იტვირთება...

რეინკარნაცია

ელა ჯამაგიძე

2025 წელი | ela jamagidze
43 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
სიუჟეტი ვითარდება ზღაპრულ სამყაროში. სადაც არსებობენ ჯადოქრები, ვამპირები, მაქციები, ჰიბრიდები,რომლებიც დაჯილდოვებულნი არიან სხვადასხვა სუპერძალით. ზოგს დროში მოზაურობის უნარი გააჩნია, ზოგს შთაგონებით სხვისი გონების მართვა შეუძლია, ზოგი უკვდავებას ფლობს ზოგს კი აზრების კითხვა გამოსდის. თითოეული გმირი იბრძვილს თავისი მიზნების მისაღწევად. ზოგი იბრძვის ძალაუფლებისთვის, ზოგიერთი იბრძვის აკრძალური ინცესტური სიყვარულის გადასარჩენათ, ზოგი დედა-შვილური სიყვარულის მსხვერპლია, ზოგი კი საკუთარი მახინჯი სხეულის გალამაზებას ცდილობს. ამ ბრძოლაში თითოეული პერსონაჟი უშვებს საბედისწერო შეცდომებს და ეს დაშვებული შეცდომები მათ კარმული გზით კვლავ უკან უბრუნდებათ პარალელური სამყაროდან.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მისტიკური დრამა „რეინკარნაცია“ არის თანამედროვე მწერლის ნამუშევარი. ნაწარმოების შინაარსი მოლიცავს და აერთიანებს არაერთ ცხოვრებისეულ ღირებულებას, რომელსაც ავტორი ელა ჯამაგიძე მხატრული ფორმითა და გამოგონილი მითიური პერსონაჟებით მეტაფორულად აღწერს და აწვდის მკითხველს. ავტორის თვითმიზანია საკუთარი ისტორიის თხრობით საზოგადოებას დაანაახოს ცხოვრებისეული კანონზომიერების არსი, რაზეც არის დაფუძნებული დედაბუნება და თითოეული ადამიანის ბედისწერა. ნაწარმოებში ნათლად ჩანს კარმული კანონზომიერების რებუსი, რომლითაც მკითხველს შესაძლებლობა ეძლევა აღიქვას რომ სამყაროში ადამიანის მიერ ჩადენილი ნებისმიერი კეთილი თუ ბოროტი ქმედება პასუხგაუცემელი არასდროს რჩება და სიკეთეცა და ბოროტებაც საბოლოოდ ნებისმიერ ადამიანს უკან კარმული კანონზომიერების გზით უბრუნდება. აგრეთვე ნაწარმოების შინაარსით მწერალი ცდილობს მკითხველს დაანახოს ფაქტები იმის შესახებ რომ ცხოვრებაში ყველაფერი დროებითი და წარმავალია. ნაწარმოების შინაარსის მიხედვით მკითხველი ნათლად აღმოაჩენს ცხოვრების დროებითობის დადებით და უარყოფით მხარეებს. ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებში მკითხველს შეხვდება არაერთი ცნობილი მითიური ქმნილება: ჯადოქრები, ვამპირები და მაქციები, ასევე მკითხველი შეხვდება უცნობ მითიურ პერსონაჟებსაც სხვადასხვა უნარ-თვისებებითა და შესაძლებლობებით, რომლების აქამდე სხვა არც ერთი ტიპის ფანტასტიკური ჟანრის ნაწარმოებში არ აღწერილა, ეს კი ერთგვარად ორიგინალურობას სძენს ნაწარმოებს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
რეინკარნაცია
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2025
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
43
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]