იტვირთება...

12

თინათინ ჭედია

31 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
თინათინ ჭედიას მინი-რომანი „12“ პოსტმოდერნის სტილში გადაწყვეტილი მინი-რომანია. ნაჩვენებია ადამიანთათავის უხილავი, სხვა განზომილების სამყარო, რომელიც წელიწადის დროებისა და თვეების სამყოფელია. აქ თექვსმეტი მთავარი პერსონაჟია, წელიწადის დროები და თვეები. თამამად შეიძლება გაცხადდეს, რომ ნაწარმოები წარმოადგენს ანტონიო ვივალდის „წელიწადის დროების“ ლიტერატურულ სურათს. ყურადღებაა გამახვილებული მსოფლიოში არსებულ ძირითად, წამყვან რელიგიებზე, ამიტომ შეხვედრა გელით ბუდასთან, მოსესთან, იესოსთან და მუჰამედთან. მინი-რომანი „12“ განსაკუთრებულად საინტერესო იქნება იმ მკითხველისთვისაც, ვისაც მოსწონს, სჯერა, უყვარს ჰოროსკოპები. დაინტერესდებიან თეოლოგიის მოყვარულნიც. წელიწადის დროებს და თვეებს, სუყველას აქვს ქალური ან მამაკაცური საწყისი, გაპიროვნებულები არიან. სიძულვილის გამოტოვებით, ამ საშინელი გრძნობის გარეშე უწევთ მარადიულად ყოფნა, ისინი ადამიანებს გვანან მაშინ, როცა მათსავით შეუძლიათ ფიქრი, ოცნება და შეყვარება. მათ მხოლოდ სიყვარული, მშვენიერების ქმნა სძალუძთ. ანგელოზებს შეუძლიათ ადამიანებად გადაქცევა, ადამიანებს არ სძალუძთ ანგელოზობა, ამიტომ წელიწადის დროებსა და თვეებს აინტერესებთ მოკვდავი ადამიანები, ვინაიდან თავად უკვდავნი არიან არსთაგამრიგეს მსგავსად და რარიგ სასიამოვნოა, როცა ზოგი მათგანი უკვდავების დათმობაზეც რომ ყაბულსაა, ოღონდაც ადამიანად ყოფნა ეღირსოს. ადამიანებივით იცხოვრონ, იწვალონ, იღვაწონ, დაე, დაბერდნენ და გარდაიცვალონ, მერე რა, ისინი ფიქრობენ, რომ ადამიანად დაბადება არის ძალიან კარგი და საინტერესო. დედამიწაზე მოქმედება ხდება გარკვეულ პერიოდში, 2017 წლის ოქტომბრის თვეში, როცა ზეციური სამყაროს სრული თანხმობის შედეგად, წელიწადის რამდენიმე დროსა და თვეს ადამიანურ ვიზუალს მიანიჭებენ, რომლებიც კონკრეტულად საქართველოში ჩამოვლენ, ადამიანებს შეერევიან, მეგობრებსაც გაიჩენენ, მათსავით დაიწყებენ ცხოვრებას, იღვაწებენ, გაქრებიან.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
თავდაპირველად იყო ღმერთი, ერთადერთი. მან მოახდინა აფეთქება და შექმნა ქაოტური, ხილული სამყარო, შემდეგ, სიტყვით დააწესა წესრიგი, რაც ნიშნავს კოსმოსს და გაჩნდა დროც. წარმოქმნნენ ფრინველნი, წყალში მცურავნი, ცხოველნი, მშვენიერი სამყარო დაიბადა, არსთაგამრიგე მარტო აღარ იყო, მაგრამ ამ ყველაფერს აკლდა ადამიანი და არსთაგამრიგემ საკუთარი ხელებით გამოძერწა ადამიანები - ქალი და კაცი, ადამი და ევა. იბადებოდნენ ადამიანები, შეიმეცნებდნენ, სწავლობდნენ, მოიხვეჭდნენ, ქმნიდნენ მატერიალურ და სულიერ დოვლათს, აარსებდნენ სახელმწიფოებს, იმპერიებს, იგონებდნენ წარმართულ რელიგიებს, ღმერთებს და გონებრივად მძლავრად განვითარებული ადამიანი ბოლოსდაბოლოს