*** ნანი მანველიშვილის რომანში ოსტატურად ერწყმის ერთმანეთს დეტექტივი, ისტორიული რომანი და ფენტეზი. ისინი კალეიდოსკოპური თხრობით ერთ მთლიანობას წარმოქმნის, რომელიც მკითხველს ჩაითრევს და გულგრილს ვერ დატოვებს. ავტორი არა მხოლოდ ამბის კარგი მთხრობელია, მას უაღრესად მახვილი, დაკვირვებული თვალი აქვს - ღრმად სწვდება ადამიანის ბუნებას და პერსონაჟების საინტერესო ფსიქოლოგიურ პორტრეტებს ქმნის.
მანანა გელაშვილი
თსუ პროფესორი
შექსპირის ცენტრის ხელმძღვანელი
დავიწყების მარადიული, ჩუმი დღესასწაული... არავინ იცის, როდის და როგორ მიეპარება მახსოვრობის მარწუხებში მოქცეულ ადამიანს, ან რა ნიშნით გამოარჩევს და რისთვის... ალბათ იმიტომ, რომ ფერფლადქცეულ ვნებებს, გაფერმკრთალებულ იმედებსა და გაქვავებულ გრძნობებს ახალი სიცოცხლე მიანიჭოს, გამოაფხიზლოს, გაახელოს ან სულაც უხეშად შეაჯანჯღაროს და იმ აღთქმული სამყაროს აღმოსაჩენად წარუძღვეს, თავის დროზე თვითონ შემოქმედმა რომ მიანიშნა ფრთხილად.
ნანი მანველიშვილის ეს წიგნიც ის ისარამოგლეჯილი კომპასია, მკითხველს მაგიური რეალიზმით გაპოხილი ბილიკებით რომ ამოგზაურებს, ახეტიალებს და, ღმერთმა ნუ ქნას, ის გაახსენდეს, რაც თავის დროზე დაავიწყდა, თუმცა...
გაბრიელ ტანიე
მწერალი