ნაწილი პირველი რას იზამ, უფალო, როცა გარდავიცვლები?
როცა მე, შენი საწყაული, გავტყდები და დავეცემი?
როცა მე, შენი სასმელი, ავმძაღდები და ამოვშრები?
მე ვარ შენი შესამოსელი, მოსავალი, რომელსაც იმკი,
შენ კარგავ აზრს, ჩემი დაკარგვით.(აქ და ყველგან ლექსები თარგმნა გვანცა გარმელიამ.)
რაინერ მარია რილკე, "საათების წიგნი".
მოხვიდოდი, თუ ვინმე მოგმართავდა
მცდარი სახელით?
მე ვქვითინებდი, რადგან წლობით,
უფალი არ შემხებია;
მერე კი, ერთ ღამეს, საიდუმლო გამანდეს;
იქნებ, სახელი, რითაც ღმერთს მიმართავ
სულაც არაა მისი,
იქნებ, უბრალოდ მეტსახელია.
რაბია, პირველი სუფი ქალი, მერვე საუკუნე, ერაყი.