-სად ვარ? ღმერთო ჩემო სად ვარ ? არის აქ ვინმე? გესმით ჩემი? - ყვიროდა მარგარეტი, მაგრამ მისი ხმა არავის ესმოდა. ბნელოდა, ირგვლივ უკუნი წყვდიადი იყო, სადაც შეუძლებელი იყო თვალს რამე გაერჩია. ისე ბნელოდა , გეგონებოდათ მზემ სამუდამოდ იბრუნა ადამიანებისგან პირი და ამოსვლას აღარ აპირებდა. -გესმით ჩემი? - კიდევ ერთხელ ხმამაღლა დაიყვირა მარგარეტმა, მაგრამ უშედეგოდ. ხელებს აქეთ-იქით აფათურებდა, რათა წინ წასულიყო ისე, რომ არაფერს დასჯახებოდა. ის ძალიან შეშინებული იყო, ისე ცახცახებდა, თითქოს ვინმეს ერთ, დიდ საყინულეში ჩაეკეტა და ტემპერატურა მაქსიმალურად დაეწია.
მარგარეტ რეიჩალდსი ერთ-ერთი მაღალი თანამდებობის პირი იყო პრეზიდენტის შემდეგ. ეს ერთობ დახვეწილი ქალბატონი სულ რაღაც ორი დღის წინ პრეზიდენტის გვერდით იდგა და მითითებებს აძლევდა თვით პრეზიდენტს, ახსენებდა რა უნდა გაეკეთებინა და როგორ. დიახ სწორად მიმიხვდით. ის პრეზიდენტი, ჯორჯ ჰამონდის მრჩეველი იყო. ამ ორი დღის წინ თითქოს ყველაფერი რიგზე იყო და არაფერ გაუთვალისწინებელს არ ელოდნენ , ისინი პრეზიდენტის გამოსვლისთვის ემზადებოდნენ. მას სიტყვა უნდა ეთქვა ამერიკელი ახალგაზრდებისთვის, რომლებიც წვრილმან ხულიგნობებს სჩადიოდნენ. ამ ბოლო დროს ამგვარი დანაშაულების რიცხვმა რეკორდულ მაჩვენებელს მიაღწია. პრეზიდენტი იყო ის ერთადერთი ადამიანი ვისაც ძალაუფლებაც ჰქონდა და სურვილიც იმისა, რომ გაეფრთხილებინა და დაერიგებინა ბავშვები, მიეხვედრებინა ასე აღარ მოქცეულიყვნენ და პასუხი არ ეგოთ ჩადენილისთვის. ციხე მათთვის კი არ არის შექმნილი არამედ საშიში დამნაშავეებისთვის, რომლებიც მართლაც საფრთხეს უქმნიან მოქალაქეებს და თვითონ ქვეყანას. პრეზიდენტის გარშემომყოფებს იმედი არ ჰქონდათ რომ ეს სიტყვა რამეს შეცვლიდა და მას ურჩიეს, რომ შესაფერისი რეფორმა გაეტარებინა და ამით დიდი ალბათობა იყო დანაშაულის რიცხვს საგრძნობლად ეკლო. ორი წუთი რჩებოდა ეთერში ჩასართავად, და როცა ოპერატორმა ანიშნა, მანაც დაიწყო:
-ქალბატონებო და ბატონებო, პირველ რიგში მინდა გითხრათ რომ ის მძიმე წლები, რომელიც ამერიკამ განვლო წარსულში დარჩა. თითოეული ადამიანი უნდა ესწრაფვოდეს გახდეს უფრო მეტი ვიდრე გუშინ და გუშინწინ. თითოეული ადამიანი უნდა ცდილობდეს მისი ცხოვრება მხოლოდ წინ გადადგმული ნაბიჯებისგან შედგებოდეს. ადამიანი, რომელიც ერთ ნაბიჯს წინ გადადგამს და ორს უკან ყოველთვის წაგებული დარჩება და ვერ დაეხმარება ჩვენს ქვეყანას. მინდა გითხრათ, რომ დროა ყველანი შევიცვალოთ და გავხდეთ უფრო მეტი ვიდრე ვიყავით. მამაჩემი მეუბნებოდა, რომელიც ახლა სამწუხაროდ ცოცხალი აღარ არის, ისე უნდა იცხოვრო ყოველთვის, სხვისი არაფერი გშურდეს, რადგან შურია ბოროტების სათავე. შურია ყველაფერი