იტვირთება...
მთავარი
წიგნები
კატალოგი
მოხმარების წესები
ჩვენ შესახებ
„საბას“ შესახებ
სიახლეები
პროექტები
ვიკიპედია ქართულად
პრემია "საბა"
კონკურსის შესახებ
კონკურსის ისტორია
წესდება
საკონკურსო განაცხადი
/
კონტაქტი
შესვლა
|
რეგისტრაცია
ელ. წიგნი
ელ. წიგნი
ავტორი
გამომცემელი
შესაძენი წიგნები
რაოდენობა
0
0.00
მთავარი
/
წიგნები
/
დოკუმენტური პროზა
/
ესეისტიკა
/
ნომინანტები 2022
/
ლაურეატები 2022
/
ბუცები და ტყავის ჩექმა
ბუცები და ტყავის ჩექმა
დავით ჯიშკარიანი
2021 წელი |
ზიარი
დოკუმენტური პროზა
|
ესეისტიკა
|
ნომინანტები 2022
|
ლაურეატები 2022
4,778
ნახვა
4.25
(0 რეცენზია /7 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
6.5
ყიდვა
ჩუქება
საბას ლაურეატი
ანოტაცია
დავით ჯიშკარიანი მოგვითხრობს, როგორ შემოვიდა ფეხბურთი საქართველოში ეკონომიკურ მოდერნიზაციის კვალდაკვალ; როგორ დაინახა საბჭოთა ხელისუფლებამ მასში მასების ორგანიზების საშუალება და ქალაქის შემოგარენში გამართული ბურთაობა ორგანიზებულ სპორტად გადააქცია. თქვენ გაიგებთ, როგორ იწყებოდა თბილისის „დინამო“, როგორ გადაეჯაჭვა ერთმანეთს ბევრი ფეხბურთელის სპორტული და ჩეკისტური კარიერა - ზოგი ფეხბურთელი იმავდროულად შინსახკომის გამომძიებელიც იყო, ზოგი კი მასობრივ რეპრესიებს შეეწირა. გაარკვევთ, რატომ ჩამოვიდნენ საქართველოში ფრანკოს წინააღმდეგ მებრძოლი ბასკი ფეხბურთელები და რა გადახდა თავს მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ ცნობილ ვეტერან ფეხბურთელს. დავით ჯიშკარიანი ამ და სხვა ამბებს ჰყვება მრავალწლიანი საარქივო კვლევებისა და პირადი ინტერვიუების საფუძველზე. ის ბევრ ოჯახს ესაუბრა საქართველოში, რუსეთში, ესპანეთსა და შორეულ მექსიკაშიც კი. ჩეკისტური გუნდის ეროვნული სიმბოლოდ გადაქცევის ამბავი სარკესავით ასახავს მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიას.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
მუჰამედის ცხოვრ...
გიორგი ლობჟანიძე
7
ყიდვა
ანტისაბჭოური სი...
უავტორო *
0
ყიდვა
მხატვრული თარგმ...
ვახუშტი კოტეტიშვილი
3.85
ყიდვა
ჩაკეტილი საზოგა...
გიორგი მაისურაძე
4.8
ყიდვა
ჩემი მეოცე საუკ...
რევაზ გაჩეჩილაძე
9
ყიდვა
ტუალეტში საკითხ...
დათო ქარდავა
4.8
ყიდვა
სოკრატე
ირაკლი ქასრაშვილი
3.5
ყიდვა
პირადი ბიბლიოთე...
მალხაზ ხარბედია
0
ყიდვა
წმინდა წყვდიადი
ლევან ბერძენიშვილი
10.4
ყიდვა
უცნობი წიგნები ...
გიგი თევზაძე
8.3
ყიდვა
ფრიდრიხ ჰიოლდერ...
ნაირა გელაშვილი
5
ყიდვა
თანამდევი სული ...
ნოდარ გრიგალაშვილი
10
ყიდვა
თანამდევი სული ...
ნოდარ გრიგალაშვილი
10
ყიდვა
პროზისა და საკუ...
დავით ქართველიშვილი
4.2
ყიდვა
ავტოპორტრეტი წი...
ზაალ სამადაშვილი
3.9
ყიდვა
მოგზაურობა "კაუ...
ლევან ბრეგაძე
5
ყიდვა
ილია სამეგრელოშ...
ზვიად კვარაცხელია
1.5
ყიდვა
ჩემი დავით კლდი...
მაკა ჯოხაძე
2.5
ყიდვა
პოლიტიკური ჭადრ...
ალექსანდრე ჩიკვაიძე
2.99
ყიდვა
მოგონებანი გალა...
აკაკი ხინთიბიძე
1.99
ყიდვა
ლეგენდა ბობ მარ...
თამო ხოსიტაშვილი
5.4
ყიდვა
ოჰ, ეს თბილისურ...
