-რას ფიქრობთ მისტერ გრიფიტ, მომხდარის შესახებ? - ჰკითხა ცნობილმა რეპორტიორმა მადლენ ჰამშერმა დეტექტივს.
-ვფიქრობ, რომ დამნაშავე სათანადოდ დაისჯება.- და ისეთი გამოხედვა მიიღო თითქოს რეპორტიორს აფრთხილებს, რომ მეტი კითხვა აღარ დაუსვას, კამერას მოსცილდა და შენობაში შევიდა. დეტექტივი დანიელ გრიფიტი თავისი ბენტლით მოვიდა, რომელიც უახლესი გამოშვება იყო ბაზარზე, დახვეწილი შავი ტყავისგან შეკერი სალონით, უახლესი აუდიო მოწყობილობით, GPS-ითა და პატარა ტელევიზორით, რომელსაც მხოლოდ მაშინ იყენებს, როცა მანჩესტერის თამაშს აჩვენებენ და მთელი მისი ოჯახი წინააღმდეგია ამის. არ მოგესმათ „წინააღმდეგია“ , რადგან მისმა თამაშებმა ტოტალიზატორში 10 000 დოლარზე მეტი ზარალი მოუტანა ოჯახს, ახლა კი ის ტოტალიზატორს აღარ ეკარება. ახლოს ჩავლის შემთხვევაში მხოლოდ ცოლზე ფიქრობს და იმაზე რა ნახა კარგი ამ თამაშებით. კარგი უბრალოდ არ ახსენდება, და ცდილობს თავს მოერიოს, რომ ტოტალიზატორს აღარ მიეკაროს.
ყველაფერი ამ დილით დაიწყო, როცა მისის კლეიტონმა მეზობელ ბინაში ყვირილი გაიგო და საშველად პოლიციაში დარეკვისა და სახლში დარჩენის მეტი, პოლიციის ლოდინის მიზნით არაფერი გაუკეთებია. ნიუ ჰემფშირის ქუჩა ნომერი 13 პოლიციისა და გადამღები ჯგუფის მანქანებით გაივსო. რასაკვირველია, დეტექტივი გრიფიტი თავის მეწყვილესთან ერთად პოლ შელდონთან მოვიდა, თავისი მანქანით პოლიციას მოჰყვნენ. პირველ რიგში რაც დანიელმა გააკეთა ბინის გამქირავებელთან სახლში შევიდა, ვინც არ იცით ეს მის გვერდზე მცხოვრები როზალი კლეიტონი გახლდათ, ხოლო პოლს კი დანაშაულის ადგილის დაკვირვებით დათვალიერება დაავალა.