მიხვდა, რომ ყოველივეს შემქმნელი მხოლოდ ერთადერთი ყოფილა, რომელსაც ამ სამყაროს შესაქმნელად არვინ დახმარებია და მას ჰქვია ღმერთი და ჭეშმარიტი რწმენით გადარჩენილმა კაცობრიობამ ავად თუ კარგად, დღევანდელ დღემდე მოაღწია. იმ ერთადერთმა მარიამის წყალობით თავისი სიტყვა, სამყაროს შემქმნელი ლოგოსი ძე კაცად და ღვთისად მოუვლინა ადამიანებს, რომ მას, კაცთა შორის მყოფს ყველასთვის ეჩვენებინა ადამიანური ცხოვრების მაგალითი, მაგრამ ადამიანებმა იესო გაწირეს და ჯვარზედ გააკრეს და წამებით მოაკვდინეს. მან თავი შეწირა ადამიანებს და იმავდროულად საკუთარი სიკვდილით სიკვდილი დაამარცხა, ადამიანებს დიდი სიბრძნეც დაუტოვა და მიუხედავად იმისა, რომ ბევრი რამ ქრისტეს მოსვლამდეც ვიცოდით და მერმეც მრავალი რამ შევიმეცნეთ, სამწუხაროდ, ყველა დროსა და ეპოქაში ამა ქვეყნისა ძლიერნი ერთიდაიგივე შეცდომებს უშვებენ. თითოეული კაციც თავისი ყოფნის დროსაც უშვებს შეცდომებს, მიუხედავად იმისა, რომ ყველას უყვარს საკუთარი თავი, ზოზიერთი გამორცეულად სულელური ქმედებებით არა მხოლოდ სხვებს, საკუთარ თავსაც ვნებს და ჭკუას ვერასდროს სწავლობს, თუმც კაცობრიობა განაგრძობს განვითარებას, რაც უსასრულო პროცესია. რომანის ყველა პერსონაჟი მებრძოლი, სახიანი, კეთილშობილი და სრულყოფილია, თუმც ბრძოლები იმ მიღმიერ, სხვა განზომილებიან სამყაროშიც მიმდინარეობს. მაგალითად, გაზაფხულის პირველი თვე მარტი გაზაფხულის დადგომის პერიოდში რომ ესტუმრება დედამიწას ებრძვის ზამთარს და მის ქვეშევრდომ თვეებს, დეკემბერს, იანვარს, თებერვალს და საბოლოოდ ამარცხებს მათ. შეწინააღმდეგება აუცილებელია, ვინაიდან ზამთარს წასვლა აღარ უნდა, ყველა სეზონზე მუდმივობა სურს. მარტი წარმოჩენილია მამაკაცური საწყისით, რომელსაც ძლიერ უყვარს მდედრები. ის ახალშობილ დედამიწელ გოგონებს კოცნის და უზადო სილამაზესაც ჩუქნის, როცა დედამიწიდან გასასვლელად ემზადება უხმობს გაზაფხულის მეორე თვეს-აპრილს, რომელსაც მარტი თავის მშვენიერ გულში პლატონურად უყვარს, ვინაიდან აპრილი ბუნებით ქალადაა წაფრმოჩენილი და ევალება არეულ-დარეული დედამიწის დალაგება. აპრილი პარფიუმერთა მფარველადაცაა გამოყვანილი. რაც შეეხება მაისს, ის ჰგავს მკურნალ ექიმს და ვარდის სურნელის მფრქვეველი თვეა. ახსნილია ფაქტი თუ რატომ არ ქორწინდებიან ქართველები მაისის თვეში. თავად ზამთარი და გაზაფხულიც ქალბატონები ბრძანდებიან. ზაფხულის პირველი თვე ივნისი ვაჟია და მარადიულად ბავშვი, რომელსაც ჰყავს ტყუპისცალი და ივლისი. ისინი ხშირად სტუმრობენ იესოს, მასთან ყოფნა აბედნიერებთ. ზოგჯერ და-ძმა კინკლაობს და ამ დროს ბავშვური ქმედებებით მცირედი ხნით არღვევენ სამყაროში არსებულ წესრიგს, ვინაიდან მათი სათამაშოები ბუნებრივი მოვლენებია, როგორიცაა წვიმა, ყინვა, ქარი, ღრუბლები, მეხი, ელვა... შემოდგომა თვეებითურთ მთელი თავისი დიდებულებითაა წარმოჩენილი და თავად წელიწადის