წინათქმა როცა ახალ სახლში გადავედი, ჯერ კიდევ რამდენი რამე მქონდა თავში დასალაგებელი. არაფრით გამორჩეულ სიტუაციაში, ყოველდღიურობით დაღლილი და შეწუხებული რომ დავბრუნდი მასწავლებლისგან, სადარბაზოს კარზე გაკრულ, ნახევრად ჩამოხეულ ფურცელზე ამოვიკითხე - "ინდუსტრია 21", რომელიც იმ ნაცრისფერი და დეპრესიული რკინის ფონზე რაღაცას ნიშნავდა.
ეგ იყო და ეგ. მაშინ მომინდა, რამე დამეწერა. თითქოს თინეიჯერული ინდუსტრიალიზაციის შთაგონებისთვის გამოაკრა ვიღაცამ და მეც წამოვეგე. ინდუსტრია 21-ში ხომ ყოველდღე ვცხოვრობთ, მე კი ვბრუნდები ...
ინდუსტრია 21
"ახლა ახალი ამბავი იწყება, ამბავი ადამიანის თანდათანობითი განახლებისა, თანდათანობითი გარდაქმნისა, ერთი სამყაროდან მეორე სამყაროში თანდათანობით გადასვლისა, ახალი, აქამდე უცნობი, იდუმალი ყოფის შეცნობისა" - ფიოდორ დოსტოევსკი (დანაშაული და სასჯელი).