წიგნი მესამე
ქველი პანტაგრუელის საგმირო მექმეობისა და სიტყვაბრძნობისა.
აღნაქვსი მეტრ ფრანსუა რაბლესი, მედიცინის დოქტორისა.
მათქვამი, ანუ კეთილმოწყალე წამკითხველთ სამოცდამეთვრამეტე
წიგნამდისინ სიცილისა დათმენასა, ანუ გაუცინრობასა ეაჯება
ფრანსუა რაბლე მიმართავს
ნავარის დედოფლისა სულსა
კეთილო, კარგო, ნათელო სულო!
წმინდა იყავ და დარჩი რჩეული,
სასუფეველში ზეცად ასულო,
ობლად შთენილა შენი სხეული.
არც სილამაზე გახლავს ჩვეული,
არ უნდა, არა, ბევრი ფიცილი.
ღმერთმა გვაშოროს ავი ღინცილი.
მესამე წიგნში ნაღველს ნუ ელი,
ნახე, რასა იქმს სიცილ-სიცილით,
რას სჩადის ქველი პანტაგრუელი.