იტვირთება...

ხელოვნების კორიფეები

ეკატერინე ავაზაშვილი

637 ნახვა
5
(0 რეცენზია /4 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
0
ყიდვა
ანოტაცია
ეკატერინე ავაზაშვილის პუბლიცისტიკა "ხელოვნების კორიფეები" ოთხი დიდი პიროვნების ცხოვრებას მოიცავს: ვახტანგ ტაბლიაშვილის, დოდო ჭიჭინაძის, თამარ ჭავჭავაძის და მაკო საფაროვა - აბაშიძის. ვრცლად და საინტერესოდ, შეიძლება ითქვას, მხტვრულადაც არის გადმოცემული მათი ფასდაუდებელი ღვაწლი ქართული თეატრისა და კონოს წინაშე. დღემდე იწვევს სიყვარულსა და მონატრებას დიდი მსახიობების მიერ განხორციელებული სახეები, მათი ქართული სილამაზით თვით რომის პაპიც კი აღფრთოვანებულა: როდესაც რომის პაპმა იოანე XXIII-მ მეოცე  საუკუნის 50-იან წლებში ქართველი ქალის დამახასიათებელი ტიპაჟის  ფოტოპორტრეტი ითხოვა (იგი სხვადასხვა ქვეყნის ტიპიურ სახეებს აგროვებდა),  მას მედეა ჯაფარიძის, ლიანა ასათიანის, ლია ელიავას და დოდო ჭიჭინაძის სურათები გაუგზავნეს. პაპს აღფრთოვანება ვერ დაუმალავს ოთხივე სილამაზის მიმართ და უთქვამს:"ესენი (მედეა ჯაფარიძე და ლია ელიავა) _ დიდებული ევროპაა! ო, ეს (ლიანა ასათიანი) მშვენიერი აღმოსავლეთია! აი, ეს კი (დოდო ჭიჭინაძე), ეს სახე, მგონი, მართლაც ქართულიაო!"
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ
ყვარელმა მისცა დასაბამი ვახტანგ ტაბლიაშვილის სიცოცხლეს, ყვარელმა დაბადა მასში გარემოს ხედვა, სიხარული და სიყვარული სიცოცხლისა, მან მისცა კახელი კაცის სიდინჯე და ბუნებრიობა...თბილისში ცხოვრების პერიოდში, ვახტანგი ხშირად ესწრებოდა კოტე მარჯანიშვილისა და სანდრო ახმეტელის სპექტაკლებს. სკოლის დამთავრების შემდეგ, მან წერილობით მიმართა კოტე მარჯანიშვილს - რეჟისორობა მსურს და მინდა, ეს ხელობა თქვენ მასწავლოთო. მარჯანიშვილი დაინტერესდა წერილის ავტორის ვინაობით, თავისთან დაიბარა, გაესაუბრა, ვახტანგმა ისეთი ღრმა შთაგონებით წაიკითხა ლექსი, რომ კოტე მარჯანიშვილს თვალზე ცრემლი მადგა, ახალგაზრდა კაცი თანაშემწედ აიყვანა: “-მე ჩემი თავი ბედნიერად მიმაჩნია, რადგან ცხოვრება თეატრში კოტე მარჯანიშვილთან დავიწყე. მაშინ ჩემთვის ისიც იყო საამაყო, რომ მე დიდი რეჟისორის თანამემამულე ვიყავი. გავიხსენებ ერთ ეპიზოდს, მაშინ ახალგაზრდა ვიყავი. თეატრის ხალხი სუფრასთან შევიკრიბეთ, სადღეგრძელოს თქმისას, ღვინოთი გათამამებულმა მაგიდაზე ხელი დავარტყი. გაჩერდი, წყნარად იყავი- მიყვირა დოდო ანთაძემ. სწორედ ასეთ დროს შეგვნიშნა კოტე მარჯანიშვილმა და დოდოს უთხრა - თქვას თავისი სათქმელი, ყვარლელიაო... საერთოდ უნდა ვთქვა, რომ კოტე მარჯანიშვილი ჩემთვის ყველაფერია. გუშინდელივით მახსოვს, რომ ჯერ კიდევ ჭაბუკს თეატრში რომ შემხვდებოდა, გამარჯობა ყვარლელოო, მეტყოდა და მაგრად გადამკოცნოდა. ის სამი წელი, რაც კოტე მარჯანიშვილთან ურთიერთობაში გავატარე უძვირფასესია ჩემთვის.”