იტვირთება...

გაყიდული

ეკა კოხტაშვილი

624 ნახვა
4.65
(0 რეცენზია /13 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
9.95
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ნაწარმოებში მოთხრობილია ქალის ტრაგიკული ისტორია, რომლის ბავშვობა თავშესაფრიდან იწყება. ეს არის ამბავი იმედისა, თავგანწირვისა, ბრძოლისა და გადარჩენისა – გზა, სადაც ერთმანეთს ენაცვლება შიში და სინათლე, წყვდიადი და რწმენა. ამბავი იმაზე, თუ როგორ შეუძლია ადამიანს გადარჩეს მაშინაც, როცა ყველაზე მნიშვნელოვანი წართმეული აქვს – ბავშვობა.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ხანდახან მეგონა დედა მეც მომაკითხავდა, დარწმუნებული ვიყავი, გამოჩნდებოდა და მათი დამოკიდებულება ჩემ მიმართ ოდნავ მაინც შეიცვლებოდა. გავცქეროდი გზას, მაგრამ ის არ ჩანდა... ყოველღამე იმ იმედით ვიძინებდი, რომ სიზმარში ვნახავდი. მინდოდა მენახა როგორ გამოიყურებოდა, როგორი ხმა ჰქონდა, როგორი ღიმილი, წარმოვიდგენდი როგორ ჩამიხუტებდა და მომეფერებოდა, მაგრამ სიზმარი სიზმრად რჩებოდა და ნატვრა ნატვრად. იმ ხშირსა და ერთსა და იმავე სიზმრებში მხოლოდ შორიდან ვხედავდი, ახლოს არ მოდიოდა. კიბეზე ჩავრბოდი, დერეფნის ბოლოს, შემოსასვლელ ღია კარში, სინათლის ბოლოს იდგა და მელოდა. შორიდანაც ისეთი იყო, როგორიც ჩემს წარმოსახვაში. თეთრი პირისახით, მაღალი ყელით, განიერი მხრებითა და სწორი სილუეტით. თავაწეული, ხელებგამოწვდილი რომ იდგა. ყოველ ჯერზე, რაც ძალი და ღონე მქონდა გავრბოდი, მაგრამ დედამდე ვერასდროს ვაღწევდი, როგორც კი ვუახლოვდებოდი, მეღვიძებოდა და იმ ღამეს ტირილში ვატარებდი.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-34-589-0
სათაური:
გაყიდული
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2025
გვერდები:
163
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
624
რეიტინგი:
4,65
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(13) რეცენზია
4.65
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [11]
  • 4
    [1]
  • 3
    [0]
  • 2
    [1]
  • 1
    [0]