წიგნიდან ,,ბუენოს–აირესის პაპანაქება’’(1923)
Aflerglow*
დაისი ყოველთვის გაძრწუნებს
უგემოვნობითა და სიღარიბით
და უფრო მეტად –
უკანასკნელი განწირული ელვარებით.
ჟანგისფრად გადაიღებება ხოლმე ვაკე,
როცა მზე ჰორიზონტიდან თანდათან უჩინარდება.
ეს მოუთმენელი სინათლე, დამუხტული და მკაფიო,
ეს ჰალუცინაცია, სივრცეს რომ ავსებს
ყოვლისმომცველი სიბნელის შიშით,
მოულოდნელად ქრება,
როცა ჩვენ ვხვდებით მის სიყალბეს.
ასე ქრებიან სიზმრებიც,
როცა ვგრძნობთ, რომ გვძინავს.