გაქცევა მარტოობისგან არზე ზარის ხმა მოისმა. ანა ჯერ კიდევ სწავლობდა. სასწავლო გვერდის პლატფორმიდან მეცადინეობა მისი არჩევანი იყო. უკვე მოძველებულ მეთოდს, სკოლაში სიარულს იშვიათად თუ იყენებდა ვინმე. პროგრამიდან ხელოვნური ინტელექტის პრიალა წყალივით კამკამა ხმა უხვ და მრავალფეროვან ინფორმაციას, გაჯერებულს არგუმენტებით, აწვდიდა მოსწავლეს. სკოლასთან მხოლოდ საგნობრივი დაყოფა აკავშირებდა. მათემატიკა, ენები, საბუნებისმეტყველო მეცნიერებები - კვლავ იმთავითვე დაყოფილი იყო სისტემა თემის ნაირსახეობის მიხედვით.
ზარის გაგონებისთანავე ანას ლეპტოპში მცირე ფანჯარა გამოჩნდა, საიდანაც უცნობი სახე დაინახა. დივნიდან მაშინვე წამოდგა, ლეპტოპი იქვე დატოვა და კარის გასაღებად გაეშურა. რობოტმა ახალი ამბავი ამცნო გოგონას. ანა შეშფოთდა, საძინებელში შეირბინა ქურთუკის ასაღებად და რობოტს გაჰყვა. ეს ხელოვნური ინტელექტის ის სახეობა იყო, რომელიც ლოჯისტიკასა და წვრილმან საკითხებს აგვარებდა. აი ისე, როგორცახლახანს წაიყვანა ანა ავტომობილით საავადმყოფოსკენ.
ზოგადად, არ იყო ძალიან დიდი დრო გასული მას შემდეგ, რაც პრაქტიკაში დაინერგა ავარიაში, უბედური შემთხვევის შედეგად დაზარალებული ახლობლების მომაკვდავ ადამიანებთან სასწრაფოდ მიყვანა. ამ შემთხვევაში დიდი ყურადღება მიაქციეს მათ ემოციურ დამოკიდებულებას ახლობლებისადმი, გრმნობებს და რაც მთავარია უსაფრთხოებას, რისთვისაც შექმნეს ამგვარი მენეჯმენტის სისტემა. სახელმწიფოსთვის პრიორიტეტი ჰომ უსაფრთხოება იყო. ეს მართლაც წარმოადგენდა ხალხის ხმას გაჟღერებულს სამშობლოს საზღვრებს შიგნით. ალბათ, იფიქრებთ, როგორი თბილიდა მოსიყვარულე ადამიანები ცხოვრობენ თურმე ასეთ სახელმწიფოში, ასეთი ცხოვრობის შექმნისთვის, მაგრამ წინასწარი განცხადებებისგან ჯერჯერობით თავის შეკავება სჯობს.
პატარა ზომის ელექტროავტომობილი გაჩერდა ფიჭის ექვსკუთხა რიტმული პატერნების ფაქტურიან, იმედისმომცემ, ყვითელი ფერის ტონის შენობასთან. როგორ ჭკვიანურად მოუფიქრებიათ ასეთი იშვიათი რამის შენობის ფასადის ფაქტურად ასახვა. ფუტკრების რაოდენობა ძალიან შემცირდა, შესაბამისად ფიჭაც ცოტა იქნებოდა. ამ გადაშენების პირას მყოფი სახეობის შრომისუნარიან, ენთუზიასთ თვისებებს უპირისპირდებოდა ადამიათა საზოგადოების თითქმის ინტელექტჩაკლული, კომფორტული, ძალიან მშვიდი და ასე თუ ისე,ნაკლებად მოძრავი, თითქმის რაღაცით ნაკლებად ცოცხალი უმეტესობა.
გოგონა და მისი თანმხლები რობოტი გადმოვიდნენ მანქანიდან. მისი თეთრი პრიალა სხეულის ზედაპირი და ჩაშავებული თვალები ცისფერი წრიული სინათლით მასში არავითარ ყურადღებასა და ინტერესს არ იწვევდა ქალაქში. ადამიანები უკვე შეჩვეულები იყვნენ ასეთ ტიპურ, სტანდარტულ რობოტებს, რომლებსაც დავალებებს აძლევდნენ, მაგრამ მაინცდამაინც არ მოსწონდათ მისი დიდხანს ყურება. თვით ოთახის დეკორაცია უფრო საინტერესო და თვალისთვის სასიამოვნოდ საჭვრეტი მიაჩნდათ. კარი ავტომატურად გასრიალდა. ანამ ჯერ