წიგნი მეორე
პანტაგრუელი
დიფსოდთა, ანუ წყურვეულთა მეუფე, უტყუვრად წარმოჩენილი
მთელი თავისი შესაზარი მექმეობითა და საგმირო ღვაწლითა
აღნაქვსი აწ განსვენებულ მაგისტრ ალკოფრიბასი
კვინტესენციისა გამომხდელისა
ათტაეპედი
მეტრ ჰიუგ სალელისა
ძღვნად ამა წიგნისა მთხზველსა
უკეთუ შესხმის ღირსია მთხზველი,
ვინ საამოვნოს დაამყნო მარგი,
მკითხველმა უნდა ქება თქვას შენი,
რადგანც უცხო რამ ხუმრობის ქარგით
წიგნად აასხი ამბავი ძველი,
რაიც იმოდენ სიმართლეს იტევს,
თითქოს უბნობდეს თვით დემოკრიტე,
ვისი სიცილიც ბევრს აცახცახებს.
დაე, დღეს წიგნსა დაადონ კლიტე,
ხვალ მოარგებენ სხვანი გასაღებს.