მოდით, ვეწვიოთ მისისიპის, ამ უგრძეს მდინარეს დედამიწის ზურგზე, რომელიც სწორ ხაზად რომ წარმოგვედგინა, დედამიწის შუა წელამდე მიაღწევდა. სხვა სიტყვებითრომ ვთქვათ, მისისიპის სიგრძე არც მეტი, არც ნაკლები, ზუსტად ოთხი ათასი მილით განისაზღვრება.
მაშ, წავიდეთ და მოვინახულოთ ეს დიდებული მდინარე. არ გეგონოთ, სათავისკენ გეპატიჟებოდეთ, მხოლოდ პოინტ კუპემდე მიგიყვანთ, რომელიც შესართავიდან სულრაღაც სამასიოდე მილით არის დაშორებული. აქ მცირე ხნით შევყოვნდებით, დიახ, სულ მცირე ხნით, რადგან გაცილებით შორი მოგზაურობა გველის. ჩვენი გზა დასავლეთით,ტეხასის ვრცელი პრერიებისკენ მიემართება და ამ გზას სწორედ პოინტ კუპედან დავადგებით. პოინტ კუპეს მახლობლად ერთი ძველი, არცთუ ისე ჩვეულებრივი სოფელიმდებარეობს, სადაც სახლები ხისგანაა ნაგები და იერითაც ფრანგულს უფრო წააგავს. კაცმა რომ თქვას, არის კიდეც ფრანგული, რადგან აქ ძველად ის ხალხი სახლობდა,ესპანელებთან ერთად, ამერიკის დასავლეთით პირველი კოლონიები რომ გააშენა. ამიტომაცაა, რომ მისისიპის მთელ დაბლობსა და მის დასავლეთით მდებარე რაიონებშიდღემდე ვხვდებით ფრანგებსა და ესპანელებს, ასევე აქამდე შემორჩენილ ფრანგულ და ესპანურ სახელებსა და ზნე-ჩვეულებებს.
თუმცა ამჟამად ეს საკითხები ნაკლებად გვაინტერესებს და პოინტ კუპეზეც, ზემოაღნიშნულის გარდა, სათქმელი აღარაფერი გვაქვს. ჩვენი ყურადღების საგანი უცნაურადნაგები სახლი გახლავთ, მრავალი წლის წინ რომ იდგა მისისიპის დასავლეთ ნაპირზე. მე გითხარით, მრავალი წლის წინ იდგა-მეთქი, მაგრამ, შესაძლოა, ახლაც იქვე დგას,რადგან თლილი მორებით მჭიდროდ და გულმოდგინედ იყო ნაგები, მორებს შორის ჭვრიტები გულდაგულ დაეგოზათ და კირით ამოელესათ. ყავრის სახურავი კარნიზსაცგადმომხობოდა და წვიმის დროს კედლებს სისველისგან იცავდა. სწორედ იმგვარი სახლი გახლდათ, ამ ადგილებში „ორმაგს“ რომ ეძახიან, იმის გამო, რომ შუაში გაჭრილი აქვსფართო გასასვლელი, რომლის ქვეშაც თავისუფლად გაივლის თივით აკოკოლავებული ფორანი. ამ გასასვლელს, ისევე როგორც სახლს, აქვს ჭერი, სახურავი და ფიცრისგამძლე იატაკი.
ჩვენ მიერ აღწერილ სახლში გასასვლელის იატაკი მიწიდან ასე, ერთი ფუტის სიმაღლეზე დაეგოთ. იგი რამდენადმე წინ იყო წაწეული და ქმნიდა ვერანდას, რომლისმსუბუქი სახურავი ჭრილ ბოძებს ეყრდნობოდა. ამ ბოძებს კლაკნილად მიუყვებოდა ვაზი, ვარდის ბუჩქი და სხვა ხვიარა მცენარეები, რომელთა მშვენიერი ყვავილები წლისსხვადასხვა დროს იქაურობას ამკობდა.
სახლი მდინარეს გადასცქეროდა და, როგორც უკვე გითხარით, მის მარცხენა ნაპირზე, სწორედ პოინტ კუპეს გასწვრივ იდგა. წინ, ასე, ორასიოდე იარდზე, მდინარემდეგადაშლილიყო მაღალი მესრით შემოკავებული მდელო, რომელიც ზედ ნაპირთან ფლატით მთავრდებოდა. მდელოზე ხარობდა ბუჩქნარი და დეკორატიული ხეები,უმეტესწილად ადგილობრივი ჯიშის, მაგრამ მათ შორის უცხო მცენარეებიც ერია. შეუძლებელი იყო თვალში არ მოგხვედროდათ დიდრონი თეთრი ყვავილით შეფიფქულიმაგნოლია, წითელი თუთის ხე, კატალპას ბაცი მწვანე ფოთლები, მაღალ-მაღალი ხეტიტა და ფოთლებმბზინავი ფორთოხალი. უფრო მუქი ფერებით გამოირჩეოდა კონუსისებურიკედარი და ურთხელი. იქვე აშოლტილიყო ფინიკის პალმა. ნაპირთან კი ნარნარად დაეხარათ თავი ძეწნებს. მდელოები დაემშვენებინა სამხრეთისთვის დამახასიათებელ სხვამცენარეებსაც, როგორიცაა: დიდი მექსიკური საბრი, იუკას ხე და მარაოსავით გადაშლილი ქონდარა პალმა. ხეებსა და გაზონებში უამრავი სხვადასხვა ჯურის ფრინველიირეოდა.