I თავი -
თიფი აკეთებს გოგრის თავს გილიკინების სახელმწიფოში, რომელიც ოზის ქვეყანას ჩრდილოეთით ესაზღვრება, ცხოვრობდა ერთი ბიჭი, სახელად თიფი. მოხუცი მომბი ხშირად ამბობდა, რომ ბიჭის სრული სახელი თიბეთერიუსი იყო, აზრადაც არავის მოსდიოდა ასეთი გრძელი სახელი წარმოეთქვა, როცა `თიფიც~ საკმარისი იყო.
ბიჭმა მშობლების შესახებ არაფერი იცოდა, რადგან ჯერ ისევ ჩვილი მოიყვანა აღსაზრდელად მოხუცმა ქალმა, რომელსაც მომბის სახელით იცნობდნენ და რომლის რეპუტაცია, უკაცრავად კი ვარ, მაგრამ არცთუ ისე სახარბიელო გახლდათ; გილიკინელებს მიზეზი ჰქონდათ ეჭვი გასცენოდათ, რომ მას შავ მაგიაში ერია ხელი და ამიტომაც მისგან შორს იჭერდნენ თავს.
მომბი არ ითვლებოდა ნამდვილ ჯადოქრად, ვინაიდან ერთმა კეთილმა ფერიამ, რომელიც ოზის ქვეყნის იმ ნაწილს განაგებდა, ყველა ჯადოქარს აუკრძალა მის სამფლობელოში მოქმედება. ასე რომ, თიფის მეურვე, რაც უნდა დიდი სწრაფვა ჰქონოდა მაგიისკენ იძულებული გახდა მისნობას დასჯერებოდა ან თუნდაც ალქაჯობას.
მოხუცი თიფს აიძულებდა, ტყიდან შეშა მოეზიდა და ქოტანი ცეცხლზე შემოედგა. ბიჭი ყანაშიც მუშაობდა, თოხნიდა და ლექავდა ხორბალსაც, აჭმევდა ღორებს და ოთხრქიან ძროხასაც წველიდა, რომლითაც მომბი განსაკუთრებულად ამაყობდა.
მაგრამ არ გეგონოთ, იგი თავდაუზოგავად მუშაობდა, იცოდა, ეს მისთვის საზოანო იქნებოდა. როცა ტყეში აგზავნიდნენ, ხეებზე ძვრებოდა ჩიტის კვერცხებისთვის, ხან ფეხმარდ კურდღლებს დაედევნებოდა, ხანაც მდინარეში მოკაუჭებული ანკესით თევზაობდა. შემდეგ სასწარფოდ მოაგროვებდა ერთ მკლავ შეშას და შინ მიჰქონდა. და, როცა მომბის ეგონა, ყანაში მუშაობსო, თიფი ამ დროს თვალს მიეფარებოდა ხოლმე და პურის ყანაში ფოთლების ჩხვლეტით ერთობოდა, ან მხარ-თეძოზე წამოგორდებოდა რიგებს შორის და ეძინა. ჰოდა, ვიდრე თიფი ცდილობდა, თავისი ენერგია დაეზოგა, ამასობაში საკმაოდ ძლიერი და კუნთმაგარი ბიჭი დადგა.
მომბის უცნაური მაგია ხშირად აშინებდა მის მეზობლებს, ამიტომ მისი იდუმალი, ზებუნებრივი ძალების გამო მას უფრო რიდით ექცეოდნენ, ვიდრე პატივით. მაგრამ თიფს მთელი არსებით სძულდა ეს ქალი და არც ცდილობდა დაეფარა თავისი განწყობა. ზოგჯერ მართლაც იმაზე ნაკლებ პატივისცემას ამჟღავნებდა მოხუცის მიმართ, ვიდრე იგი იმსახურებდა, მიუხედავად იმისა, რომ ქალი მეურვეობდა მას.
მომბის პურის ყანაში გოგრებსაც კარგად გამოესხა: მწვანე ღეროებს შორის მოწითალო-ოქროსფერი თავები გაგორებულიყო, დათესეს და კარგადაც ზრუნავდნენ, რათა ოთხრქიან ძროხას ზამთარში საკვები არ შემოჰკლებოდა. და აი, ერთ დღეს, მთელი ხორბალი რომ აიღეს და ზვინებად მოუვიდა ბავშვებისთვის კარგად ცნობილი `ფარანი~ გაეკეთებინა და ამით მოხუცი დაეფრთხო.
