I ათას ცხრაას ოცდაერთი წლის თებერვალში რუსეთის წითელმა არმიამ ომის გამოუცხადებლადგადმოლახა საქართველოს საზღვარი რამოდენიმე მიმართულებიდან, წითელ არმიას საქართველოს ოკუპაცია ჰქონდა განზრახული....
მთლიანად ხევს იცავდა შვიდას კაცამდე, ქართული რაზმი პოლკოვნიკ სიმონ წერეთელის მეთაურობით, დარიალის ხეობას კი ასი ქართველი მოხევე ნიკო გიგაურის მეთაურობით.
ხევის ულამაზეს მიდამოებში კაცი ქუდზე იყო გამოსული სამშობლოს დასაცავად, შეკრებილიყვნენ ხევის მარგალიტთან "გერგეთის სამებასათან" და ლოცულობდნენ, შემდეგ ფიცი დადეს, ძმური ფიცი, რომ ერთმანეთს მგლებივით დაიცავდნენ. ფიცს კითხულობდა რაზმის მეთაური ნიკო გიგაური.
"გერგეთის სამება" გიგაურების საგვარეულო სალოცავია, მთაზე მოკიაფე მარგალიტი რომელმაც გზა დაულოცა მოხეევებს სამშობლოს დასაცავად.
მეთაურმა ნიკო გიგაურმა პირველი ბრძანება გასცა, ეს იყო ხიდის აფეთქება, რადგან წითელი არმია ტექნიკით არ შემოსულიყო და ქართველებს ვიწრო დარიალის ხეობის უპირატესობა გამოეყენებინათ.ნიკო გიგაური შესანიშნავი სამხედრო ბრძანდებოდა და პირველ მსოფლიო ომში თავიც მრავალჯერ ჰქონდა გამოჩენილი, იგი მამაცი და ზედმიწევნით განსწავული იყო სამხედრო საქმეში.... მან ას კაციანი ქართული რაზმი დარიალის ხეობაში განალაგა და დაელოდა წითელი არმიის მოქმედებას.....
რუსულმა ძალებმაც არ დააყოვნეს და თებერვლის უკუნით ღამეში პირველი შეტევა დაიწყეს, ისინი ოცჯერ, ოცთაადჯერ ან უფრო მეტად აღემატებოდნენ ქართველ გმირ მოხევეებს, მაგრამ მათ წარმოდგენაც არ ჰქონდათ რომ ესე მარტივად შეეგუებოდნენ მთის შვილები მათ სახლში შემოჭრას...
ხიდის აფეთქების შედეგად წითელმა არმიამ საბრძოლო ტექნიკის შემოყვანა ვერ შესძლო, მათი ქვემეხები და ტყვიამფრქვევები აზრს კარგავდა ამ ვიწრო ხეობაში, ამიტომ წითელი არმიის ორასამდე მებრძოლმა მიიღო ბრძანება დაზვერვის და თუ მომგებიანი პოზიცია შეექმნებოდათ საბრძოლო მოქმედებაში ჩართულიყვნენ, მათ დაახლოებით იცოდნენ საერთოდ ხევის დამცველთა რაოდენობა და დიდ წინააღმდეგობას არ ელოდნენ. დაიძრა მათი ორასკაციანი დაჯგუფება აფეთქებული ხიდისკენ.
ზეზვა ფიცხელაური რომელიც მეთაურის ბრძანების შესაბამისად ზვერავდა მტრის რაზმის გადაადგილებას არ გამოპარვია ორასი კაცის "მოძრაობა" და სასწრაფოდ აცნობა ნიკო გიგაურს.
- ბატონო მეთაურო, აღიმართა ნიკო გიგაურის წინაშე ახმახი ფიცხელაური, მოგახსენებთ ასორმოცდაათი ორასამდე მტერი მოიწევს ხეობისკენ ნელი ნაბიჯებით.
- გასაგებია მებრძოლო, ყოჩაღ. შეაქო მეთაურმა მებრძოლი და ბრძანება გასცა. დაე, ეგონოთ რომ ადვილად შესძლებენ შემოღწევას, რამოდენიმე ათეული მეტრით შემოუშვათ ხეობაში და ჩემი ბრძანების შემდეგ გადავალთ შეტევაზე. სანამ ნიშანს არ მოგცემთ იქამდე თავს არ დავესხმებით....