დრო შემოდგომა მოსესთან მეგობრობს. ზამთარი დიდი სევდის მატარებელია. იყო დრო, როცა ის უმოქმედობით იტანჯებოდა და ამ პერსონაჟის სახით ნაჩვენებია იმგვარი ადამიანის ყოფა, რომელმაც საკუთარი თავი ვერ იპოვა, უსაქმოდ, უპროფესიოდ დარჩენილი ადამიანი კი ძალიან საშიშია საზოგადოებისთვის. უქმად ყოფნისას ზამთარს დაუმეგობრდა ლუციფერი, რომელსაც სძულს უფალი და მისგან შექმნილი ყოველი, განსაკუთრებით ადამიანები. ის ცრუ მეგობრობას უწევს ზამთარს და გარკვეული დროით იყენებს მას ბოროტების დასათესად, რომ ადამიანებს ავნოს. ღვთის მშობელი, როგორც პერსონაჟი, ხშირად სტუმრობს დედამიწას და ადამიანებს გასაჭირიდან თავის დაღწევაში ეხმარება, მაგრამ არვინ იცის, რომ ის უფლის, იესოს დედაა. წმინდან ნიკოლოზ სასწაულმოქმედს ზამთარი უყვარს, როგორც საკუთარი შვილი, ზამთარსაც, ვითარცა მამა და იყო დრო, როცა აგვისტო და ნიკოლოზიც დაეხმარნენ ზამთარს გამოფხიზლებაში, რომ სატანას ოინებისთვის თავი დაეღწია ერთ ეპიზოდში, როგორც პერსონაჟი გამოჩნდება ოთხთავის ერთერთი ავტორი მარკოზი, რომელიც ნოემბრის თვეს გზად შეხვდება და მათ შორის დიალოგი გაიმართება. ბუზღუნა, უხასიათო ბერიკაცს ჰგავს ნოემბერი, თავიდან, ზამტრის მსგავსად უარყოფით პერსონაჟად მოგეჩვენებათ, მაგრამ ბოროტი არაა, პირიქით, მხოლოდ სიკეთეა მასში. დეკემბერი ზამთრის მორჩილი და მოსიყვარულე თვეა, ზამთარს მშობლად აღიქვამს. იანვარი პომპეზურობით გამოირჩევა, რომელიც ცდილობს წლის ყველაზე ცივ და ბნელ სეზონში სიხალისე და სინათლე შეიტანოს, რომ ადამიანებს სიცოცხლე უხაროდეთ და მოთმინებით, იმედით მოელოდნენ გაზაფხულის შემობრძანებას. წელიწადის რამდენიმე დრო და თვე განსხეულებულები ადამიანებთან მოვლენ და დაიწყებენ ცხოვრებას კონკრეტულად საქართველოში და თუ რატომ ეს რომან „12“-ში კარგად და ნათლადაა ახსნილი. ისინი ადამიანებივით განიცდიან ყოველივეს, ფუსფუსებენ და ამა ქვეყნის დაუღალავ მუშაკებად გარდიქცევიან. გაიჩენენ მეგობრებს, რომელითა შორის ორნი გულითადობით მკვეთრად არიან გამორჩეულნი, ესენი გახლავთ ქართველი ახალგაზრდა კაცი, პროფესიით ჟურნალისტი და მეღვინე სახელად ცისკარა, რომელიც ახლად დაქორწინებულია და სიხარულით ელოდება შვილის დაბადებას და ემზადება კიდეც მამობისთვის. მეორე გახლავთ, ეროვნებით ფრანგი, ასევე ჟურნალისტი, საქართველოს მოყვარული, ცისკარას დიდი ხნის მეგობარი ჟაკი და ის პირველი ადამიანია, რომელსაც ადამიანებად ქცეული წელიწადის დროები და თვეები დაუმეგობრდებიან და ჟაკს შეუყვარდება ზამთარი, რომელსაც მიწაზე ჰქვია თამარი, ეს სიყვარული ორმხრივი ხდება, მაგრამ ზამთარს არ შეუძლია ჟაკთან დარჩენა, ის უნდა დაბრუნდეს სხვა განზომილებიან სამყაროში და გააგრძელოს თავისი საკეთებელი საქმე. ცუდი ისაა, რომ ჟაკს მემკვიდრული სისხლმდენი დაავდება ჰემოფილა სჭირს და ხშირად ემართება სისხლჩაქცევები სახსრებში, კუნთებსა თუ მუცლის