რეალურ დიბის - დიდი მადლიერებით რაღა მაშინ დაიბადე, როცა გამუდმებით თოვდა?
მაშინ ჯობდა, როცა ტყეში გუგულის ხმა გაისმოდა.
ანდა მაშინ, როცა ვაზი ნაზად, მწვანედ ყვავილობდა.
მაშინ, როცა ფრინველთ ჯარი დიდ რაზმებად ეწყობოდა.
სხვა მხარეში წასვლა სურდა და არავინ არ ურჩობდა,
მიფრინავდა და ზაფხულის ბოლოს სიკვდილს გაურბოდა.
რაღა მაშინ მიიცვალე, როცა ბატკნებს ხდიან სამოსს?
მაშინ ჯობდა, როცა ბაღში ველით ვაშლის მწიფე ნაყოფს,
მაშინ, როცა კალიასაც გასაჭირის დრო უდგება,
ანდა მაშინ, როცა ყანად პურის ძნების რიგი დგება,
როცა მცირე ნიავიც კი ვერ ისვენებს, ოხრავს, დარდობს,
თუ რამ ჩვენთვის ძვირფასია, ყოველივეს სიკვდილს გვამცნობს.
ქრისტინა ჯ. როსეტი(ქრისტინა ჯორჯინა როსეტი (1830-1894 წწ.) - ინგლისელი პოეტი.), „გლოვის სიმღერა“