იტვირთება...

უკანასკნელი ორშაბათი დედამიწაზე

თეკო მამალაძე; კატო მაყაშვილი

139 ნახვა
5
(0 რეცენზია /2 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
7.5
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ადამიანების უმეტესობას ორშაბათი არ უყვარს. ზოგს მაღვიძარას გამორთვისთანავე ეწყება შფოთვა, ზოგს კვირა საღამოს უკვე მომავალი კვირის სიმძიმე აწვება, ზოგი კი ორშაბათს უბრალოდ იმ დღეს უწოდებს, როდესაც ახალი ცხოვრება ისევ უნდა დაიწყოს. მაგრამ ოდესმე გვიფიქრია, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე თვითონ ორშაბათი? „აბსურდონავტების“ სამყაროში ორშაბათი უბრალოდ დღე არ არის. მას აქვს კაბინეტი, სამსახური, მოვალეობები, მეხსიერება და საკუთარი წარმოდგენები სამყაროზე. ყოველდღე მოდის ადამიანებთან, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არავის უხარია მისი დანახვა. ერთ დღეს კი, მის მიმართ ამდენი სიძულვილისაგან იღლება და ქრება. ერთი შეხედვით, ეს კაცობრიობისთვის შესანიშნავი ამბავია, ორშაბათი აღარ არსებობს, შესაბამისად, არც ორშაბათის დილა და არც კვირის დასაწყისის სევდა. თუმცა მალე აღმოჩნდება, რომ სამყაროს ყველაზე საძულველი დღე იმაზე მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე ვინმეს ეგონა. სამი სრულიად განსხვავებული ადამიანი: დატა, ჰაიკუ და არქიტექტორი, ორშაბათის ძებნას იწყებს. მაგრამ დაკარგული დღის ძებნა თანდათან საკუთარი თავის ძიებად იქცევა. „უკანასკნელი ორშაბათი დედამიწაზე“ არის ამბავი სამყაროზე, რომელმაც ორშაბათი დაკარგა და ადამიანებზე, რომლებმაც მის ძებნაში საკუთარი ცხოვრების ხელახლა დანახვა დაიწყეს.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ადამიანების უმეტესობას ორშაბათი არ უყვარს. ზოგს მაღვიძარას გამორთვისთანავე ეწყება შფოთვა, ზოგს კვირა საღამოს უკვე მომავალი კვირის სიმძიმე აწვება, ზოგი კი ორშაბათს უბრალოდ იმ დღეს უწოდებს, როდესაც ახალი ცხოვრება ისევ უნდა დაიწყოს. მაგრამ ოდესმე გვიფიქრია, რას ფიქრობს ამ ყველაფერზე თვითონ ორშაბათი? „აბსურდონავტების“ სამყაროში ორშაბათი უბრალოდ დღე არ არის. მას აქვს კაბინეტი, სამსახური, მოვალეობები, მეხსიერება და საკუთარი წარმოდგენები სამყაროზე. ის დროისა და ჟამის სამინისტროს სისტემის ნაწილია და მისი საქმეა ყოველდღე დროულად მოვიდეს ადამიანებთან, მიუხედავად იმისა, რომ თითქმის არავის უხარია მისი დანახვა. ერთ დღეს კი ორშაბათი ამ ყველაფრით იღლება. იღლება იმით, რომ მას ყოველთვის ადანაშაულებენ დაღლილობაში, სამსახურში დაბრუნებაში, ცუდ ხასიათში, ადრე გაღვიძებაში და იმ უბრალო ფაქტში, რომ შაბათ-კვირა დასრულდა. ამ დაღლილობის შედეგად კი ორშაბათი ქრება. ერთი შეხედვით, ეს შეიძლება საუკეთესო ამბავი იყოს კაცობრიობისთვის. ორშაბათი თუ აღარ არსებობს შესაბამისად, აღარ არსებობს არც ორშაბათის დილით ადგომა და არც კვირის დასაწყისის სევდა. მაგრამ მალე აღმოჩნდება, რომ სამყაროს ყველაზე საძულველი დღე იმაზე მნიშვნელოვანი ყოფილა, ვიდრე ვინმეს წარმოედგინა. როდესაც ერთი პატარა დეტალი სისტემიდან ქრება, მთელი სისტემა იწყებს რღვევას. „უკანასკნელი ორშაბათი დედამიწაზე“ სწორედ ამ იდეას თამაშად, თავგადასავლად და ფილოსოფიურ კითხვად აქცევს: რა მოხდება, თუ ჩვენთვის ყველაზე არასასიამოვნო რამ ერთ დღეს მართლაც გაქრება? ამ უცნაურ სამყაროში სამი სრულიად განსხვავებული ადამიანი: დატა, ჰაიკუ და არქიტექტორი, ორშაბათის ძებნაში აღმოჩნდება. მაგრამ მათი მოგზაურობა მხოლოდ დაკარგული დღის დაბრუნების მცდელობა არ არის. ეს არის მოგზაურობა საკუთარი თავისკენ. „უკანასკნელი ორშაბათი დედამიწაზე“ იყენებს აბსურდს იმისთვის, რომ სრულიად ჩვეულებრივ საკითხებს უცნაური კუთხიდან შევხედოთ: რატომ ვცხოვრობთ იმ რუტინაში, რომელიც არ მოგვწონს? რატომ გვინდა მუდმივად სადღაც გაქცევა? რას ვკარგავთ მაშინ, როცა ის, რაც გვაწუხებს, მართლაც ქრება? და შეიძლება თუ არა ბედნიერება იმავე ცხოვრებაში ვიპოვოთ, რომლის შეცვლაც გვინდა? წიგნი იუმორითა და აბსურდული სიტუაციებით გვთავაზობს ფილოსოფიურ კითხვებს ისე, რომ მათზე პასუხის გაცემა მკითხველს თავად უწევს. „უკანასკნელი ორშაბათი დედამიწაზე“ არის ამბავი სამყაროზე, რომელმაც ორშაბათი დაკარგა და ადამიანებზე, რომლებმაც მის ძებნაში საკუთარი ცხოვრების ხელახლა დანახვა დაიწყეს.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8-8983-7
სათაური:
უკანასკნელი ორშაბათი დედამიწაზე
გამოცემის თარიღი:
2026
გვერდები:
155
კატეგორია:
პროზა
ნახვები:
139
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(2) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [2]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]