ჰოდა, აარჩია ერთი მშვენიერი, მოზრდილი, მოელვარე, მოწითალო ფორთლისფერი გოგრა და წამოიღო. დანის წვერით ორი მრგვალი თვალი და სამკუთხა ცხვირი ამოსჭრა, პირს კი ახალი მთვარის ფორმა მისცა. როცა დაამთავრა, მართალია, ვერ იტყოდი, ლამაზი სახე გამოუვიდაო, მაგრამ ისეთი ფართო ღიმილი ამშვენებდა და ისეთი მხიარული გამომეტყველება ჰქონდა, რომ მისით მოხიბლულ თიფს თავადაც ეცინებოდა საკუთარ ნამუშევარზე.
ბავშვი არავისთან თამაშობდე, ამიტომაც არ იცოდა, რომ ბიჭები ხშირად ამგვარ `გოგრის ფარანს~ შუაგულს აცლიდნენ და ამ სიცარიელეში ანთებულ სანთელს ათავსებდნენ, რათა სახე უფრო შემზარავი გამხდარიყო, მაგრამ თიფმა ისეთი გააკეტა, როგორიც მოიფიქრა, იმ იმედით, რომ სასურველ ეფექტს მოახდენდა. მერე გადაწყვიტა, კაცის ტანიც გაეკეთებინა, ზედ ეს გოგრის თავი დაედგა და ისეთ ადგილას დაეყენებინა, სადაც მოხუცი მომბი პირისპირ შეეცეხებოდა.
- მერე კი, იმ ყავისფერი ღორივით აჭყივლდება, მე რომ კუდით ვათრიე, - იცინოდა თიფი, - და უფრო მეტად აკანკალდება, ვიდრე მე, მაშინ, მალარია რომ შემეყარა!
მას საკმაო დრო ჰქონდა ამ ჩანაფიქრის განხორციელებისთვის. მომბიმ დაუბარა სოფელში მივდივარ საბაყლოში საყიდლებზეო, ეს კი, სულ ცოტა, ორი დღის მგზავრობას მაინც ნიშნავდა.
თიფმა ნაჯახი აიღო და ტყისკენ გასწია, რამდენიმე მსხვილი და სწორი ნორჩი ხე შეარჩია, მოჭრა და ყველა ტოტი და ფოთოლი ჩამოასხიპა ხელებისა და ფეხების გასაკეთებლად, ტანისთვის, კი იქვე მსხვილი მორი იპოვა, ქერქი შემოაცალა და რის ვაი-ვაგლახით საჭირო ზომის ცილინდრული ფორმა მისცა, გვერდებზე ხის პალოები ჩაამაგრა, ბედნიერად უსტვენდა და თან კიდურებსაც ფრთხილად ამაგრებდა.
როცა სადურგლო საქმე დაამთავრა, ბნელდებოდა და თიფს მოაგონდა, რომ ძროხა უნდა მოეწველა და ღორები დაეპურებინა. ჰოდა, წამოკრიფა თავისი ხის კაცუნა და სახლისკენ გაუდგა გზას.
მთელი საღამო თიფი სამზარეულოში ცეცხლის შუქზე ფრთხილად ამუშავებდა შეერთების კუთხეებს; უხეში ადგილებიც ფაქიზად და მუყაითად შემორანდა. შემდეგ კაცი კედელთან დააყენა და მისი ცქერით ტკბებოდა. არაცვეულებრივად მაღალი ჩანდა ახლა ეს კაცი მთელი ტანით, ეს კი ბიჭის აზრით წარმატების მომასწავებელი უნდა ყოფილიყო. თავად თიფს მისი შემოქმედებითი ნაღვაწის ზომები სავსებით აკმაყოფილებდა.
მეორე დილით, როცა თიფმა თავისი ნამუშევარი კვლავ შეათვალიერა, შენიშნა, რომ ტიკანას