იტვირთება...

ლავანდის სურნელი

მორის როსტიაშვილი

2024 წელი | მორო
408 ნახვა
4.4
(0 რეცენზია /5 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
7.85
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
„…და მაინც, ღმერთო, რანაირია ჩვენი სიცოცხლე! ნატვრა ყოველთვის უფრო ლამაზია, ვიდრე სინამდვილე. ამიტომაცაა ალბათ, ოცნებებს რომ გულმოდგინედ ქსოვენ. მტკიცედ და მჭიდროდ, რათა მათმა მიუწვდომლობამ ვერ დაარღვიოს მათივე მარადიულობა. ჯანდაბას, თუ ისინი აუხდენელ ოცნებათა ვრცელი ნუსხაა და მათთან ერთად ადამიანებს სჭირდებათ სილამაზის გამოვლინებები თვალთა სანუგეშოდ - თუნდაც ისინი არ იყვნენ მათნი. სჭირდებათ ცნებებიც, მაცდუნებელი იდეები, ადეპტებად რომ აქცევენ მათ. ოცნებები კი ზოგჯერ ადამიანთა სახეს იღებენ, ისინი ვინმეში განსხეულდებიან და ქმნიან ხატს, დადგამენ კერპს, ხორცს შეასხამენ ქანდაკებას და ვაი, იმ გამოუსწორებელ მეოცნებეთა ბრალი, საკუთარი ქმნილებების ტყვეობაში უნუგეშოდ რომ კვდებიან“. ასე იწყებს თავის ახალ რომანს მორის როსტიაშვილი - „ლავანდის სურნელი“, სადაც ის მისთვის დამახასიათებელი გულწრფელობითა და თხრობის უჩვეულო მანერით უცნაურ ამბავს გვიამბობს სიყვარულზე. შეიძლება ითქვას, წიგნი ურიერთობებზეა და ამავე დროს ყველაფერზე. ერთი არაფრით გამორჩეული, თებერვლის ნესტიანი დღე თენდება, როცა მგზავრობის შემდეგ მყუდრო, პროვინციული საპორტო ქალაქის რკინიგზის სადგურზე მატარებლიდან ჩამოსული მთავარი გმირი, ანაზდად იაზრებს, რომ სამხატვრო ნივთები ვაგონში დარჩენია. იმის ნაცვლად, რომ რამე მოიფიქროს, საკუთარ თავზე მწარდება და მატარებელიც დაიძვრება. დგას გაქვავებული იმაზე ფიქრით, რომ როგორი მხატვარიცაა, საქმესაც შესაბამისი დაუდევრობით ეპყრობა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
„…და მაინც, ღმერთო, რანაირია ჩვენი სიცოცხლე! ნატვრა ყოველთვის უფრო ლამაზია, ვიდრე სინამდვილე. ამიტომაცაა ალბათ, ოცნებებს რომ გულმოდგინედ ქსოვენ. მტკიცედ და მჭიდროდ, რათა მათმა მიუწვდომლობამ ვერ დაარღვიოს მათივე მარადიულობა. ჯანდაბას, თუ ისინი აუხდენელ ოცნებათა ვრცელი ნუსხაა და მათთან ერთად ადამიანებს სჭირდებათ სილამაზის გამოვლინებები თვალთა სანუგეშოდ - თუნდაც ისინი არ იყვნენ მათნი. სჭირდებათ ცნებებიც, მაცდუნებელი იდეები, ადეპტებად რომ აქცევენ მათ. ოცნებები კი ზოგჯერ ადამიანთა სახეს იღებენ, ისინი ვინმეში განსხეულდებიან და ქმნიან ხატს, დადგამენ კერპს, ხორცს შეასხამენ ქანდაკებას და ვაი, იმ გამოუსწორებელ მეოცნებეთა ბრალი, საკუთარი ქმნილებების ტყვეობაში უნუგეშოდ რომ კვდებიან“. ასე იწყებს თავის ახალ რომანს მორის როსტიაშვილი - „ლავანდის სურნელი“, სადაც ის მისთვის დამახასიათებელი გულწრფელობითა და თხრობის უჩვეულო მანერით უცნაურ ამბავს გვიამბობს სიყვარულზე. შეიძლება ითქვას, წიგნი ურიერთობებზეა და ამავე დროს ყველაფერზე. ერთი არაფრით გამორჩეული, თებერვლის ნესტიანი დღე თენდება, როცა მგზავრობის შემდეგ მყუდრო, პროვინციული საპორტო ქალაქის რკინიგზის სადგურზე მატარებლიდან ჩამოსული მთავარი გმირი, ანაზდად იაზრებს, რომ სამხატვრო ნივთები ვაგონში დარჩენია. იმის ნაცვლად, რომ რამე მოიფიქროს, საკუთარ თავზე მწარდება და მატარებელიც დაიძვრება. დგას გაქვავებული იმაზე ფიქრით, რომ როგორი მხატვარიცაა, საქმესაც შესაბამისი დაუდევრობით ეპყრობა. ,,ამდენი საათი იმისთვის ვიმგზავრე, ავიღე შვებულება და მეძინა შმორის სუნით გაჟღენთილ ვაგონში, რომ დიდი ხელოვანივით ზამთრის ზღვა დამეხატა. ისევ მეგრძნო ადრინდელი აღტკინება. თუმცა, ამოდენა გეგმები სადგურამდეც ვერ ჩამოვიტანე.“ - ფიქრობს იგი. მაგრამ იმასაც იაზრებს, რომ მისთვის ბოლო დროს ეს მხატვრობაც რაღაც ღირებულის შექმნის სურვილით შეპყრობა უფროა, ვიდრე თვითონ მხატვრობით აღტკინება; ერთ-ერთი მორიგი გეგმა, ისეთი აბსურდული ცხოვრებისათვის აზრის მისანიჭებლად, ნელ-ნელა რომ სჭამს. თავისი ისედაც სასაცილო და ლამის დამამცირებელი ხელფასი ამ ,,დიდი“ მოგზაურობის სამზადის შეალია და მატარებელი კი მეტისმეტად მოულოდნელად წავიდა... და ასე უბარგოდ დარჩენილი ,,მოგზაური“, რომელსაც ვერ გადაუწყვეტია როგორ მოიქცეს, ქუჩაში ელინას სახეს მოჰკრავს თვალს. სახეს, რომელიც დიდი ხნის წინ ძალიან ნაცნობი იყო. ჯერ რაღაც სიმძიმე დააწვება მკერდთან, მერე მტკივნეულად ჩაივლის მთელ სხეულს, მაგრამ, ეს შეგრძნება ორიოდე წამში გაქრება და გადაწყვეტს რომ ქალის სახე უბრალოდ მოეჩვენებოდა. მაგრამ, ყველაფერი იმაზე მეტად უცნაურად გრძელდება, ვიდრე ამას უფულოდ და უბარგოდ დარჩენილი უნიჭო მხატვარი იფიქრებდა...
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-508-98-1
სათაური:
ლავანდის სურნელი
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2024
გვერდები:
196
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
408
რეიტინგი:
4,4
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(5) რეცენზია
4.4
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [4]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [1]
  • 1
    [0]