წინასიტყვაობა ეს წიგნი ჩემი სამაგისტრო ნაშრომის სამეცნიერო-პოპულარული ვერ სიაა და მის გამოცემაში რამდენიმე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა:
უპირველესად, დიდი მადლობა უნდა ვუთხრა ჩემი სამაგისტრო ნაშრომის ხელმძღვანელს, პროფესორ ლევან ცაგარელს, რომელმაც ბევრი საგულისხმო რჩევა მომცა. აგრეთვე, სალომე პატარიძეს, რომლის კურსის "აკადემიური წერის" ფარგლებშიც დავწერე ნაშ რო მის შესავალი და თეორიული ნაწილი.
ერთი დიდი მადლობა ჩემს კოლეგებს, გვანცა ცუცქირიძესა და ანა ოთხმეზურს ეკუთვნით, რომლებსაც გზადაგზა ვუზიარებდი ჩემს დაკვირვებებს და რომელთა მხარდაჭერასაც სულ ვგრძნობდი.
მადლობა ნიკა გედევანიშვილს, ასევე ჩემს კოლეგასა და მეგობარს, რომელმაც თავისი ბიბლიოთეკიდან დაუზარებლად მომაწოდა მარიამ გარიყულის მოთხრობების ორი კრებული.
და ბოლოს, მადლობა ჩემს გამომცემელს, ზვიად კვარაცხელიას, რომლის ინიციატივაც იყო ნაშრომის წიგნად ქცევა და, რა თქმა უნდა, ჩემს არაჩვეულებრივ რედაქტორს, გვანცა შუბითიძეს, რომელიც ამ წიგნის სტილურად სრულყოფაში დამეხმარა.