... ”უდიდესი მადლობისა და უღრმესი სიყვარულის გრძნობით  მოვდივარ ჩემს მშობლიურ ყვარელში, სადაც დავიბადე და ბავშვობის წლები გავატარე. განა შეიძლება არ განიმსჭვალო სიამაყის გრძნობით იმის გამო, რომ შენ იმ კუთხის შვილი ხარ, სადაც დაიბადნენ ჩვენი ქვეყნის საუკეთესო შვილნი-ქართული აზრისა და პოეზიის დიდი ოსტატი , ეროვნულ-განმანთავისუფლებელი მძრაობის სულისჩამდგმელი ილია ჭავჭავაძე და ქართული საბჭოთა თეატრის ფუძემდებელი და მოამაგე, ქართული თეატრალური კულტურის  გამოჩენილი მოღვაწე , უდიდესი ხელოვანი კოტე მარჯანიშვილი.   განუზომელია სიხარული და განცდა, დიდია მვალეობა, რომელიც მეკისრება ამჟამად, როგორც ხელოვანს. დიდ პასუხისგებლობას და თრთოლვას განვიცდი ყვარლის მაყურებლებთან შეხვედრის მოლოდინში, რადგან, როგორც შემოქმედს, პირველად მიხდება გამოსვლა მათ წინაშე”- თამარ ჭავჭავაძე. საქართველოს დამსახურებულმა სახალხო არტისტმა, ქართული თეატრისა და კინოს ერთ-ერთმა ყველაზე გამოჩენილმა მსახიობმა, ოცდაათამდე თეატრალური და არაერთი კინოროლის შემსრულებელმა დოდო ჭიჭინაძემ პირველი ნაბიჯები სწორედაც რომ ქ.ყვარელში გადადგა, ყველაფერი პირველი ყვარელთან იყო დაკავშირებული. ყვარელი ყველაზე დიდ სიწმინდედ მიაჩნდა მას, რადგან ყვარელია სამშობლო იმ დიდი ბუმბერაზი ადამიანებისა, როგორებიც იყვნენ ილია ჭავჭავაძე, კოტე მარჯანიშვილი და ვახტანგ ტაბლიაშვილი. თუმცა დოდო ქუთაისში დაიბადა, მაგრამ მამამისი ვასილ ეფრემის ძე ჭიჭინაძე იძულებული შეიქმნა ყვარელში გადასულიყო საცხოვრებლად, ცოტა ხნით თვალს რომ მორიდებოდა მთავრობას. სწორედ კახეთმა გადაარჩინა იგი: "მამაჩემი თხემით ტერფამდე ქართველი იყო. ახალგაზრდობის პერიოდში მამა "ჩერქეზკაში" გამოწყობილი დადიოდა. იგი ფედერალისტი იყო, 1924 წელს დამწყვდეული იყო ვაგონში და დახვრეტას ელოდა… - იგონებს დოდო,- დედა, ანა ელიზბარის ასული ახვლედიანი, წარმოშობით ლეჩხუმიდან იყო. შეძლებულ ოჯახში დაიბადა. შემდეგ ქუთაისში, ბიძის, ლევან ჩიქოვანის სახლში ცხოვრებდა, იქვე შეხვდა მამაჩემს. ძმა, რეზო ჭიჭინაძე, საქართველოს დამსახურებული ჟურნალისტი, მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაცია "მონკავშირის" პრეზიდენტია ...