ქართულმა რაზმმა პოზიციები დაიკავა ხეობაში და მტრის გადაადგილებას ზევიდან უყურებდა, ნაწილი კი კლდეებში იყო შემალული,ბრძანებას და ნიშანს ელოდებოდა... ქართველებს სისხლი სწყუროდათ, ყელში ბრაზის ბუშტი ებერებოდათ, ისინი მათი მოსისხლეები იყვნენ და სიკვდილისთვის ყოველივე მზად ბრძანდებოდა.
წითელი არმიის ორასკაციანი დაჯგუფება ნელ ნელა წინ მოიწევდა და რამოდენიმე ათეული მეტრით ვიწრო ხეობის სიღრმეში შემოვიდნენ. ზეზვა ფიცხელაურმა ამის ნიშნად ცეცხლი წაუკიდა წინასწარ მომზადებულ წალამს და ხელით ძლიერად იქნევდა. მეთაურმა ნიკო გიგაურმა გასცა ბრძანება და სამოცდაათამდე თოფ მომარჯვებული მოხევემ ქვევით მომწყვდეულ რუსებს ცეცხლი გაუხსნა.დაიბნენ რუსები, ყოველი მხრიდან ტყვია მოჰქროდა მათი მიმართულებით,პანიკაში ჩავარდნილები უკან დახევას ლამობდნენ მაგრამ ამის საშუალებას არ აძლევდა მოხევეების ტყვიები.რამოდენიმე ათეული წუთისბრძოლის შედეგად მტრის დაჯგუფება განახევრდა,სასოწარკვეთილირუსები გაცლას ლამობდნენ მაგრამ ეს სულ არ შედიოდა ნიკო გიგაურის გეგმაში.მისი ბრძანებით ცეცხლი შეწყვიტეს ეს კი იმას ნიშნავდა რომ ოცდაათამდე თავზე ხელაღებული მოხევე რომელიც კლდეებში იყო შემალული ხმლებით და ხიშტებით დაესხა თავს მტერს და პირწმინდად გაანადგურა. ერთ რუსაც კი არ გაუღწევია იმ ღამეს დარიალის ხეობიდან, მათი პირველი შემოტევა საბედისწეროთ დასრულდა. არ ეგონათ მომხდურებს ესეთი წინაღმდეგობა თუ დახვდებოდათ, საერთოდაც ისინი საქართველოს რამოდენიმე მიმართულებიდან უტევდნენ და მათი რაოდენობის, სამხედრო ტექნიკით, კერძოდ ჯავშან მატარებლებით, ქვემეხებით, ტყვიამფრქვევებით ბევრჯერ აღემატებოდნენ საქართველოს ჯარს. მაგრამ ყოველთვის ისე არ არის როგორც წითელი არმია ჩაიფიქრებს,ქართველების სულის გატეხვა ესე იოლად არ ხდება,ეს შეცდომა დაუშვა ზუსტად გენერალმა ჟურავლიოვმა რომელიც დარიალის ხეობის მხრიდან საქართველოში შემოღწევას ლამობდა. ისინი მალევე მიხვდნენ რომ მათ მიერ გაგზავნილი დაჯგუფება პირწმინდათ განადგურდა,ერთი კაციც კი არ დაბრუნდა ამბის მისატანად მათთან.
მეთაურმა ნიკო გიგაურმა რაზმი შეაქო და მადლობა გადაუხადა შესანიშნავი ბრძოლისთვის, ბრძანების პირწმინდად შესრულებისთვისდა დისწიპლინისთვის, მან მის თანაშემწეს ზეზვა ფიცხელაურს უბრძანა მოეხსენებინა რაზმის დანაკარგის და დაჭრილების შესახებ.
- ზეზვა ფიცხელაური წელში გამართული მიუხალოვდა მის მეთაურს და მოახსენა, ბატონო მეთაურო ღვთის წყალობით დღეს ერთი კაციც არ დაგვიკარგია,ასივე ცოცხალია, დაჭრილი გვყავს თერთმეტი კაცი, მსუბუქად, ისინი საომრად მზად არიან, თუნდაც ამ წამს რომ შემოგვიტიონ კიდევ.
- მადლობა ზეზვა, დაუბრუნდი შენს პოზიციას და დაელოდე ჩემს ბრძანებას, ჩვენ