წინათქმა ანდრო ბელარეცკის მეძახიან; ოთხმოცდათექვსმეტი წლის მოხუცი ვარ; ვიცი, ცოტა დრო დამრჩა და მიკიბულ-მოკიბული საუბრით გულს არ გაგიწყალებთ; პირდაპირ საქმეზე გადავალ.
ჩემი ახალგაზრდობის დროინდელი ამბავი უნდა მოგითხროთ. მართალია, შეგეშინდებათ, მაგრამ რა ვქნა?! ვინმემ ხომ უნდა აღწეროს ბელარუსის შლიახტის ტრაგედია!
მაშ ასე, ენდეთ ჩემს ჭაღარას.