ნაპოლეონის ანდერძი
ნაპოლეონი
დაწერილია ამა დღეს, 1821 წლის 15 აპრილს,
ლონგვუდში, წმინდა ელენეს კუნძულზე
ესე არს ჩემი ანდერძი
ანუ ჩემი უკანასკნელი ნების აქტი
I.
1. მე, დაბადებული რომაულ-სამოციქულო სარწმუნოების წიაღში, ორმოცდაათ წელზე მეტია ვაღიარებ მას და ამ რწმენით ვკვდები.
2. მსურს, ჩემი ფერფლი სენის ნაპირებზე განისვენებდეს, ფრანგი ხალხის ფერხთით, ასე რომ მიყვარდა.
3. მუდამჟამს ვემადლიერებოდი ჩემს ძვირფას თანამეცხედრეს, მარია-ლუიზას. უკანასკნელ წუთამდე მის მიმართ უნაზესი გრძნობებით ვარ განმსჭვალული და ერთსა ვთხოვ, დაიცვას ჩემი ვაჟი მზაკვრული ხრიკებისაგან, თან რომ სდევენ და წილად ერგო მის ბავშვობას.
4. ვუბარებ ჩემს შვილს, არასოდეს დაივიწყოს, რომ დაბადებით ფრანგი უფლისწულია, არასოდეს იქმნეს ტრიუმვირთაგან მართული, რადგან ისინი ევროპის ხალხებს ჩაგრავენ და ავიწროებენ. არასოდეს გაილაშქროს საფრანგეთის წინააღმდეგ, არც ოდესმე დაუშავოს რაიმე, მიიღოს ჩემი დევიზი: „ყველაფერი ფრანგი ხალხისათვის.“
5. ნაადრევად ვკვდები ინგლისის ოლიგარქიისა და მათი ჯალათის მიერ მოკლული. ინგლისელი ხალხი არ დააყოვნებს და უცილობლად შურს იძიებს ჩემთვის.
6. საფრანგეთში მტრის შემოჭრის ორი სავალალო შედეგი, იმ დროს, როდესაც მას იმხელა შესაძლებლობა გააჩნდა, მარმონის, ოჟეროს, ტალეირანისა და ლა ფაიეტის ღალატის ბრალია. მიმიტევებია მათთვის ეს დანაშაული. დაე, ჩვენმა შთამომავლობამ ჩემსავით შეუნდოს მათ!
7. მადლობას ვწირავ ჩემს კეთილ და ძვირფას დედას, კარდინალს, ჩემს ძმებსა და დებს, - ჟოზეფს, ლუსიენს, ჟერომს, პოლინას, კაროლინას, ჟიულის, ჰორტენზიას, კატარინას, ევგენის - ჩემდამი ყველგან და ყოველთვის გაწეული თანაგრძნობისათვის, მიპატებია ლუისთვის სიცრუითა და სიყალბით სავსე პასკვილი, რომელიც მან 1820 წელს გამოაქვეყნა.
8. უარს ვაცხადებ და ჩემად არ ვცნობ „წმინდა ელენეს ხელნაწერს“, აგრეთვე ამ ბოლო ექვსი წლის განმავლობაში ასე ხშირად რომ იბეჭდებოდა, თხზულებებს სათაურით: „მაქსიმები“, „სენტენციები“. ბევრიც რომ ეცადოთ, იქ ვერ აღმოაჩენთ ჩემი ცხოვრების წარმმართველ ზნეობრივ საფუძვლებს. დიახ, მე ვბრძანე, დაეჭირათ და გაესამართლებინათ ჰერცოგი ენგიენელი, რადგან ფრანგი ხალხის უსაფრთხოების, ინტერესებისა და ღირსების დასაცავად ასე იყო საჭირო. მან თავად აღიარა, რომ პარიზში აცხოვრებდა და ინახავდა სამოც მკვლელს. დღესაც იგივეს გავაკეთებდი.
II.
