მსჯავრდებული I
- მე რომ შეურაცმყოფ ეს კი არ მაღელვებს, ის ემოცია მტანჯავს და მანადგურებს, ამის მხილველი ჩვენიმშობლების მარადი სულები რომ ატირდებიან ზეციურ სამეფოში და ვეღარაფერს შეცვლიან.
ერთხელ, როდესაც წავიკითხე წმინდა მამათა ხილვებით აღწერილი ჯოჯოხეთის შესახებ, ნამდვილი შიში განვიცადე. წამიერი ბედნიერებისათვის, რომელიც ხორციელ და ბოროტ ვნებებს მოსდევს; წამიერი კმაყოფილება იმით გამოწვეული, რომ სიტყვიერ პაექრობაში დაამარცხე, გააჩუმე, ბილწი სიტყვის თქმით გული მოიოხე და თან თავსაც მოიწონებ, ხოლო ამ თაცმომწონეობას მეგობრების მხარდაჭერითაც დაამოწმებ, მერწმუნე, არ ღირს იმ მარადიულ ჯოჯოხეთურ ტანჯვად, შემდგომში მარტოოდენ აღდგომიდან სულთმოფენობამდე რომ ეძლევათ ნუგეში და ჩერდება ჯოჯოხეთი დედა ღვთისმშობლის თხოვნა-ვედრებით ქრისტესადმი!
ჩერდება ჯოჯოხეთი!
ჩერდება ტანჯვა!
ჩერდება მოთქმა ცისა და მიწის დედოფლის შემწეობით, რადგან ქრისტე დედას ყველა სურვილს უსრულებს!
სასოწარკვეთა მხოლოდ უღმერთო ფილოსოფოსებს, მოაზროვნეებს შეუძლიათ, ანდა მათ, ვისაც ღმერთი და ადამიანი თავისი პიროვნული გაჭირვებებით აბსურდათ მიაჩნიათ, ყოველ სულიერ ბრძოლას, ძიებას აბსურდის დონეზე მოიაზრებს და ფილოსოფიურ ნაშრომებსაც მიუძღვნის, თავად ავტორი სიცარიელეში ჩაკარგული ყველაზე დაბნეულ ადამიანსაც კი საშინელ განაჩენს გამოუტანს.
მე კი ვამბობ, რომ ადამიანში თვით უმნიშვნელოც კი არ არის აზრს მოკლებული, რასაც ადამიანისათვის რაიმე ცოდნის შეძენა არ მოეტანოს.
სადაც ღმერთი არ არის, იქ ადამიანის შემეცნება, გაგება შეუძლებელია, იქ ჭემარიტი სიყვარულის მიღება შეუძლებელია! იქ სიბნელე მეფობს და თარეშობს! იქ სიცრუეში მყოფობს ადამიანის მარადი სული და ამქვეყნიური ცხოვრება!
რა კარგია, რომ ჩერდება ჯოჯოხეთი!
რაოდენ დიდია სიყვარული დედა ღვთისმშობლისა და სიბრალული ცოდვილთა მიმართ, რომ ჯოჯოხეთში ჩასვლისას თვალზე ცრემლმომდგარი განიცდიდამათ ტანჯვას, ხოლო ჯოჯოხეთის ადგილები სამოთხეს ემსგავსებოდა. უფრო თანმიმდევრულად კი წმინდა კოზმას გადმოცემის მიხედვით, ასე იყო:
"როდესაც ღვთისმშობელმა მიიძინა, სანამ სამოთხეში წავიდოდა, ქრისტემ ჰკითხა მას თუ რას ისურვებდა, პირველად რომენახა. მან სთხოვა შვილსჯოჯოხეთის ადგილების მოსანახულებლად წაეყვანა იგი.
წინასწარმეტყველებს გაუკვირდათ!
მართალნი გაოცდნენ!
ანგელოზები განცვიფრდნენ!
უფლის დედის უცნაური სურვილი ენახა სამოთხეში წასვლამდე ადგილი, სადაც იმყოფებოდნენ ის სულები, რომლებიც ღმერთს სათანადოდ არ ეპყრობოდნენ და ღრმად აყენებდნენ ტკივილს და მრავალი ცოდვისათვის ჩამოერთვათ მარადიული სიცოცხლე, უცნაურად ჟღერდა, თუმცა ქრისტემდედას უარი ვერ უთხრა.
მხოლოდგააფრთხილა, რომ თან ანგელოზები და წმინდანებიგაჰყვებოდნენ ჯოჯოხეთის სამეფოში, სადაც სულები მარადიულად სევდიანებიდა ტანჯულნი არიან.