ცუდის სათავე. ჩემო კეთილო ხალხო მოდით მსოფლიოს დავუმტკიცოთ, რომ არ ვართ ისეთნი, როგორადაც მივაჩნივართ. მე ეს ვიცი, ამას ვგრძნობ. ყოველ ღამე, ჩემს გაკეთებულ საქმეებს ვავლებ თვალს და ვფიქრობ თუ რა გავაკეთე დღეს ისეთი, რითაც თუნდაც ერთ ადამიანს მაინც დავეხმარე, და როცა ასეთ რამეს ვიხსენებ შემდეგ მეორე დღეს ამაყი ვეგებები. მინდა გითხრათ რომ ყოველი ადამიანი -მან ოდნავ ხმას აუწია , ერთი ხელი ასწია და თითს აქნევდა, ხოლო მეორე ტრიბუნაზე ედო. - ძილის წინ უნდა ფიქრობდეს რომ ეს მისი უკანასკნელი ღამეა და ისეთი არაფერი უნდა ჩაიდინოს იმ დღეს, რის გამოც ღმერთს მორცხვად შეხვდება სასჯელის მოლოდინში. მინდა გულის ტკივილით მოგახსენოთ - ხმას ოდნავ დაუწია, გუგები გაუფართოვდა, ოდნავ დაძაბული მოგეჩვენებოდათ, შემდეგ კი განაგრძო. - როგორ გახშირდა წვრილმანი დანაშაულები, რომლებსაც ახალგაზრდები დაუფიქრებლად სჩადიან. მინდა მოგიწოდოთ რომ ამას ნუ ჩაიდენთ, რადგან ციხე თქვენთვის არ არის ბავშვებო, ნუ დაინგრევთ ცხოვრებას ბავშვობიდანვე, ციხეში ალბათ იცით, რომ ათასი მკვლელობა და გაუპატიურება ხდება, ამას ჩვენ ვერ შევაჩერებთ. მინდა გაგაფრთხილოთ, რომ დაძლიოთ შური, და გახდეთ უფრო მეტად მეგობრულები და თავაზიანები, რადგან ციხე მხოლოდ იმათთვის არის შექმნილი ვინც წვრილმან დანაშაულებს კი არ ჩადის არამედ ისეთს, რომ ალბათ, მხოლოდ წიგნებში და კინოებში თუ გინახავთ. აქვე მინდა ვთქვა, რომ ყველას ვისაც სურვილი აქვს ოჯახს დაეხმაროს და კანონიც არ დაარღვიოს მე მზად ვარ მათთვის გამოვყო თანხა და შესაძლებელი გავხადო მოზარდებმაც იმუშაონ. ვიცი ადრე, როგორ პირობებში გიწევდათ მუშაობა. ჩემთან ბევრი საჩივარი მოდიოდა დედებისგან, რომელთა შვილიც სამუშაოზე სცემეს, აბუჩად აიგდეს იმის გამო რომ 15 წლის იყო და სამუშაოს ისე ვერ ასრულებდა, როგორც საჭირო იყო, მაგრამ დღეიდან ჩემი ხალხი იზრუნებს ამაზე. მე გამოვყავი ფული დამკვირვებლებისთვის, რომელებიც იზრუნებენ იმაზე რომ მშვიდად იმუშაოთ, როგორც სხვები და თანხაც იმდენი გადაგიხადონ რამდენიც გეკუთვნით. ამის შემდეგ ვიმედოვნებ, რომ თქვენი დამოკიდებულება სახელმწიფოსადმი ერთობ შეიცვლება და შემცირდება ეს ქურდობა და ძალადობა, რასაც აქამდე ახორციელებდით... რაც რისკის წინაშე დგას უფრო მნიშვნელოვანია , სასწორზე ჩვენი თავმოყვარეობა დევს და ეს უფრო მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ვიდრე პირადი შუღლი . რაც რისკის წინაშე დგას ეს დემოკრატიის მომავალია. - ჰამონდმა სიტყვა დაამთავრა დაემშვიდობა ხალხს თბილი სიტყვებით და გავიდა კმაყოფილი სახით, რომელიც საქმის კარგად შესრულების შემდეგ ყოველთვის გამოკრთის ხოლმე ადამიანის სახეზე, თუმცა მათი მრჩეველები კმაყოფილებს არ ჰგავდნენ.
