თვალი გავახილე, ჯერ კიდევ არ გათენებულა. საათის წიკწიკის ხმა მესმის, კედლიდან ნაცნობი სურათები მიმზერენ. ფანჯარა ოდნავ შეღებულია, გაზახულის ნაზი სიო უბერავს. ჩიტები ჭიკჭიკებენ და მზის ამოსვლას ეგებებიან. წამოვდექი და ოთახში სინათლე ავანთე. კედელზე ჩამოკიდებულ კალენდარს გავხედე და გამეხარდა დღეს ორშაბათია. ქუჩაში ბევრი ხალხი იქნება, ვნახოთ ეს დღე რას მოგვიტანს. ვისაუზმე, მერე სარკეს მივუჯექი და ჩემი საყვარელი ფერის წითელი ტუჩის საცხი წავისვი. ხალათი გადავიცვი, თავსაბურავი გავიკეთე და გავედი ეზოში. ჩემს ყვავილებს წყალს ვუსხავ ვეფერები და თან ნაგვისგან ვათავისუფლებ. ვიღაცას სიგარეტის კოლოფები და ნამწვავები დაუყრია. პატარა ჭიშკარი გამოვიხურე და მივდივარ მაღაზიაში. გზად ნაცნობი მამაკაცი მხვდება, ქუჩის ბოლოში ცხოვრობს.
----საათს ვეკითხები თან ხელჩანთაში ვუყურებ, უკვე მოუსწრია მაღაზიაში შესვლა. პური და ძეხვი უყიდია;
---- საათს მეუბნება, მაგრამ მე კარგად არ მესმის;
---- კიდევ ვუმეორებ ვერ გავიგე რომელი საათია;
---- რვა საათი მიმეორებს ხმამაღლა;
---კარგი გავიგე ჩემო ძვირფასო, ღმერთმა ჯანმრთელობა და სიკეთე;
---თავს მიკრავს და მიდის ქუჩის ბოლოსკენ:
ჩემთვის ვფიქრობ, კარგა გვარიანად დაბერებულა ეს კაცი თუმცა მხნეობა კი შეუნარჩუნებია..
----მაღაზიაში გამყიდველს ვესალმები დილა მშვიდობისა;
----გამარჯობათ მპასუხობს ახალგაზრდა გამყიდველი გოგონა;
----პური დილისაა ვეკითხები, თუმცა ვხვდები რომ ახალია;
---ეხლა მოიტანეს მპასუხობს ახალგაზრდა გამყიდველი;
---პური ძეხვი და არაჟანი მოვითხოვე, ათ ლარიანი გავუწოდე და თან ხურდას და სურსათს დაველოდე;
---გამყვიდელი სურსათს და ხურდას მაწვდის ინებეთო მეუბნება;
---მადლობა გენაცვალე საათსაც ხომ ვერ მეტყვი, რომელია;
---ცხრის თხუთმეტი წუთია მპასუხობს;
----მადლობა გენაცვალე, ბედნიერ დღეს ვუსურვებ და გამოვდივარ მაღაზიიდან.