იტვირთება...

გაორება

ქეთი ბარნაბიშვილი

2024 წელი | ინტელექტი
392 ნახვა
4
(0 რეცენზია /16 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
9.7
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ყოფილი მოდელი და მსახიობი, თეო გელაშვილი მოულოდნელ მოსაწვევს მიიღებს – უცნობი არტისტი პერსონალურ გამოფენაზე ეპატიჟება. თეოს მოსაწყენ ცხოვრებაში ახალი ეტაპი იწყება, თუმცა პოლიციელ მეუღლესთან ურთიერთობის უღიმღამო სიმშვიდეს ისეთი ვნებათაღელვა და ქარტეხილები ენაცვლება, რომ ქალს უზარმაზარი დილემის წინაშე აყენებს... არჩევანის გაკეთება უწევთ სხვა პერსონაჟებსაც – სიყვარული მათ წალეკვით, ან ისეთი ტრანსფორმაციებით ემუქრება, რომელსაც ყველა ვერ უძლებს... „გაორება“ არის რომანი, რომელსაც წინასწარ ვერ მოჰყვები, ის წაკითხვისას თავად უნდა განიცადო. რომანი იმ სულიერ გრადაციებზე მოგვითხრობს, საკუთარი თუ სხვისი პიროვნების შეცნობის გზაზე მყოფი ადამიანი რომ გაივლის, მით უფრო, როდესაც ის მგზნებარედ შეყვარებულია. ტრადიციად ქცეული გამოცდილება, ურთიერთობები, იმის მოლოდინი, რომ თითქოს აქაც ყველაფერი ბანალურად უნდა წარიმართოს, არ მართლდება. რომანის მთავარი გმირები სწორედ ერთმანეთთან ყოფნით აღმოაჩენენ, თუ რამდენად მარტოსულები არიან. რაც უნდა პარადოქსული იყოს, ვირტუალური ნაცნობობა მათ ნამდვილი ცხოვრების ვნებას უღვივებს. მძაფრი ემოციები და შთაბეჭდილებები, მოულოდნელი სიუჟეტური პასაჟები, ერთგვარად ნაცნობი, თუმცა მაინც იდუმალი პერსონაჟები – ეს ყველაფერი ქეთი ბარნაბიშვილის რომანს ჩამთრევად საკითხავ ტექსტად აქცევს. თხრობის მსუბუქი და ექსპრესიული მანერა კი გაგიჩენთ განცდას, რომ მხოლოდ კი არ კითხულობთ, არამედ ამ წიგნს ფილმადაც უყურებთ.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-31-499-5
სათაური:
გაორება
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2024
გვერდები:
192
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
392
რეიტინგი:
4
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(16) რეცენზია
4
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [10]
  • 4
    [2]
  • 3
    [1]
  • 2
    [0]
  • 1
    [3]