მარგარეტი პრეზიდენტს აედევნა და პატარა ბავშვივით გაკიცხა, რადგან მან შეცვალა მისის მოლინგის დაწერილი სიტყვა, მაგრამ ისევ კმაყოფილი ღიმილი მიიღო პასუხად. კლერ მოლინგი 23 წლის და ასაკთან შედარებით საკმაოდ ჭკვიანი ქალი გახლდათ, ყოველთვის კარგად გამოიყურებოდა და ისეთი ქალი არ იყო რომლის დანახვაზეც მასთან მისვლა და გამოლაპარაკება არ მოგინდებოდა. გულის მთხოვნელი ბევრი ჰყავდა, მაგრამ ყველას ცივი უარით ისტუმრებდა, ერთადერთი შემთხვევა იყო სულ რაღაც 6 თვის წინ. კლერი შეხვდა ჯეკ მენუს, ერთ ბარში სახელად „Drink & Fun“. კლერი იშვიათად თუ შემოვიდოდა ამ ბარში, ისიც მხოლოდ შაბათობით და იმიტომ რომ იქ მთელ ნიუ-იორკში საუკეთესო ბურბონი ჰქონდათ. კლერი იქვე ცხოვრობდა ქუჩის კუთხეში. მათი თვალები ერთმანეთს შეხვდნენ და დიდხანს ვერ აარიდეს. მათ შორის უხილავი გრძნობა გაჩნდა. აქამდე კლერს არ სჯეროდა ერთი ნახვით შეყვარება, მაგრამ ახლა სწორედ ამას გრძნობდა, მზად იყო მასთან მთელი ცხოვრება გაეტარებინა. ჯეკი სიმპათიური ყმაწვილი იყო, 21 წლისა, მას შავი, კარგად მომჯდარი შარვალი და თეთრი კოსტუმი ეცვა, თან დიდი ჩემოდანი ჰქონდა. თავიდანვე შეამჩნევდი, რომ მიემგზავრებოდა, მაგრამ ამ ქალის გამო არსად წასვლა აღარ უნდოდა. შეეძლო ყველაფერი მიეტოვებინა და მასთან მისულიყო გასაცნობად. ასეც მოიქცა. დახვეწილი მოძრაობით მიუახლოვდა მას და ბარმენს უთხრა:
-ვისკი, ორმაგი და ამ ქალბატონს...
-არა მისტერ, მეტს აღარ ვსვამ, - სიტყვა გააწყვეტინა ჯეკს და წასასვლელად მოემზადა, ისე იყო დაბნეული, რომ ჩანთა მაგიდაზე დატოვა. ჯეკი უკან დაედევნა.
-მის, მის , თქვენი ჩანთა. - მიუახლოვდა და ჩანთა გაუწოდა. -მე ჯეკი მქვია.
-ო, დიდი მადლობა ჯეკ. დღეს რაღაც ძალიან დაბნეული ვარ.
მას შემდეგ ორი თვე ხვდებოდნენ ერთმანეთს. მაგრამ მასთან განშორებაც უწევდა, რადგან ის ჯარისკაცი იყო და სამშობლოს დასაცავად მიემგზავრებოდა ხოლმე. ყველაფერს აკეთებდა, რომ ამერიკელ ხალხს და რაც მთავარია კლერს მშვიდად სძინებოდა და არაფერი მოსვლოდა. ერთ დღეს კი დეპეშა მოუვიდა, რამაც მისი დაღუპვის შესახებ აცნობა. წესისამებრ დაკრძალეს როგორც, ნამდვილ ჯარისკაცს და გმირს შეჰფეროდა. მისმა თანამოძმეებმა იარაღი ჰაერში რამდენიმეჯერ გაისროლეს და პრეზიდენტმაც პატივი მიაგო მის ხსოვნას. ეს მოხდა 2 კვირის შემდეგ, 24 ივლისს, კლერს ჟურნალისტიკის კურსი ახალი დამთავრებული ჰქონდა და სწორედ ამ დაკრძალვაზე მიიქცია ყურადღება მისმა სილამაზემ და სიტყვის თქმის უბადლო ნიჭმა. მართალია ამერიკის შეერთებული შტატების დროშა დედამისს გადასცეს, მაგრამ დაკრძალვა კლერის სიტყვით დასრულდა და ამან პრეზიდენტზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა, ისე დაინტერესდა მისით თავის ერთ-ერთ ერთგულ თანამშრომელს მეთიუს გამოკითხა თუ იცოდა ვინ იყო ეს გოგო და მანაც უთხრა, რომ ოქსფორდი წარჩინებით დაამთავრა. ამ დღის შემდეგ დაიწყო მისი კარიერა თეთრ სახლში. ასე რომ ეს დღე მისთვის ტრაგედიაც იყო და ამავე დროს ამ დღეს შეამჩნია ქვეყნის პრეზიდენტმა და დაიწყო მუშაობა იქ სადაც ვერც იოცნებებდა. მისთვის ესოდენ სიხარულიც იყო. და როცა ამ დღეს იხსენებდა, ყოველთვის სევდანარევი ღიმილი გამოანათებდა მის სახეზე და უმალ უჩინარდებოდა. კლერი პრეზიდენტისთვის სიტყვას წერდა, რაც ყოველთვის კარგად გამოსდიოდა, მაგრამ ამ ბოლო გამოსვლის შინაარსი ყველასთან შეუთანხმებლად შეცვალა ჰამონდმა.