[ბედისწერას თავისი ანგარიში აქვს თითოეულ ჩვენთაგანთან.]
*
ადამიანის დაბადებასა და გარდაცვალებას ერთი საერთო აქვს, ეს ცრემლებია: ოღონდაც ხან სიხარულის და ხანაც მწუხარების გამომხატველი.
როდესაც ვიღაც კვდებოდა, მუდმივად მჯეროდა, რომ მისი ცხოვრებისეული დრო მკაცრად განსაზღვრული იყო და მას ადგილი უნდა გაენთავისუფლებინა დედამიწაზე, რათა შემცვლელად სხვა ბავშვი აპირებდა დაბადებას.
მოკლედ ჩემეული აზროვნებისა და მიკერილ-მოკერილი მსოფლმხედველობოსა გახლდით, მაგრამ, აი, გადავწყვიტე, მოგითხროთ ჩემი ცხოვრების ის პერიოდი, რომელმაც აღდგომა განმაცდევინა. აღდგომა პირდაპირი გაგებით. ჩემი მონაყოლი არაა ზეცად ამაღლებაზე, ანდაც იდუმალებით მოცულ პარანორმალურ მოვლენებზე, ესაა ადამიანური აღდგომა, ჩემი აღდგომა , დაცემიდან გარკვეული დროის შემდეგ...
გიხაროდენ!
„ვითარცა ელვაი, და სამოსელი მისი-სპეტაკ, ვითარცა თოვლი. ნუ გეშინიან თქუენ, ვიცი- რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარცმულსა ეძიებთ, არა არს აქა, რამეთუ აღდგა!“(მათე: 28, )
ჯერ იყო გოლგოთა , მერე აღდგომა, სიკვდილისა სიკვდილითა დამთრგუნველი!
ჯერ უნდა გოლგოთამ გაგემოს ტკივილით სიმწარე , რომ აღდგე ტკივილსა ზედა....
ჯერ უნდა ცხოვრებამ გაგემოს ტკივილით სასოწარკვეთილი დეპრესიულობა, რომ აღდგე საკუთარ უსუსურობასა და მისგან გამოწვეულ ტკივილზე...
რათა კეთილგეყოს და კეთილგონიერება მოგემადლოს...