ასე მგონია, კახეთში ახლაც ილიას სული ტრიალებს. მე კახელი ვარ! და იცით, რატომ? იმიტომ, რომ იმათი სულისა ვარ, ასეა ჩემი ძმაც, ასეთები იყვნენ ჩვენი მშობლებიც. ყვარლის ამაყად აწეული მთების ძირში, მდინარე დურუჯთან ახლოს დგას მისი ლამაზი სახლი. ზაფხულობით იგი ხშირად ჩამოდიოდა დასასვენებლად. გაზეთ “ყვარლის’ კორესპონდენტთან დალი ტატულიშვილთან საინტერვიუ შეხვეედრის დროს ყვებოდა:”ყვარელი ჩემთვის ყველაზე სათაყვანებელი ადგილია , აქ ავიდგი ფეხი. შვიდ წლამდე სოფელ შილდაში ვიზრდებოდი, შვიდი წლის მერე ცოდნის მისაღებად თბილისში წაგვიყვანეს მე და ჩემი ძმა, მშობლები კი სოფელში დარჩნენ.ისინი პროვიზორებად მუშაობდნენ. იქ ჩვენი გაზრდა იკისრა ერთმა გერმანელმა ბიცოლამ, დიდი ქართველი გენერლის რძალმა და არაჩვეულებრივმა პიროვნებამ სახელად ლილი პალმა, რომელსაც “ტანტე ლილის” ანუ დეიდა ლილის ვეძახდით (მისი დამსახურებით თავისუფლად ვსაუბრობდით რუსულ და გერმანულ ენებზე). იგი მეტად განათლებული ქალი იყო, ჩვენ მისგან ბევრი რამე ვისწავლეთ. ზაფხულობით კი ყოველთვის შილდაში ჩამოვდიოდით.შილდა ჩემთვის ძალიან საყვარელი ადგილია, შემდეგ კი ისე მოხდა, რომ საშუალო სკოლა დავამთავრე ყვარელში. ერთს ვიტყოდი: მე ყვარლის საპატიო მოქალაქეობა მირჩევნია ყველა დიდი ქალაქის საპატიო მოქალაქეობას. ჩემს მშობლიურ ადგილს რა დმავიწყებს! ახლაც კი ყურებში ჩამესმის “დედას ლევანას” ხმა , დავით გამრეკელს ხომ ჰქონდა გენიალური ხმა, მაგრამ პაპა ლევანას ჰქონდა ბევრად უფრო ძლიერი ხმა. კარგად მახსოვს, ასევე, გერმანელი ექიმი შტეინი, უდიდესი პიროვნება და ქველმოქმედი კაცი, რომელიც მუშაობდა გრემში, დადიოდა სოფლიდან სოფელში, მკურნალობდა ავადმყოფ ხალხს და აკეთებდა უნიკალურ ოპერაციებს. იგი იყო ჩვენი ოჯახის ახლო მეგობარი დაა ხშირი სტუმარი. რაიონში იყო არაჩვეულებრივი ინტელიგენცია, ბევრ მათგანს ცოდნა რუსეთის იმპერიის დიდ უნივერსიტეტებში ჰქონდა მიღებული. ... ჩემს საინტერესო ცხოვრებას რა დამავიწყებს, გვქონდა დიდი აივანი, მესმოდა მთვარიან ღამეში როგორ მიაჭრიალებდნენ ურმებს სიმღერით, თუნდაც კალოზე გატარებული დრო. ამაზე დასამახსოვრებელი, ამაზე ლამაზი რა შეიძლება იყოს. ეს ყველაფერი ახლაც ძალიან მიყვარს და მიზიდავს. მსოფლიოს ოცდა სამ ქვეყანაში ვარ ნამყოფი, ჩემთვის ყველაზე ძვირფასი ჩემი სამშობლო, ჩემი მიწაა, კიდევ ის, რომ აქ დაიბადა დიდი გენიოსი ილია ჭავჭავაძე ...