იტვირთება...

არ ესროლო!

ალბერტ ჯანელიძე

2,548 ნახვა
5
(0 რეცენზია /0 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
1
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
აფხაზეთის ომის თემა რამდენადაც აქტუალურია, იმდენად სათუთიცაა. ეს ის სატკივარია, რომელიც დროდადრო გვაფხიზლებს და გვახსენებს, რომ ჩვენს თაობას დიდი ტვირთი აწევს - პასუხისმგებლობა აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დაკარგვის გამო. სწორედ ეს პასუხისმგებლობა გვავალებს წართმეული ტერიტორიების დაბრუნებასაც. ამის წინაპირობა კი ის უამრავი პასუხგაუცემელი შეკითხვაა, რომელის გამოაშკარავება აუცილებლობას წარმოადგენს. ბევრ რამეს უნდა აეხადოს ფარდა, მათ შორის: კონკრეტულად რამ გამოიწვია აფხაზეთში კონფლი8ქტის იმგვარი ესკალაცია, რომ ომი თავიდან ვერ ავიცილეთ? ვისი, რისი გამოისობით, რატომ დავმარცხდით? ვინ და რატომ, რის ფასად დაუთმო მტერს ქართული მიწაწყალი? შეგვეძლო თუ არა, თუნდაც მისი ნაწილის შენარჩუნება? და საერთოდ, რა ხდებოდა აფხაზეთში ომის მიმდინარეობისას?...
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
გენო ადამია პროფესიონალი სამხედრო არ ყოფილა, არც ერთი აკადემია დაუმთავრებია, სამაგიეროდ არც გენერლის ეპოლეტებით უნახავთ არასდროს, მაგრამ ის ნამდვილი გენერალი იყო. ჩვენი გენერალი. ჩვენი ბუხუნა ბებერი ლომი, რომლისაც გვჯეროდა, რომლის კაცობისაც გვწამდა. მის მრავალათასიან ბრიგადას არც სამხედრო ტრიბუნალი გააჩნდა და არც ჰაუპტვახტი, სრულ წესრიგს kომბრიგის ავტორიტეტი უზრუნველყოფდა. მისგან მიღებულ თითქმის შეუსრულებელ დავალებას ვასრულებდით; მის წინაშე თავის მოჭრას სიკვდილს ვარჩევდით; უსაშველოდ ვუყვარდით, მაგრამ მარტში სასაკლაოზე გაგვიშვა (რა ექნა გენერალს - სხვას ვერ გავუშვებ, თქვენი იმედი მაქვსო, - ძლივს ამოილუღლუღა ორიოდე სიტყვა). გავუმართლეთ. მსხვერპლის ფასად გავუმართლეთ. ბუნებით ნიჭიერი იყო ქართველი გენერალი, დიდი ორგანიზატორი, აფხაზეთის დაცვის თავი და თავი. ომს ალღო სწრაფად აუღო და ძლიერი სპეციალისტებიც შემოიკრიბა. რაც არ იცოდა, ხმამაღლა აღიარებდა და ამის არა რცხვენოდა. თვითონაც სწავლობდა და ჩვენც გვასწავლიდა. ამიტომ გავძელით 407 დღე და ღამე. სწორედ მისებური ნიჭით, ინტუიციით, შრომითა და ცოდნით განვაცვიფრეთ მოწინააღმდეგის გენერალიტეტი, როცა რუსეთის გენშტაბში საგულდაგულოდ დაგეგმილი მარტის შემოტევა კატასტროფად შევუტრიალეთ.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-0-5554-6
სათაური:
არ ესროლო!
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2013
გვერდები:
200
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
2548
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(0) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [0]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]