სამადლობელი
როცა წიგნზე მუშაობას დაასრულებ და უკან მიიხედავ, აცნობიერებ, რომ არა გუნდური მუშაობა და მეგობრების დახმარება, მთელი საქმე ფსკერისკენ წავიდოდა, როგორც აისბერგს შეჯახებული „ტიტანიკი“. უღრმესი მადლობა გამომცემლობის თანამშრომლებს: ელკას, ემილისა და კლიოს დაუღალავი მუშაობისთვის; მადლობა ჰოლი ბლეკს, რომელიც მოთმინებით კითხულობდა სხვადასხვა ეპიზოდის განახლებულ ვერსიებს. ჩემი მადლობა ეკუთვნის ლიბა ბრეის, რომელიც წერის დროს ფუნთუშებით უშურველად მამარაგებდა და საშუალებას მაძლევდა, დივნით მესარგებლა; ასევე რობინ უასერმანს, რომელიც სერიალ „ჭორიკანადან“ ციტატებით მართობდა; მორინ ჯონსონს, რომლის მზერა მუშაობის დროს შიშს მგვრიდა; ჯასტინ ლარბალესტიერსა და სკოტ უესტერფილდს, რომლებიც მაიძულებდნენ, დივნიდან ავმდგარიყავი და სადმე გამევლო, რომ წერა გამეგრძელებინა. მადლობა იოანასაც, რომელიც რუმინული ენის (რომელიც არ ვიცი) გამოყენებაში დამეხმარა.
სამადლობელი, როგორც ყოველთვის, ეკუთვნის ჩემს აგენტ ბარი გოლდბლეტს; ჩემს გამომცემელ კარენ ვოიტილას; გამომცემლობების Simon Schuster-ისა და Walker Books-ის წევრებს, რომლებიც ამ სერიის წიგნების გამომცემლები არიან; ასევე სადა პეინს, რომელმაც ვადები უფრო ხელსაყრელად შეცვალა. და რასაკვირველია, ჩემი მადლობა ეკუთვნის ოჯახს – დედას, მამას, ჯიმსა და კეიტს, ესონსის კლანს, და, რა თქმა უნდა, ჯოსს, რომელიც დარწმუნებულია, რომ საიმონის პროტოტიპია (იქნებ მართალიც არის).