ფსიქოლოგიური მომზადების საშუალებაა. არა მარტო ბავშვებისათვის ასევე მოზარდებისა და ზრდასრული ადამიანების გონებრივი სპორტია, რომელშიც ორგანულადაა შერწყმული მეცნიერება და ხელოვნება. ხელს უწყობს აზროვნების, ლოგიკის, ყურადღების კონცენტრაციას, თვითკრიტიკის განვითარებას, გამარჯვებისაკენ სწრაფვას, სტრატეგიების გათვლას და კონკრეტულ მოვლენებზე სხვადასხვა კუთხით განხილვებს. ეს სპორტი ზოგისთვის როგორც გასართობი თამაშია, ზოგისთვის თავად ცხოვრებაა. "ჭადრაკი არის გონების გიმნაზია." ბლეზ პასკალი.
მის შექმნას მრავლი ლეგენდა უკავშირდება ერთ-ერთი მოგვითხრობს : ვინმე სინმა დიდხანს ფიქრისა და შრომის შემდეგ გამოიგონა ჭადრაკი. მან თავისი გამოგონება სამეფო თამაშად მიიჩნია და რაჯას (მეფის ტიტული) მიართვა. რაჯა დიდად კმაყოფილი დარჩენილა ნაბოძები თამაშით, მოსწონებია ჭადრაკში ჩაქსოვილი ბრძოლის სიბრძნე.
— რით დაგასაჩუქრო კარგი თამაშის გამოგონებისათვის? — უკითხავს რაჯას.
— მინდა, რომ იმდენი ხორბლის მარცვალი მომცეთ, რამდენიც მომიწევს ჭადრაკის სათამაშო დაფიდან, თუ პირველ უჯრაზე ერთ მარცვალს დადებენ, მეორეზე ორს, მესამეზე — ოთხს, მეოთხეზე — რვას, მეხუთეზე — თექსვმეტს, მეექვსეზე — ოცდათორმეტს და ასე შემდეგ (გეომეტრიული პროგრესიის მიხედვით).
რაჯას გასცინებია — საწყალ კაცს მოშიებიაო და ბრძანა დაეთვალათ და მიეცათ სინისთვის კუთვნილი მარცვალი. გამოვიდა, რომ სინს ეკუთვნოდა 18.446.744.073.709.551.615 ცალი მარცვალი (თვრამეტი კვინტილიონ ოთხასორმოცდაექვსი კვადრილიონ შვიდას ორმოცდაოთხი ტრილიონ სამოცდაცამეტი მილიარდ შვიდასცხრა მილიონ ხუთას ორმოცდათერთმეტი ათას ექვსას თხუთმეტი) აგრეთვე მოახსენეს რაჯას,რომ ამ რაოდენობის მარცვალი დედამიწას ხუთ სანტიმეტრიანი
ფენით დაფარავდა და გადასაზიდად ათი ათასი უღელი ხარ-კამეჩი არ ეყოფოდა.