პაატა ტეტუნაშვილი
3.2
ყიდვა
ყოფითი რწმენა-წ...
ლევან ბრეგაძე
3
ყიდვა
ეს მე ვარ - ფირ...
შორენა ლებანიძე
3
ყიდვა
ტიბეტი არ არის ...
დათო ტურაშვილი
5.5
ყიდვა
პოეტის მკაცრი ო...
ცისანა გენძეხაძე
3
ყიდვა
ცა მიწიდან იწყე...
ოთარ ჭილაძე
2.5
ყიდვა
ქართველები სეფი...
ჰიროტაკე მაედა
2
ყიდვა
ტერორისტები
ირაკლი მახარაძე , ლაშა ხეცურიანი
6.9
ყიდვა
ქართული ანტისაბ...
გელა სულაძე
17.4
ყიდვა
მოუხელთებელი ქა...
ჰენრი კუპრაშვილი
0
ყიდვა
ბილიკები ამერიკ...
მაკა კვერენჩხილაძე
3.99
ყიდვა
არ ესროლო!
ალბერტ ჯანელიძე
1
ყიდვა
ჩემი მეოცე საუკ...
რევაზ გაჩეჩილაძე
7.8
ყიდვა
სამი განზომილებ...
ჯაბა იოსელიანი
9
ყიდვა
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
დავით ჯიშკარიანი მოგვითხრობს, როგორ შემოვიდა ფეხბურთი საქართველოში ეკონომიკურ მოდერნიზაციის კვალდაკვალ; როგორ დაინახა საბჭოთა ხელისუფლებამ მასში მასების ორგანიზების საშუალება და ქალაქის შემოგარენში გამართული ბურთაობა ორგანიზებულ სპორტად გადააქცია. თქვენ გაიგებთ, როგორ იწყებოდა თბილისის „დინამო“, როგორ გადაეჯაჭვა ერთმანეთს ბევრი ფეხბურთელის სპორტული და ჩეკისტური კარიერა - ზოგი ფეხბურთელი იმავდროულად შინსახკომის გამომძიებელიც იყო, ზოგი კი მასობრივ რეპრესიებს შეეწირა. გაარკვევთ, რატომ ჩამოვიდნენ საქართველოში ფრანკოს წინააღმდეგ მებრძოლი ბასკი ფეხბურთელები და რა გადახდა თავს მეორე მსოფლიო ომის დროს ერთ ცნობილ ვეტერან ფეხბურთელს. დავით ჯიშკარიანი ამ და სხვა ამბებს ჰყვება მრავალწლიანი საარქივო კვლევებისა და პირადი ინტერვიუების საფუძველზე. ის ბევრ ოჯახს ესაუბრა საქართველოში, რუსეთში, ესპანეთსა და შორეულ მექსიკაშიც კი. ჩეკისტური გუნდის ეროვნული სიმბოლოდ გადაქცევის ამბავი სარკესავით ასახავს მეოცე საუკუნის საქართველოს ისტორიას.
ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-8-3240-6
სათაური:
ბუცები და ტყავის ჩექმა
ავტორი:
დავით ჯიშკარიანი
გამომცემელი:
ზიარი
გამოცემის თარიღი:
2021
საბას პრემია:
ლაურეატი
გვერდები:
144
კატეგორია:
დოკუმენტური პროზა
ნახვები:
4778
რეიტინგი:
4,25
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(7) რეცენზია
4.25
რეიტინგის განაწილება
5
[4]
4
[1]
3
[2]
2
[0]
1
[0]
წიგნის შესახებ
ბუცები და ტყავის ჩექმა
დავით ჯიშკარიანი
4778
ნახვა
წასაკითხი
რჩეული
6.5
ლარი
ყიდვა
სარჩევი
ყდა
წინასიტყვაობა
შესავალი
თავი I - მარგანეცი, ინდუსტრია და ფეხბურთი
თავი II - ფიზკულტურა, ფეხბურთი და საერთაშორისო თამაშები 1936 წლამდე
თავი III - სპორტსაზოგადოება "დინამო" და ბერიას სახელობის სტადიონი
თავი IV - ფეხბურთელი ფსიშკა და სხვა მამა
თავი V - ბასკი ფეხბურთელები და 1937 წელი
თავი VI - ფეხბურთელები შინსახკომის ჩინით
თავი VII - ფეხბურთი და ამბები მეორე მსოფლიო ომიდან
თავი VIII - Надо не обороняться, а наступать
დასკვნის მაგიერ
ბიოგრაფიული ცნობები
თბილისის "დინამოს" შედეგები - 1936-1953
წინასიტყვაობა
წინ!
ფიზკულტურა
ტყვიადი.