ერის მამა იყი ილია ჭავჭავაძე, ხოლო კულტურის - დიდი კოტე. იყვნენ კიდევ უდიდესი ქართველი მამულიშვილები, რომლებმაც გადაარჩინეს ჩვენი კულტურული მემკვიდრეობა… მალე ჭავჭავაძეების ოჯახი თბილისში გადაბარგდა. სწორედ აქედან იწყება მაკოს ცხოვრების ის პერიოდი, რომელმაც მისი მომავალზე უშუალო გავლენა იქონია. ჭავჭავაძეების ოჯახს ხშირად სტუმრობდნენ რაფიელ ერისთავი, აკაკი, სერგეი მესხი, ილია, გიორგი წერეთელი და სხვები. წვეულებებზე მაკო სტუმართათვის დაუღალავად მღეროდა და ცეკვავდა. აკაკი წერეთელი და სერგეი მესხი იმთავითვე მოიხიბლნენ მისი არტისტული ტალანტით, მაგრამ იმ დროისთვის ქალის სცენაზე დგომა საზოგადოებაში დიდ სირცხვილად მიიჩნეოდა. ამიტომაც, დიდედა ნინოს და მაკოს დეიდებს ამის გაგონებაც არ სურდათ. დიდი შრომა და ჯაფა გასწია აკაკიმ, რომ მაკოს ოჯახის წევრები მის თეატრში წაყვანაზე დაეთანხმებინა. საბოლოოდ, ნინოც გატყდა: „რაც გინდათ ის ქენით, ოღონს ეს კი ვიცი, ახალგაზრდა ქალს სახელი გაუტყდება და პატრონი აღარ ეყოლება. რადგან არ იშლით და განიზრახეთ მისი გაუბედურება, გათხოვებაც თქვენ იკისრეთ და თანახმა ვიქნებიო“, - აღმოხდენია სასოწარკვეთილს. მაკოს პირველი როლი კლოდინა იყო მოლიერის „ჟორჟ დანდენიდან“. 1878 წლის 27 ოქტომბერს მისმა დებიუტმა იმდენად წარმატებულად ჩაიარა, რომ ამაზე ვერც იოცნებებდა. გოგონა არა მარტო გარეგნულად იყო შემკული, არამედ ხმა და დიქციაც საუცხოო აღმოაჩნდა. მქუხარე ოვაციებმა იგი საბოლოოდ დააავადა „სცენის ავადმყოფობით“. 1879 წლის მაისში, ილია ჭავჭავაძისა და აკაკი წერეთლის დახმარებით, შეიქმნა პირველი ქართული პროფესიული თეატრალური დასი, რომლის წევრებსაც უკვე ხელფასები დაენიშნათ. მაკოს ხელფასი 50 მანეთით განისაზღვრებოდა. თავისი შემოქმედების დასაწყისშივე, მაკოს ტალანტმა ილია ჭავჭავაძის აღტაცება დაიმსახურა. "ივერიაში" ილია წერდა: "აქტიორების ღირსებაზე ჯერ არა ითქმის რა, ჯერ უჩვევნი არიან და, იმედია, რომ გაიწვრთნებიან, ხოლო წარმომადგენელთა შორის ერთია, რომლისთვისაც ღმერთს მიუმადლებია დიდი ნიჭი. მაგ ნიჭის პატრონი საფაროვის ქალია. ეს ისეთი აქტრისაა, რომელიც ჩვენი სცენის თვალი იქნება. ამ აზრისანი არიან ყველანი, ვისაც კი საფაროვის ქალი სცენაზე უნახავს. ყოველ სიკეთესთან ერთად, ერთი სიკეთეც სჭირს, რომ მშვენიერი ქართული გამოთქმა აქვს და ეს სიკეთე ეხლანდელ დროში, როცა ეს ქართული აღარავის ახსოვს, მეტად ძვირფასი რამ არის"...
ელ. წიგნის მახასიათებლები
სათაური:
ხელოვნების კორიფეები
გამოცემის თარიღი:
2023
კატეგორია:
ესეისტიკა
ნახვები:
637
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(4) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [4]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]