როგორ წავიკითხოთ ეს წიგნი
წიგნის ავტორი უძველესი დროიდან შემონახულ ოქროს წესს მიჰყვა: დასასრული წიგნის გვირგვინი და მთავარი სამკაულია. ეს რომანი სხვა წიგნებს არ ჰგავს. თითოეული მკითხველისთვის ის სხვადასხვაგვარად მთავრდება. ყოველ თქვენგანს შეუძლია სასურველი დაბოლოება აღმოაჩინოს. ამ წიგნს ასი დასასრული აქვს და ის ღარიბი კაცის ას ოქროს ჰგავს, რომელიც მას, ხალხური ზღაპრის მიხედვით, ჯადოსნური ფრინველის საფასურად გადაუხადეს. თქვენ შეგიძლიათ, თავად აირჩიოთ და სხვასაც თავისი წილი დაუტოვოთ.
იყავით ბედნიერი საკუთარი დასასრულით, სხვა დასასრული თქვენ არ გჭირდებათ.
ნაწილი პირველი