იტვირთება...

რეპორტაჟი მომავლიდან

ქართა ხუნანი

3,181 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
რეპორტაჟი მომავლიდან ნამდვილი, ძველი ტრადიციის მიმდევარი მეთევზე, ბოლო ანკესის წვერზე წარმოგებულ თევზს, ანკესის ტყვეობიდან ფრთხილად ათავისუფლებს. წამონაგებ ლაყუჩზე ეამბორება მას (თითქოს ებოდიშება ამით) და თავდახრილი ამ მაგიური სიტყვების წარმოთქმით: ,,გმადლობთ ოქროს თევზო“ უბრუნებს მას ისევ უკან მის გამომზრდელ დედაბუნებას - მდინარის, ტბის, ზღვის, ვრცელი უკიდეგანო ოკეანის თუ მცირე გუბურის წყალს, რათა ხვალ მან კვლავ გაუწიოს შემწეობა, კვლავ გაუმართოს ხელი, რომ არ დაიდოს ცოდვა უკანასკნელი თევზისა, არ ამოწყვიტოს ჯიში სათევზეთისა - უნებურად. ამ ძველთაძველი რიტუალის შესრულების შემდეგ მეთევზეები წყლის პირას კოცონს ანთებენ, იქვე მცირე სუფრას შლიან მთელი დღის ნამუშაკარნი, საგზალს შეექცევიან, საკვებს ზედ სასმელსაც აყოლებენ და თან ათასგვარ გასაოცარ ამბებს ჰყვებიან, მათ შორის რაღა თქმა უნდა ოქროს თევზისასაც. მონადირეებსა და მეთევზეებს აბა სხვა ვინ შეედრება მათ თავს გადამხდარი თავგადასავლების საინტერესოდ თხრობაში? მეთევზეთა რამდენიმე ასეთ ნადიმს მეც შევსწრებივარ და ერთ-ერთი მათგანის მეტად ხატოვნად მონათხრობი ამბავიც განსაკუთრებით დამამახსოვრდა. მეთევზეები ნადიმის ბოლოს რომ აიშალნენ, ძუებზე აასხეს იმ დღეს მათ მიერ დაჭრილი თევზები და ასე ხელდამშვენებულები ქუჩებისკენ გაეშურნენ გამვლელ-გამომვლელ ხალხში მათ გასაყიდად. მე კი დიდხანს ვიჯექი მდინარის პირას კოცონთან და რაც მათგან მოვისმინე ის ჩავიწერე კიდეც, რამაც საბოლოოდ ასეთი სახე მიიღო: თავისი ჰამქრის სანიშნო ყელსაბამით, მესაკრავეთა უსტაბაშსავით მკერდდამშვენებულმა მსაჯმა რომ მეზურნესავით გაბერა ლოყები და მედუდუკესავით ენერგიულად ჩაჰბერა სასტვენს, მოედნის სხვადასხვა მხარეს მანამდე მანეკენებსავით თავმომწონედ გახევებული, უქმად ასვეტებული ფეხბურთელები, ელდანაკრავებივით ერთბაშად ამოძრავდნენ ერთმანეთის საპირისპიროდ, მორკინალ ტახებსავით საომრად აჯაგრულები.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
მათ შორის განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩეოდა ლურჯმაისურიანთა გუნდის ცენტრალური თავდამსხმელი, ფეხბურთელი რომლის მაისურის საზურგესაც ამშვენებდა ოქროსფრად ამოქარგული ციფრი 10. თუმცა მისი აქტიურობა უნაყოფოდ რჩებოდა, რადგან თამაშის პირველ ნახევარში ის საჯარიმო მოედანზე ,,მოცელეს“ მოწინააღმდეგე გუნდის მცველებმა, მსაჯმა კი თერთმეტმეტრიანი საჯარიმო დარტყმა არ დანიშნა მეტოქის კარში. თამაშის მეორე ნახევრის დასაწყისშივე მან სწრაფი გარბენით რამდენიმე მცველი ჩამოიტოვა ზურგს უკან და მეკარის პირისპირ აღმოჩნდა, მაგრამ მსაჯმა თამაშგარე მდგომარეობა დააფიქსირა ამ შემთხვევაშიც. თამაშის მიწურულს კუთხურიდან ჩამოწოდებულ ბურთს მეკარეზე ადრე მისწვდა ის და ლამაზი თავური დარტყმით ბურთი კარის მარჯვენა ძელის ე.წ. ცხრიანი კუთხის ბადეში გაახვია. მსაჯმა ამ შემთხვევაშიც არ ჩათვალა ბურთი გატანილად, თითქოს ფეხბურთელმა ხელი მიახმარა თავს ბურთის კარში გატანისას. აქ კი როგორც ჩანს მოთმინების ფიალა აევსოთ ლურჯმაისურიანთა გუნდის მხარდამჭერ მაყურებლებს. ვულკან ვეზუვიდან ამოფრქვეული ლავის გავარვარებულ მასასავით უეცრად იფეთქ-იხუვლეს იარუსებიდან და სტვენა-ყვირილით დაეშვნენ მოედნისკენ რისხვით ამდუღრებულ უწყვეტ მღელვარე ნაკადად. ყველას მაინც წინა რიგში მსხდომმა ერთმა ქალბატონმა დაასწროთ, რომელიც თამამად გადაევლო სტადიონის პერიმეტრის დამცავ ცხაურ-ზღუდეს და იმ მსაჯის პირისპირ აღმოჩნდა. მსაჯს შიშისგან აკანკალებული ხელიდან სარბენ ბილიკზე დაუვარდა სასტვენი, აღარ წახრილა მის ასაღებად ისე სწრაფად კურდღელსავით მოკურცხლა ტანსაცმლის გამოსაცვლელი სორო-გვირაბისაკენ იქ თავშესაფარად. ის ქალი კი ძუ მგელსავით დაედევნა და ბასრ ბრჭალებსავით ალესილ-წაწვეტებული წითელი ლაქით ახლად ,,ნაპედიკურნალი“ ფრჩხილებით მისწვდა კიდეც მას ქეჩოში, სწორედ გვირაბში ჩასასვლელ კიბეებთან, ასე ხელჩაჭიდებულები შევარდნენ ისინი გვირაბის ღია კარებში და თვალს მიეფარნენ. სტადიონის მაღალ მთებსავით აღმართული იარუსებიდან დაშვებული ხალხის მღელვარე ნაკადი წყალს მიღწეულ ცხელ ლავასავით აშიშხინდა და ნელ-ნელა დაშოშმინდა კიდეც, რადგან ყველას ერთბაშად სიცილი წასკდათ, გამაყრუებელ გრგვინვად ახარხარდნენ იმის ხილვით, თუ მამაკაცი მსაჯი როგორ გაურბოდა ,,სუსტი სქესის“ წარმომადგენელს საქვეყნოდ თავმოსაჭრელად სტადიონზე მყოფ მაყურებელთა და საერთოდ იმ ხალხის წინაშე, რომლამდეც ეს ტრაგიკომიკური ამბავი მიაღწევდა არსებული ტელე-რადიო მაუწყებლობის არხებით, თუ სხვა რამ საინფორმაციო საშუალებებით.
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
რეპორტაჟი მომავლიდან
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2017
გვერდები:
110
კატეგორია:
რომანი
ნახვები:
3181
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]