მადლობა და წინასწარი შენიშვნა
სასიამოვნო მოვალეობად მიმაჩნია მადლობა ვუძღვნა ყველას, ვინც წიგნის ორივე ტომის ტექსტის სხვადასხვა ვარიანტს გაეცნო ან რჩევით დამეხმარა, კერძოდ ზურაბ აბაშიძეს, არჩილ გეგეშიძეს, გივი და ირინა გაჩეჩილაძეებს, ალექსანდრე რონდელს, იოსებ სალუქვაძეს, აგრეთვე კოტე და ვახტანგ ცისკარიძეებს.
წიგნის წყაროები უფრო უხვია, ვიდრე ლიტერატურის სიაშია მითითებული, მათ შორისაა ენციკლოპედიები, ინტერნეტით მოპოვებული ინფორმაცია და ძველი საგაზეთო მასალა, რომელიც ოდესღაც წამიკითხავს (და ახლა ვცდილობ გონებაში აღვიდგინო!), აგრეთვე, მამაჩემის ზეპირი მოგონებები ხხ საუკუნის შესახებ 1974 წლამდე, მის გარდაცვალებამდე.
იმის გათვალისწინებით, რომ საშუალო მკითხველში სქოლიოების დანახვა სავსებით ნორმალურ ალერგიას იწვევს, დამოწმებები ტექსტში არ მომაქვს, მით უმეტეს, რომ ეს უფრო “დოკუმენტური პროზაა”!
პირველი ტომის ხელახალ გამოცემაში შეტანილია მცირეოდენი ცვლილებები.
ავტორი
12 დეკემბერი, 2011