1. ვუანდერძებ ჩემს ვაჟს ზარდახშებს, ორდენებსა და სხვა ნივთებს, როგორიცაა: ვერცხლეული, საველე საწოლი, იარაღი, უნაგირები, დეზები, ჩემი სამლოცველოს ბარძიმები, წიგნები, პირადი თეთრეული, თანდართული „ა“ ნუსხის შესაბამისად. მინდა, ეს მოკრძალებული საჩუქარი ძვირფასი იყოს მისთვის და მოაგონოს მამა, რომლის ხსოვნასაც სამყარო შემოინახავს.
2. ვუანდერძებ ლედი ჰოლანდს ანტიკური ხანის კამეას, რომელიც ტოლენტინოში პაპმა პიუს ვი-მ მაჩუქა.
3. ვუანდერძებ გრაფ მონტოლონს მადლიერების ნიშნად ორ მილიონ ფრანკს ჩემდამი ექვსი წლის განმავლობაში გაწეული მამაშვილური ზრუნვისა და წმინდა ელენეზე ყოფნის გამო მიყენებული დანაკლისის ასანაზღაურებლად.
4. ვუანდერძებ გრაფ ბერტრანს ხუთას ათას ფრანკს.
5. ვუანდერძებ მარშანს, ჩემს პირველ კამერდინერს ოთხას ათას ფრანკს, რომელიც ჩემი მსახური კი არა - ნამდვილი მეგობარი იყო. ვუსურვებდი, ჩემი ძველი გვარდიის ოფიცრის, ჯარისკაცის ქვრივი, ქალიშვილი ან და შეირთოს ცოლად.
6. იგივე, სენ-დენის - ას ათას ფრანკს
7. იგივე, ნოვარუს (ნოვარას) - ას ათას ფრანკს.
8. იგივე, ჰიერონს - ას ათას ფრანკს.
9. იგივე, არშამბოს - ორმოცდაათ ათას ფრანკს.
10. იგივე, კურსოს - ოცდახუთ ათას ფრანკს.
11. იგივე, შანდელიეს - ოცდახუთ ათას ფრანკს.
12. მამა ვინიალის - ას ათას ფრანკს. ვისურვებდი, პონტე-ნუოვო-დი-როსტინოს ახლოს სახლი აეშენებინოს.
13. იგივე, გრაფ ლას-კაზს - ას ათას ფრანკს.
14. იგივე, გრაფ ლავალეტს - ას ათას ფრანკს.
15. იგივე, მთავარ ქირურგ ლარის - ას ათას ფრანკს. იგი ყველაზე კეთილშობილი ადამიანია მათ შორის, ვისაც კი ვიცნობდი.
16. იგივე, მწერალ ბრაიერს - ას ათას ფრანკს.
17. იგივე, გენერალ ლეფევრ-დენუეტს - ას ათას ფრანკს.
18. იგივე, გენერალ დრუოს - ას ათას ფრანკს.
19. იგივე, გენერალ კამბრონს - ას ათას ფრანკს.
20.იგივე, გენერალ მუტონ-დიუვერნიეს შვილებს - ას ათას ფრანკს.
21. იგივე, მამაცი ლაბედოიერის შვილებს - ას ათას ფრანკს.
22. იგივე, ლინიში მოკლული გენერალ ჟირარის შვილებს - ას ათას ფრანკს.
23. იგივე, გენერალ შარტრანის შვილებს - ას ათას ფრანკს.
24.იგივე, კეთილშობილი გენერალ ტრავოს შვილებს - ას ათას ფრანკს.
25.იგივე, გენერალ ლალმან-უფროსს - ას ათას ფრანკს.
26.იგივე, გრაფ რეალს - ას ათას ფრანკს.
27.იგივე, კორსიკაზე კოსტა დე ბასტელიკას - ას ათას ფრანკს.
28.იგივე, გენერალ კლოზელს - ას ათას ფრანკს.
29.იგივე, ბარონ მენევალს - ას ათას