გიორგი თვალს ახელს,ირგვლივ სიბნელეა, მერე ისევ ხუჭავს და ისევ ახელს. რაღაც ბნელ გვირაბშია გაურკვეველ ადგილას. ფეხზე დგება შარვალს ჩამოიბერტყავს, პერანგს და ჰალსტუხს გაისწორებს, კოსტუმს შეიკრავს და ეძებს გასასვლელს. ნეტავ სადა ვარ?-მეტროს გვირაბში; პასუხობს თავის თავს;
-მეტროს გვირაბში რა მინდოდა, მეტროთი როდის დავდიოდი, მაგრამ ეს მეტროს გვირაბსაც არ ჰგავს. ხელს ჩაიყოფს კოსტუმის ჯიბეში და ბეჭდის ზარდახშაზე მოხვდება ხელი. ამოიღებს და დახედავს. იცის შიგნით რომ ცარიელია, მაგრამ მაინც ხსნის. განცვიფრებული უყურებს ლამაზ ლალისთვლიან ოქროს ბეჭედს, რომელიც სიბნელეში ნაზად ანათებს.
-ამ ბეჭედს აქ რა უნდა. მე ხომ მარის ვაჩუქე ნიშნად ჩემი სიყვარულისა. ეს ბეჭედი მას უნდა ეკეთოს რომ ყველამ დაინახოს და მიხვდნენ, რომ ის დანიშნულია ჩემზე.
-არ ვიცი რა ხდება ან სად ვარ, თავის თავს ეკითხება გიორგი თან შეშინებული აქეთ იქით იყურება.სადღაც შორს ოდნავ მბჟუტავი სინათლე გამოჩნდა, ეტყობა გვირაბის გასასვლელია. ჩვენი გმირიც სასწრაფოდ იქითკენ გაემართა. დაახლოებით ასი მეტრი, რომ გაიარა ფეხი წამოკრა სიბნელეში და დაეცა. თვალი რომ გაახილა, კედელთან მამაკაცი შენიშნა. კარგად რომ დააკვირდა მისი კლასელი ამოიცნო ნიკა ნინიძე. ამას აქ რაღა უნდა?! გაიკვირვა გიორგიმ. ნიკას ნახვა მაინცდამაინც არ გახარებია და ცოტათი შეცბა კიდეც. ნიკას ეძინა.
-გიორგი მივიდა და ფეხით შეარხია. ადე გაიღვიძე;
-ნიკა ახელს თვალს და გაშტერებული უყურებს გიორგის;
იხსენებს სამსახურიდან დაღლილი რომ ბრუნდებოდა სახლში სამარშუტო ტაქსით, მაგრამ აქ რა უნდოდა, თანაც გიორგისთან ერთად ვერ გაერკვია.
ნიკა;-ხელი მაინც გამომიწოდე და წამოდგომაში მომეხმარე.
ხო მართალი ხარ, ცივად ეუბნება გიორგი ნიკას, თან გაიფიქრებს მარი ჩემზე რომ დაინიშნა ეს თუ იცის ნიკამ. მაგრამ საიდან უნდა იცოდეს გუშინ საღამოს ბარში არ ვაჩუქე ბეჭედი მარის? თუმცა ბეჭედი, ხომ მე მიდევს კოსტუმის ჯიბეში. თუ არა და მახსოვს ჩემი ხელით, რომ გავუკეთე ბეჭედი მარჯვენა არა თითზე. ვერაფერი გამიგია, ფიქრობს გიორგი.
ჩვენი გმირები ნიკა და გიორგი გვირაბის გასასვლელისკენ გაემართნენ. ერთმანეთს თითქმის არ ელაპარაკებოდნენ, არადა სკოლაში განუყრელი მეგობრები იყვნენ. ერთმანეთის გულისთვის რამდენჯერ უჩხუბიათ კიდეც. თუმცა რომ გაიზარდნენე გარემოებები შეიცვალა და ნელნენა დაცილდნენ ერთმანეთს. ორივეს ერთი გოგო უყვარდათ მარი გალდავა მათივე თანაკლასელი. მარი ორივეს ეპრანჭებოდა, ბიჭები გარეგნობით არ ჩამოუვარდებოდნენ ერთმანეთს.ნიკა საშუალოზე ცოტა მაღალი იყო. ნათელი სახის, თმები სულ აჩეჩილი ჰქონდა,თაფლისფერი თვალები და ათლეტური ტანის მქონე იყო. გიორგი ცოტათი უფრო მაღალი იყო ვიდრე ნიკა, თვალები ცისფერი ჰქონდა, თმები ყავისფერი, ნიკასთან შედარებით უფრო გამხდარი იყო.
-მგონი იქით გასასვლელია. ამბობს ნიკა;
-ხო, იმედია მალე დავაღწევთ თავს აქაურობას. პასუხობს გიორგი.
ნიკა და გიორგი გვირაბის გასასვლელისკენ გაემართნენ.