იტვირთება...

შენთვის

თიკა ჭუმბურიძე

457 ნახვა
4.7
(0 რეცენზია /10 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
10.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
მთაწმინდა ისევ ანათებს... ისევე როგორც იმ ღამით, როცა პირველად შევხვდი... ეს წიგნი იმ ადამიანზეა, რომელსაც ძალიან ადრე მოუწია ზრდასრულობა. სარამ ისწავლა, როგორ ეცხოვრა ისე, რომ ვერავის შეემჩნია მისი ტკივილი, ის გაიზარდა იმ ოჯახში, სადაც სიტყვები არაფერს ნიშნავდა და სადაც სიჩუმე ყველაზე ხმაურიანი იყო, ისწავლა დუმილი, მოთმენა, ღიმილი, მაშინაც, როცა შიგნით ყველაფერი ინგრეოდა, სახლში არავინ ეკითხებოდა, რას გრძნობდა და ისიც თანდათან მიეჩვია — ჩუმად ყოფნას, თავის შეკავებას, გაუჩინარებას. ეს ისტორია ტოქსიკურობაზეა — იმ უხილავ ტკივილზე, რომელიც ბავშვობიდან მოყვება ადამიანს და ვერავინ ამჩნევს და მაინც, ეს ამბავი სიყვარულზეცაა. იმ სიყვარულზე, რომელიც შენს სიჩუმეს ამოიცნობს, რომელიც გისმენს მაშინაც, როცა არაფერს ამბობ, რომელიც არ გთხოვს, რომ უკეთესი იყო, სიყვარული ზოგჯერ დარჩენას ნიშნავს და ხანდახან – საკუთარ თავთან ომს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ეს არის სიყვარულის ისტორია, რომელიც ერთმნიშვნელოვანი არასოდეს ყოფილა. სარა — ქალი, რომელსაც ბავშვობამ ტკივილის ჩუმად ტარება ასწავლა, ქალი, რომელიც არასდროს ითხოვდა არაფერს, მაგრამ ყველაფერს გრძნობდა და სანდრო — მამაკაცი, რომელიც მსუბუქი ღიმილით და არაფრისმთქმელი სიტყვებით კავშირებს ადვილად წყვეტდა, თავდაპირველად მას მხოლოდ თამაში ეგონა, მაგრამ მალევე მიხვდა, რომ სარა — მისთვის თამაშზე მეტია, მათი გზები პირველივე შეხვედრიდან იკვეთება, მაგრამ არცერთი ნაბიჯი არ არის მარტივი, სიყვარული მათ შორის იზრდება სიჩუმიდან, ჩუმი შეხებებიდან და დაუმთავრებელი ფრაზებიდა, მაგრამ ცხოვრება ყოველთვის სწორხაზოვანი არ არის, სარას წარსული თან სდევს, არ ანებებს თავს, ართმევს არჩევანს, ახშობს ხმას და ბოლოს აიძულებს წასვლას. ლევანი — კაცი, რომელსაც ოდესღაც უყვარდა, ქორწინებად იქცევ და შემდეგ — ძალადობისა და შიშის სარკედ, სარა ბრუნდება, გათელილი, მარტოსული, მაგრამ მტკიცე, თუმცა სანდროც აღარ არის ის, ვინც იყო, ტკივილმა ორივე შეცვალა. "იქნებ ახლა მაინც…“ — ეს არის კითხვა, რომელსაც ორივე მხოლოდ საკუთარ თავში იმეორებს, სანამ ცხოვრება ხელახლა არ დააბრუნებთ იმ წერტილში, საიდანაც დაიწყო ყველაფერი. ეს წიგნი არის სიყვარულზე, რომელიც იბადება დუმილში, ტკივილზე, რომელიც ადამიანს ყოველთვის თან სდევს და საკუთარ თავზე — რომელიც თავიდან გვიწევს, რომ შევიყვაროთ. იგი მოგითხრობთ, როგორ შეიძლება გატეხილმა ადამიანმა იპოვოს საკუთარი თავი, თავი დააღწიოს ტოქსიკურ ურთიერთობას, იბრძოლოს მარტოობისა და შიშების წინააღმდეგ — და კვლავ, ყოველი მარცხის შემდეგაც, შეძლოს სიყვარული. სიყვარული არასოდეს არის იდეალური,არასოდეს არის მარტივი. მაგრამ ის ყოველთვის გვაძლევს იმედს —იმედს ახალი ცხოვრების, თავისუფლების და სინათლის,რომელიც ყველაზე ბნელ ღამეშიც კი არ ქრება.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
შენთვის
გამოცემის თარიღი:
2025
გვერდები:
274
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
457
რეიტინგი:
4,7
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(10) რეცენზია
4.7
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [9]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [1]
  • 1
    [0]