ღრუში, ვინაიდან მის სისხლს შედედების უნარი დაქვეითებული აქვს, რაც აიძულებს ჟაკს მთელი ცხოვრება ითმენდეს ფიზიკურ, აუტანელ ტკივილებს და შეყვარებული ზამთარიც მასთან ერთად იტანჯება, რსცხვენია სამყაროსი, განსაკუთრებით ადამიანების, ვინაიდან, ძალიან დიდი ხნის წინ, უხსოვარ დროში, ლუციფერთან ერთად შექმნა სიკვდილის ლაბორატორია და იქ დამზადებული ადამიანთა მტანჯველი გენეტიკური და სხვადასხვა სახის დაავადებები, ზოგიც დღემდე განუკურნებელი, მილიარდობით ბაქტერია თუ ვირუსი გამოუშვა და სამუდამოდ დაუტოვა დედამიწელებს, რომლის ალაგმვაც მას აღარ შეუძლია... და იყო დრო, როცა ზამთარი ებრძოდა იმ არსებებს, რომლთა მოშენებასა და გამრავლებისთვის ადამიანი დიდ ენერგიას ხარჯავდა, რომ ფრინველთა და ცხოველთაგან საკვების გარდა სხვა მრავალი სარგებელიც მიეღო და ზამთარი ყველაზე მეტად ერჩოდა იმ არსებებს, რომლებთანაც ადამიანს მეგობრობა, გულწრფელად შეყვარება შეუძლია და აგრეთვე იყო დრო, როცა ლუციფერმა მას თეთრი, ლურჯთვალა ძაღლის ლეკვი აჩუქა, რომელთანაც ურთიერთობამ ზამთარს მარტოობის განცდა და უსაფუძლოდ არსებობის წუხილი გაუნელა. დადგა ჟამი და ძაღლი მოკვდა, ზამთარს სული ეტკინა და ძაღლის გაცოცხლებას შეეცადა, მაგრამ ძაღლს მხოლოდ საფშინველი აღმოაჩნდა სული კი არა, ამიტომაც ვერ გააცოცხლა და მაშინ ბევრი იტირა ზამთარმა. ადამიანად ქცეული ზამთრის ჟაკის გამო დაღვრილი ცრემლი, ადამიანური სინანულის ცრემლად აღიქმება. ოქტომბერს იზიდავს ადამიანად ყოფნა, აღარ სურს იქ, იმ სამყაროში დაბრუნება, მაგრამ ერთი მნიშვნელოვანი რამ შეეშლება ადამიანად ყოფნის დროს. გოგონა მოეწონება, ვნება და ჭეშმარიტი მიჯნურობა ერთმანეთში აერევა. ინტიმური ურთიერთობის შემდგომ მიხვდება, რომ სატრფოს აღარ უნდა შეხვდეს, ვინაიდან სექსისის შემდეგ თითქოს შესძულდება კიდეც ის გოგონა და ამის შემდგომ სუიციდს ჩაიდენს, მაგრამ ვერ მოკვდება, ვინაიდან ოქტომბერი უკვდავია. განერვიულებულს ერთი სული აქვს, როდის დაბრუნდება თავის სამყაროში და აგვისტო ამშვიდებს, ცოტაღა დაგვრჩა, დაითმინეო. მართლაც, მათი ამქვეყნიდან გასვლის დროც დგება და წინასწარ გდაწერილი სცენარის მიხედვით ადამიანებივიტ დაიღუპებიან, მაგრამ მატ გვამებს ვერ პოულობენ, თითქოსდა სწრაფმა მდინარემ გაიტაცა მათი მატი სხეულები, წაიღო და სარაც მიმალა. გულმოკლულები რცებიან მეგობრები, განსაკუტრებით ცისკარა და ზამტარზე შეყვარებული ჯაკი, რომელსაც სატრფოს დასატირებლად საფლავიც კი არ გააჩნია, მაგრამ იძულებულია გააგრძელოს ცხოვრება თავისი თამარის გარეშე. ცისკარა დარწმუნებულია, სული უკვდავია!
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8-1398-6
სათაური:
12
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2019
გვერდები:
92
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
31
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]