როდესაცისინიჯოჯოხეთში შევიდნენ, დემონები შეშინდნენ მანათობელი შუქის ხილვით და გაიქცნენ.
უფლის დედამ ფეხდაფეხ მოიარაჯოჯოხეთის ყველა ადგილი და პირველი, ვისი ნახვაც მოითხოვა ტანჯული იუდა იყო, რომელმაც უღალატამის შვილს.
და როგორც კი იუდამდაინახა ის, დაუწყო ვედრებამას, რომ შეებრალებინა.
ამ დროს სხვა ცოდვილებიც მოგროვდნენდა დაუწყეს ვედრება დედა ღვთისას.
ყველა ყვიროდა, ევედრებოდა: "ღვთისმშობელო, გვიშველე ცოდვილებს!"
იმ დღეს, ყველა ანგელოზმა და წინასწარმეტყველმა იხილა მისი თვალები ცრემლიანი დამწუხარე. უნუგეშოდ ტიროდა სულებისათვის, რომლებიც უსასრულოდ იტანჯებოდნენ.
სატანა აზრებით აწამებდა მათ დედამიწაზე და შთააგონებდა, რომ ღმერთი არ არსებობდა დაშეეძლოთ რაიმე ცუდი ეკეთებინათ, ვნებებს მისცემოდნენ.
მერე კი იხილეს ღმერთი, მისი სამსჯავრო და ნახეს საკუთარი შედეგები დანათესისა და მწარედ ატირდნენ.
როდესაცქრისტემ დაინახა დედისცრემლიანი თვალებიტკივილითა და მწუხარებით სავსე, სთხოვა იქაურობის დატოვება. მაგრამდედამ არ გაუგონა შვილს დაგააგრძელა გზა. დადიოდა და ლოცავდა,კურთხევას აძლევდატანჯულ სულებს.
სადაც ღვთისმშობელმა გაიარა, ჯოჯოხეთი სახეს იცვლიდა, თითქოს მაშინვე სამოთხესემსგავსებოდა. ირგვლივ ყველაფერიგანათებული იყო, გარდა ერთი ადგილისა, რომელმაც შთაბეჭდილება მოახდინა ღვთისმშობელზე და იკითხა, რა ერქვა იმ ადგილს, ვინ იყვნენ იქ.
და უფლის ანგელოზებმა მიუგეს, რომ მიაღწიეს ჯოჯოხეთისფსკერს, რომ ეს იყო ქვედა ფენა და ადგილს ჰქვია აფაზია.
მან სთხოვა ანგელოზებს აეხსნათ ვინ იყვნენ ისინი, ცოდვილნი და რამიზეზების გამო იტანჯებოდნენიქ.
ხოლო ანგელოზებმა აუწყეს, რომ ამ ადგილას ბერები და სასულიერო პირებიიმყოფებოდნენ. ასევე ისუხუცესები, რომლებიცთავიანთსაქმიანობას არასწორად ასრულებდნენ,რომლებიც ფულზე იყიდებოდნენ, რომლებიცგარყვნილებას ეწეოდნენ და აქ იყო ყველა ერეტიკოსი, ასევეის ხალხი, ვინც ქრისტე უარყოისლამის გამო.
უფლის დედა შვილს შეევედრა, სანამ დედამიწაზე დღესასწაულების საღმრთო ლიტურგია გაგრძელდებოდა, აქშეწყდარიყო სულების ტანჯვა: "სანამ საღმრთო ლიტურგია აღევლინება ჩემსსახელზე და ყველა მიმღერის ღვთისმშობლის საგალობლებს დედამიწაზე, აქაც შეწყდეს ამ საბრალოთა ტანჯვა, შვილო..."
ქრისტემ შეუსრულა დედას თხოვნა და აღუქვა, რომ მისცემს ამ სულებს ნუგეშს აღდგომიდან სულთმოფენობამდე.
ამიტომ, ვიცოდეთ, რომ სანამ ღვთისმშობლის დღესასწაულების საღმრთო ლიტურგიები გრძელდება აქ, ჩვენთან დედამიწაზე,ჯოჯოხეთში მშვიდად არიან სულები.
ჯოჯოხეთი ჩერდება!
ეს არის საჩუქარი, რომელიც ღმერთმა მისცა ჩვენს ღვთისმშობელს!
ამიტომ მსურს, რომ ყველა ჩვენგანს, ვისაც ის გვიყვარს, მივანიჭოთ ის სიხარული, რომ არასოდეს გვნახოს