დასაწყისი და დასასრული ბევრი ადამიანისთვის ყველაფერი საავადმყოფოში იწყება. პირველად ბევრი სწორედ აქ იღებს ხმას, აქ ახელს თვალებს და სწორედ აქ შეისუნთქავს პირველად ჰაერს. სწორედ საავადმყოფოა ბევრისთვის ის ადგილი, სადაც პირველად გრძნობენ დედის სითბოსა და მის სიყვარულს, აქ ისინი პირველად ხედავენ ექიმებს და სწორედ აქ იწყება მათი ცხოვრების გზაც, გზა, რომელზე სიარულისას რამდენჯერმე მაინც მოუწევთ საავადმყოფოში დაბრუნება, რადგან ადამიანი ძალიან სუსტი არსებაა. საავადმყოფოში ხშირად შეიძლება ავადმყოფობის გამო მოხვდე, გაცივდე, რამე აგტკივდეს ან შეიძლება სულაც რამე მოიტეხო. საავადმყოფო ის ადგილია, სადაც შეიძლება იქ ბოძებულ სიცოცხლესაც კი დაემშვიდობო. და ბოლოს, საავადმყოფო ის ადგილია, სადაც შეყვარებულის დაკარგვის პროცენტულობა ძალიან დაბალია, მაგრამ არასდროსაა ნულის ტოლი...
პალატა ნომერი 7
პალატაში შავ თმიანი და ყავისფერთვალება ბიჭი იწვა, რომელსაც ფეხები ჰქონდა მოტეხილი, დიდი სიამოვნებით მიირთმევდა არაჟანს და ისედაც სავსე პირს ფუნთიშის კიდევ ერთ ლუკმას აყოლებდა, მის გვერძე კი თავგადაპარსული გოგონა იჯდა და ამ სანახაობას ემოციების გარეშე უყურებდა
- უნდა დავშორდეთ! - უცებ წამოიძაღა გოგონამ
- რააა? - გაოცდა და რამის ყელზე დაადგა ლუკმა ბექას.
- უნდა დავშორდეთ!
- რააააა?
- უნდა დავშორდეთ!
- რააააააა!
- ვშორდებით!
- რატო შეამოკლე ზარმაცო!
- ვერ იგებ რას გეუბნები?!
- ვერა...
- ყრუ ხარ?!
- არა! ვჭამ და ხმაურში არ მესმის
- უნდა დავშორდეთ!!!
- რატო?!
- იმიტო რო ვერ ხარ!
- ანუ საავადმყოფოში რახან ვარ ამიტომ მშორდები?! ვიცოდი რო ოდესმე გაჭირვებაში მიმატოვებდი!
- რა?! არა! შენ გონებრივად ვერ ხარ!
- რატო ვითომ!
- რატო? აჰაა დავფიქრდეთ.... ალბათ იმიტომ რომ გუშინ ჩვენი მეზობელი მეცნიერის კატამ გიკბინა და რო გაგეგო კატად გადაიქცეოდი თუ არა აივნიდან გადახტი!
- ვის არ უცდია ეგრე!
- ბიჭოოოო საავადმყოფოში ხარ მოტეხილი ფეხებით!!!!!
- სამაგიეროდ არ ვკნავივარ და ლაზერს არ დავდევ! ცოტა ვერაა ეგ მეზობელი, სამსახურიდანაც რაღაც ცდების გამო გამოგდეს და ხო უნდა დამეზღვია თავი... რა იცი რა ცდები ჩაატარა კატაზე!
- აჰაა და ორი კვირის წინანდელ ამბავს რატო არ იხსენებ?
- რა ამბავს?
- ორი კვირის წინ ძაღლმა გიკბინა და რო გაგეგო ცოფი გჭირდა თუ არა მეზობლის აუზზში ჩახტი!
- ხოო მერე რა მაგ დროს წყლის ეშინია ხალხს და მაგას ვამოწმებდი!
- ცურვა არ იცი და რამის დაიხჩე!
- სამაგიეროდ...
- ხო ხო ვიცი ვიცი ცოფი არ გქონდა!
- ზუსტადაც!
- ვსო ვშორდებით!
- ერთი მიზეზი მაინც მითხარი რატო!
- უკვე ორი გითხარი!
- ეგენი თავის გადასარჩენად გაკეთებული საქმეებია!
- კარგად!
- დაიცააააა!!!!
- ვერ გამოგეკიდები ხო იცი!
- მერე?
- დამაცადე ფეხებს მოვირჩენ და მერე კიდე ცადე წასვლა...
- აზრი?!
- მერე გამოგეკიდები, ხელს ჩაგკიდებ და ერთად წავალთ მმაჩის ბიუროსთან...
- შენნ რაა ხელსს მთხოვ??
- არაა რა ხელს გთხოვ! მანდ გვერძე კარგი საშაურმე ვიცი!
- ვერახარ! ვერა! კარგად!
- ეეეეეე....
როგორც ამბობენ საყვარელი ადამიანების შენარჩუნება ყველაზე რთულია. საყვარელი ადამიანები ყოველთვის მაშინ მიდიან, როცა ისინი ყველაზე მეტად გჭირდებიან. რთულია ცხოვრება, რთულია მათთან განშორება, რთულ...
სიტვა არ იყო დასრულებული რომ ის დაბრუნდა...
- ჰმმმმ შენ დაბრუნდიიი! - დაიყვირა ბექამ და ხელები გაშალა ჩასახუტებლად.
- რაღაც დამრჩა
- მე დაგრჩიიიი!
- არა! თმისაკეთი იდიოტო!
- თმისაკეთი რათ გინდა თმები მოკლედ გაქვს აჭრილი!
- შენიი საქმე არაა!
- დაიცაააა ნუთუუუუუუუ
- ვერახაარ!
- დაიცც...
'წავიდა... კიდევ ერთხელ მიმატოვეს... 5 წუთში 2 განშორება... ფსიქიატრი მჭირდება... თან ისეთი ბევრმა პაციენტმა, რომ მიატოვა... სხვა ვერ გამიგებს...'
2 თვის შემდეგ
ბექას საავადმყოფოს შესასვლელთან მეგობრები, გიორგა და დავითა დახვდნენ, ნუ ყოველ შემთხვევაში, ისინი საკუთარ თავს ასე ეძახდნენ, გიორგა მაღალი ბიჭი იყო მოკლე ყავისფერი თმებით, ხოლო დავითა კი გიორგასთან შედარებით ცოტა დაბალი იყო, წაბლისფერი გრძელი თმებით.
- ვაა ბექას თაბაშირი მოხსნეს! - ხმამაღლა თქვა გიორგამ.
- ვავაა ძლივს ფეხები არ გამოგიჩნდა ბიჭო! - წამოიძახა დავითამაც.
- ყოჩაღ ბექა რა! ამდენი ხანი როგორ გაძელი ფეხის გაუნძრევლად?!
- აი თქვა და სიტყვა შეასრულა რა!
- რა სიტყვა?
- რა და სანამ ანა არ შემირიგდება ფეხს არ მოვიცვლიო!
- რა ანა ბიჭოო! აქეთ გამოდი! - გვერძე გაიყვანა გიორგამ დავითა
- რა