რომ
იყოს
წინსვლა
დიადი,
და
კიდევ
უდიადესი
გალაკტიონი
ბაბუას
ჩემს
ცხოვრებაში
განსაკუთრებული
ადგილი
უჭირავს.
ცხოვრებაში
ბევრი
რამის
გემო
სწორედ
მან
გამასინჯა.
მან
წამიყვანა
მუზეუმში,
სადაც
გიდს
ფული
"ცალკე"
გადაუხადა,
რომ
ჩემთვის,
4-5
წლის
ბავშვისთვის,
"განსაკუთრებული"
ექსკურსია
ჩაეტა
რებინა.
ამ
ერთი
შეხედვით
არაჩვეულებრივი
ექსკურსიიდან
კი
ჩემს
მეხსიერებას
მხოლოდ
ის
შემორჩა,
რაც
ზევით
დავწერე.
პირველად
მან
წამიყვანა
გემით
სასეირნოდ
და
ჩემთვის
საოცნებო
ბინოკლით
დელფინები
დამანახვა.
პირველად
სწორედ
მან
გამიცრუა
იმედი,
როდესაც
დელფინის
სახლში
მოყვანასა
და
აუზში
გაშვებაზე
ობიექტური
მიზეზების
გამო,
უარი
მითხრა.
ბინოკლი
კი
რამდენიმე
დღეში
სახლში
მქონდა
და
ყველაფერს
გამადიდებელი
შუშით
დავუწყე
თვალიერება.
თუმცა
მასაც
არ
ეწერა
დიდი
დღე,
რადგან
დედაჩემის
მკაცრი
ხელით
კონფისკაციას
დაექვემდებარა
-
ის
ჩემი
სიცოცხლისათვის
საფრთხის
შემცველი
გახდა:
ჯერ
ფეხი
წამოვკარი
მოაჯირს,
მერე
ლამის
ღელეში
გადავვარდი
დისტანციის
ზომვით
გართული,
და
ბოლოს,
მასშტაბის
დარეგულირებით
დაინტერესებულმა
რამდენჯერმე
მსუბუქად
დავკარი
ცხვირ-პირი
ყრუ
ბეტონის
კედელს.
ერთხელაც,
მორიგი
გასეირნების
დროს
ბაბუამ
რამდენიმე
გაზეთი
იყიდა
და,
ჩემდა
გასაკვირად,
კითხვა
არ
დაიწყო.
ცოტა
ფეხით
გავიარეთ
და
ხელჩაკიდებულები
გაურკვე
ველი
კონსტრუქციის
შენობაში
შევედით.
მრგვალი
ნაგებობის
სკამებზე
საგულდაგულოდ
გამიფინა
პრესა,
ჩემი
ერთი
ადგილისთვის
სისუფთავის
შესანარჩუნებლად
და
როცა
დარწმუნდა,
რომ
გაზეთი
სიბინძურისგან
დამიცავდა,
საგულდაგულოდ
შეუდგა
ჩემთვის
ინსტრუქტაჟის
ჩატარებას,
როგორ
და
რანაირად
უნდა
მოვქცეულიყავი
სტადიონზე.
პირველი
ყოფნა
სტადიონზე,
ბინოკლის
მსგავსად
კრახით
დასრულდა,
რამდენიმე
წუთში
ბურთს
ადევნებული
22
ფეხბურთელის
ყურება
მომბეზრდა,
წუწუნი
დავიწყე
და
იმ
საღამოს
ახალი
ტყავის
ბურთით
ხელში
დავბრუნდი
სახლში.
XX
საუკუნის
80-იანი
წლების
მიწურულსა
და
90-იანების
გარიჟრაჟზე,
ანუ
ჩემს
ბავშვობაში,
ეს
იყო
უკვე
კარგად
ჩამოყალიბებული
ტრადიცია:
ოჯახის
უფროსმა
ბიჭი
შვილიშვილი
აუცილებლად
უნდა
წაიყვანოს
სტადიონზე
და
მამაკაცური
სპორტის
გემოს
აზიაროს.
ასე
შემოვიდა
ფეხბურთი
ჩემს
ცხოვრებაში.
მერე
კი
იყო
"საქართველოს
ხმის"
პირატული
რეპორტაჟები
და
უშუქობა.
თვეები
ისე
გავიდოდა,
თამაშს
სრულად
ვერ
ვნახულობდი,
ხან
დასაწყისს
გვიჩვენებდნენ,
ხანაც
ბოლო
ნაწილს.
ახლაც
მახსოვს,
დენი
სერია
ა
(იტალიის
საფეხბურთო
ჩემპიონატი)
თამაშის
დასრულებამდე
უნდა
ჩამქრალიყო,
ისე,
რომ
დამატებითი
დრო
არ
იყო
გათვალისწინებული.
