იტვირთება...

ვარდი ნაწვიმარ სილაში. წერილები გალაკტიონზე

თეიმურაზ დოიაშვილი

2023 წელი | ინტელექტი
313 ნახვა
5
(0 რეცენზია /1 შეფასება)
მსურს წავიკითხო
ჩემი რჩეული
16.2
ყიდვა
ჩუქება
ანოტაცია
ამ წიგნში გალაკტიონის პოეზიისა და ცხოვრების არაერთი საიდუმლოა გაცხადებული. თურმე: პოეტის პირველი კრებული (1914) მითოპოეტური სიუჟეტის მქონე რომანია ლექსებად; „მე და ღამე“ – რეალური მისტიკური განცდის ანარეკლი, ხოლო „ვარდი სილაში“ – დაპირისპირებულ საწყისთა ღვთაებრივი სინთეზის სიმბოლო... თურმე: თებერვლის საბედისწერო დღეებში გალაკტიონი სამშობლოს დამოუკიდებლობას ედგა დარაჯად; ოციან წლებში დააარსა თავისუფალი ლიტერატურული ჯგუფი „ირმიგალი“. და კიდევ: საბურველი ჩამოეცალა ამაღლებული სიყვარულის ფსევდო-ლეგენდას, რომელიც ბოლო დრომდე მალავდა პოეტის პიროვნულ დრამას... გალაკტიონის ეპოქალური წიგნი “Crâne aux fleurs artistiques“ (1919) ქართული მოდერნისტული პოეზიის მწვერვალია, რომელმაც სათავე დაუდო თვისებრივად ახალ პოეტურ აზროვნებას და სალექსო ნოვაციებს. ეს იყო ქართულ-ევროპულ კულტურათა სინთეზის ღრმად გაცნობიერებული ცდა, ერთგვარი ჰიჯრა დასავლეთისაკენ, რასაც ცხადყოფს ამ კრებულში შესული შედევრების ინტერტექსტობრივი კვლევა. ტოტალიტარიზმის პირობებში გალაკტიონი იძულებული იყო კონიუნქტურული ლექსებიც ეწერა. მძიმე ხარკის გაღებით გადაურჩინა მან ერსა და ქვეყანას თავისი გენია – სამარადისოდ აღმართა პირამიდებზე მაღალი ტაძარი პოეზიისა. გალაკტიონის ბოლო პერიოდის ლირიკამ, რთული სისადავის პოეტიკამ არსებითად განსაზღვრა ქართული პოეზიის შემდგომი განვითარება: ყველა მეტ-ნაკლებად საყურადღებო სტილური ტენდენცია მეოცე საუკუნის შუა წლებიდან დღემდე, პირდაპირ თუ შუალობით, გალაკტიონის გვიანდელ ლირიკას უკავშირდება.
ვრცლად
რეკომენდებული ელ. წიგნები
დაწვრილებით ელ. წიგნის შესახებ

ელ. წიგნის მახასიათებლები
ISBN - 13:
978-9941-31-694-4
სათაური:
ვარდი ნაწვიმარ სილაში. წერილები გალაკტიონზე
გამომცემელი:
გამოცემის თარიღი:
2023
გვერდები:
488
კატეგორია:
კრიტიკა
ნახვები:
313
რეიტინგი:
5
მკითხველთა რეცენზია
საშუალო შეფასება
(1) რეცენზია
5
რეიტინგის განაწილება
  • 5
    [1]
  • 4
    [0]
  • 3
    [0]
  • 2
    [0]
  • 1
    [0]