ამიტომ
ხშირად,
მეორე
დღეს
ანგარიშებს
პრესის
საშუალებით
ვიგებდი,
რადგან
არ
ვიცოდი,
რა
მოხდა
დამატებით
დროს.
ფეხბურთის
დიდი
მოყვარული
იყო
ჩემი
ნამდვილი
მასწავლებელი,
ინგა
არღუთინსკაიაც.
ის
წლების
განმავლობაში
საბავშვო
ბიბლიოთეკის
გამგე
იყო
და
ხშირად
მოჰქონდა
ჩემთვის
სხვადასხვა
წიგნები
ფეხბურთის
შესახებ.
მასთან
სახლში
მისულს,
მუდმივად
მხვდებოდა
სპორტული
ჟურნალები,
ხშირად
კი
ფეხბურთის
რადიორეპორტაჟებს
უსმენდა.
ის
რუსულ
ენასა
და
ლიტერატურასთან
ერთად
ბევრ
სხვა
რამესაც
მასწავლიდა.
ფეხბურთზე,
როგორც
სოციალურ
მოვლენაზე,
პირველად
სწორედ
ის
მესაუბრა.
მიყვებოდა
ამბებს,
თუ
როგორ
დადიოდა
1940-იან
წლებში
მოსკოვის
პროსპექტიდან
დიდუბემდე
ხალხით
გაჭედილი
ტრამვაით
თბილისის
"დინამოს"
მატჩებზე
დასასწრებად.
ხშირად
იმასაც
დააყოლებდა
ხოლმე,
ქალი
და
ფეხბურთი
-
ეს
მაშინ
დიდი
იშვიათობა
იყოო.
დედამისს
ეშინოდა
თურმე
შვილის
ახირებისა
და
ამიტომ
მის
თავს
მეზობლის
ბიჭებს
"აბარებდა",
მშვიდად
რომ
ყოფილიყო.
ახლა
რომ
ვუკვირდები,
ამას
რომ
ყვებოდა,
დიდი
ნოსტალგია
ჰქონდა.
არ
ვიცი,
ახალგაზრდობა
ენატრებოდა,
მშობლები,
ძველი
ფეხბურთელები
თუ
ყველაფერი
ერთად,
მაგრამ
საუბრის
ბოლოს
აუცილებლად
დაამატებდა:
"აუჰ,
რას
თამაშობდნენ!".
მათი
სახლი
31-ე
ქარხანასთან
ახლოს
იდგა.
მეორე
მსოფლიო
ომის
ამბების
მოყოლისას
ორი
რამის
გახსენება
უყვარდა:
პირველი
იყო
მუშები,
რომლებიც
ქარხანაში
მუშაობდნენ
და
რომლებსაც
ხანგრძლივი,
მძიმე
შრომის
გამო
კანი
გაყვითლებული
ჰქონიათ,
მეორე
კი
ბრმა
მათხოვარი.
ერთხელ
თურმე
ბავშვებს
ბურთი
გადაუვარდათ
და
ამ
ბრმა
კაცმა
ფეხი
ამოჰკრა.
ამის
მერე
მთელ
ეზოში
ხმა
დაირხა,
მათხოვარს
თვალის
ჩინი
დაკარგული
არ
აქვს,
ის
გერმანიის
ჯაშუშია
და
თანაც
ფეხბურთელიო.
ამ
ამბის
გახსენებისას
გულიანად
იცინოდა.
ხშირად
იმასაც
მიყვებოდა,
რომ
მამამისს,
გრიგოლსაც
ჰყვარებია
ფეხბურთი
და
თბილისის
ერთ-ერთ
გუნდში
თამაშობდა.
მაშინ
არც
ჭკუა
მეყო
და
არც
გამოცდილება,
რომ
ეს
ისტორია
ჩამეწერა.
თუმცა,
ჩემს
მეხსიერებაში
ინგა
დეიდამ,
როგორც
მას
ვეძახდი,
და
მისმა
მოგონებებმა
ფეხბურთზე
თავისი
ადგილი
დაიკავა.
ფეხბურთთან
ჩემი
ურთიერთობის
კიდევ
ერთი
საინტერესო
შემთხვევა
ჩემს
სტუდენტობას
უკავშირდება.
რუსეთის
ისტორიას
გოგი
დემეტრაძე
გვასწავლიდა.
ის
პელეზე,
ინიესტასა
და
ყიფიანზე
უფრო
მეტს
გველაპარაკებოდა,
ვიდრე
ალექსანდრე
მეორეზე,
ნიკოლოზ
პირველსა
თუ
რასპუტინზე.
ხშირად
დავყავდი
ვერის
ბაღის
ბირჟაზე
"ბიჭებთან",
რომელთა
საშუალო
ასაკი
70
წელს
აღემატებოდა
და
სადაც
გაცხარებული
ლაპარაკი
იყო
ფეხბურთზე.
ერთხელ,